“ვისოლ ჯგუფის” პირველი პიცერია „ვენდის“ ვაკის ფილიალში გაიხსნა

“ვისოლ ჯგუფის” პირველი პიცერია „ვენდის“ ვაკის ფილიალში გაიხსნა

access_time2019-01-24 12:40:07

„ვისოლ ჯგუფი“ ბიზნესის დივერსიფიკაციას განაგრძობს და პიცერიების ქსელის შექმნას იწყებს. საწყის ეტაპზე პიცის კუთხეების ინტეგრირება „ვენდის“ ამერიკულ რესტორნებში მოხდება, თუმცა „ვენდის“ პიცის რესტორნები ცალკე მდგომ ქსელადაც განვითარდება. 

 როგორც „ვენდის“ გენერალური დირექტორი გიორგი მშვილდაძე განმარტავს, პიცერიის გახსნის იდეა ბაზარზე პროდუქტის მაღალმა მოთხოვნამ განაპირობა. ამ პროექტის მაღალი ხარისხით შესრულების შემთხვევაში კი იდეა წარმატებული იქნება. მისივე თქმით იდეაზე გუნდმა 18 თვე იმუშავა.

 

 

„ამ ხნის განმავლობაში ვაწარმოებდით მოლაპარაკებებს 2 ამერიკულ ბრენდთან, რომლებიც პიცის სეგმენტში ოპერირებენ. ამასთან, აღნიშნული პროექტის შესახებ, საწყისი ეტაპიდანვე, ასევე პარალელურ რეჟიმში მოლაპარაკებებს ვმართავდით ჩვენს ამერიკელ პარტნიორთან - “ვენდისთან”. „ვენდი“ საქართველოში მყარ პოზიციებს ფლობს, მაღალი ცნობადობით გამოირჩევა და ვფიქრობდით, რომ ჩვენი ამერიკელი პარტნიორებისგან შესაბამისი თანხმობის მიღების შემთხვევაში, პიცერიების პროექტის განვითარება „ვენდის“ რესტორნების ფორმატში და „ვენდის“ ბრენდის ქვეშ ეკონომიკურად ყველაზე კარგ შედეგს მოიტანდა.  მიუხედავად იმისა, რომ უკვე მნიშვნელოვანი პროგრესი გვქონდა სხვა ბრენდებთან, ჩვენ ყოველთვის ვცდილობდით, პირველ რიგში, „ვენდი“ დაგვერწმუნებინა ამ პროექტის მიმზიდველობაში. შესაბამისად, ჩვენ ბოლომდე ვაცადეთ მათ და 3 თვის წინ მივიღეთ თანხმობა პროექტის დატესტვის მიზნით პიცერიის კუთხე მოგვეწყო ქ. ქუთაისში მდებარე „ვენდის“ რესტორანში. დაგვიდგინეს კონკრეტული მიზნობრივი პარამეტრები და ქუთაისში მათი მიღწევის შემთხვევაში შევთანხმდით, რომ საბოლოოდ მოგვეცემოდა უფლება მოგვეხდინა როგორც „ვენდის“ რესტორნებში „ვენდის“ პიცის კუთხეების ინტეგრირება, ასევე ცალკე მდგარი „ვენდის“ პიცის რესტორნების განვითარება. ქუთაისში პიცის რეალიზაციამ დაგეგმილს 2.6- ჯერ გადააჭარბა, რამაც საბოლოო ჯამში ახალი პროექტის იმპლემენტაციაზე „ვენდის“ თანხმობის მიღების საშუალება მოგვცა” - აცხადებს დირექტორი გიორგი მშვილდაძე.

 


ცნობილია, რომ  “ვენდის“ პიცის რესტორნებში წარმოდგენილი იქნება 5 სახეობის პიცა: პიცა ბეკონატორი, პიცა ოთხი ყველით, მარგარიტა, პეპერონი და ვეგეტერიანული პიცა. გამოყენებული იქნება ექსკლუზიურად იტალიური ინგრედიენტებიც, საშუალო ფასი  ხუთივეს შემთხვევაში იდენტური იქნება: 11.4 ლარი, რაც გიორგი მშვილდაძის თქმით,  ამ სახის პროდუქტისთვის, საკმაოდ კონკურენტული ფასია.





კომერსანტი





ქართული კულინარია ბერლინში

ქართული კულინარია ბერლინში
access_time2019-08-25 18:00:18
მას შემდეგ, რაც საერთშორისო მედიაში დაიწერა, რომ ღვინოს სამშობლო საქართველოა, ფრანკფურტში კი გერმანელი მკითხველი ქართულ ლიტერატურას გაეცნო, ბერლინში ქართული რესტორნების რიცხვი გაიზარდა. ქართული გასტრონომია ჯერ ისეთი პოპულარული არ არის, როგორც იტალიური, ჩინური, ვიეტნამური, მექსიკური... ასეთი კონკურენციის ფონზე, გურმანებისთვის ახალი რესტორნის და გემოების შეთავაზება თამამი გადაწყვეტილებაა. Knaackstraße-ზე და მის მიმდებარედ ათობით რესტორანი, კაფე და ბარია. რამდენიმე თვეა, მათ შორის არის...

რა საფრთხე უახლოვდება საქართველოს - “კავკასიონზე მიდის კატასტროფული დნობა”

რა საფრთხე უახლოვდება საქართველოს - “კავკასიონზე მიდის კატასტროფული დნობა”
access_time2019-08-25 16:00:18
ტემპერატურის მატება საქართველოში მთელ რიგ პრობლემებს ქმნის, ეს იქნება ხანძრების გაჩენის რისკის ზრდა, თუ გლობალური დათბობა, რომელიც მყინვარწვერების დნობას გამოიწვევს, რაც საბოლოოდ კატასტროფულ ვითარებას შექმნის.   სპეციალისტების ინფორმაციით, კატასტროფული დნობა 2050 წლისთვის იყო მოსალოდნელი, თუმცა, როგორც გარემოსდაცვითი საკითხების ექსპერტმა და ორგანიზაცია „საქართველოს მწვანეები-დედამიწის მეგობრების" თავმჯდომარემ ნინო ჩხობაძემ „რეზონანსს" განუცხადა, პროცესი დაჩქარებულია,...

კოჯორში ახალგაზრდული სოფლის დაპროექტებაზე მერია 220 338 ლარს დახარჯავს – მეორე ტენდერი

კოჯორში ახალგაზრდული სოფლის დაპროექტებაზე მერია 220 338 ლარს დახარჯავს – მეორე ტენდერი
access_time2019-08-25 10:00:23
თბილისის მერიამ მთაწმინდის რაიონში, კოჯორში მდებარე მიწის ნაკვეთზე ახალგაზრდული სოფლის მშენებლობის საპროექტო დოკუმენტაციის შესაძენად ტენდერი მეორედ გამოაცხადა.   როგორც სატენდერო დოკუმენტაციიდან ირკვევა, შესყიდვის ღირებულება 220 338 ლარია. თანხას მერია ტენდერში გამარჯვებულ კომპანიას 2019-2020 წლების თბილისის ბიუჯეტიდან გადაუხდის.   დაინტერესებულ პირებს ტენდერში მონაწილეობისთვის წინადადებების წარდგენა მიმდინარე წლის 18-დან 23 სექტემბრის ჩათვლით...

ვის და რამდენით დაუფინანსებს სახელმწიფო სესხის პროცენტს

ვის და რამდენით დაუფინანსებს სახელმწიფო სესხის პროცენტს
access_time2019-08-25 14:00:59
პირველი სექტემბერიდან მთავრობა 20 ივნისის შემდეგ განვითარებული მოვლენებით დაზარალებული ბიზნესის მხარდაჭერის მიზნით პროგრამის განხორციელებას იწყებს – ინფორმაციას ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.   სამინისტროს ცნობით, პროგრამას სააგენტო – „აწარმოე საქართველოში“ განახორციელებს.   „სააგენტო მოახდენს 2019 წლის 1 აგვისტოდან მომდევნო 6 თვის განმავლობაში მეწარმე-სუბიექტებისთვის სესხზე დარიცხული ყოველთვიური საპროცენტო...

ქართველი ახალგაზრდა, რომელიც amazon-ში იმუშავებს

ქართველი ახალგაზრდა, რომელიც amazon-ში იმუშავებს
access_time2019-08-25 12:00:23
თა­ვი­სუ­ფა­ლი უნი­ვერ­სი­ტე­ტის კურსდამთავრებული 25 წლის საბა გოგოლიძე ოქტომბრიდან კარიერას ამერიკის ერთ-ერთ უმსხვილეს კომპანიაში „ამაზონში“ გააგრძელებს.   საბა გოგოლიძეს მა­თე­მა­ტი­კი­სა და კომ­პი­უ­ტე­რუ­ლი მეც­ნი­ე­რე­ბე­ბის სკო­ლა აქვს დამთავრებული და ამჟამად ერთ-ერთ ამერიკულ კომპანიაში პროგრამისტად მუშაობს.   როგორც „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას განაცხადა, „ამაზონის“ გუნდს მინიმუმ ერთი წლით შეუერთდება და მუშაობას ლუქსემბურგის ოფისში 14 ოქტომბრიდან...


მსგავსი სიახლეები

up