„ვისოლ ჯგუფის“ განცხადება

„ვისოლ ჯგუფის“ განცხადება

access_time2020-12-16 18:55:11

გუშინ ერთ-ერთ სატელევიზიო გადაცემაში ერთ-ერთი პოლიტიკოსის მიერ გაჟღერდა სრული სიცრუე ოქროყანისკენ მიმავალ გზაზე ჩვენ ჯგუფში შემავალი ერთ-ერთი კომპანიის მფლობელობაში არსებული სავაჭრო ობიექტის შესახებ.


ვინაიდან, საკითხი ეხება ბიზნეს საქმიანობის გამჭვირვალეობას და კანონიერებას, ჩვენ ვალდებულნი ვართ საზოგადოებას ვამცნოთ საქმის რეალური, ობიექტური მხარე.


ოქროყანისკენ მიმავალ გზაზე, სს „ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯიამ“ ქ. თბილისის მერიის მიერ მოწყობილ აუქციონზე 2010 წლის 20 აპრილს სატრანსპორტო ზონის ფუნქციით (ტზ-2) შეიძინა 2 (ორი) მიწის ნაკვეთი (850 კვ.მ და 841 კვ.მ). კომპანიამ აუქციონზე შეძენილი მიწის ნაკვეთები გააერთიანა ერთ მიწის ნაკვეთად 2010 წლის 19 ოქტომბერს.


გაერთიანებულ მიწის ნაკვეთზე 2018 წლის 20 ნოემბერს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის მიერ გაიცა საწვავით გასამართი სადგურის მშენებლობის ნებართვა, ხოლო 2019 წლის 18 სექტემბერს დასრულებული ობიექტი ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ  მიღებულ იქნა ექსპულატაციაში.



ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ დედაქალაქის მიწათსარგებლობის ახალი გენერალური გეგმის დამტკიცების შემდეგ, აღნიშნული მიწის ნაკვეთის უდიდეს ნაწილზე გავრცელდა სატყეო ზონა, რაც, ვფიქრობთ, იყო არასწორი,  ყოვლად გაუგებარი და წინააღმდეგობაში მოდიოდა თავად საკრებულოს დადგენილების 58-ე მუხლთან, რომლის თანახმადაც: სატყეო ზონა მოიცავს თბილისის ტერიტორიაზე არსებულ ტყეებსა და სატყეო ტერიტორიებს, ხოლო ჩვენი ობიექტი კი წარმოადგენს მულტიფუნქციურ კომერციულ ობიექტს და არ შეიძლებოდა მისთვის სატყეო ზონის მინიჭება.


ამასთან, 2020 წლის 29 ოქტომბერს სს „ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯიამ“ განცხადებით მიმართა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ურბანული განვითარების საქალაქო სამსახურს და ითხოვა მიწის ნაკვეთისთვის პირვანდელი ფუნქციური ზონის (სატრანსპორტო ზონა _ ტზ-2) აღდგენა.


გასულ კვირას ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ განხორციელდა დაშვებული უზუსტობის გამოსწორება და კომპანიის კუთვნილ მიწის ნაკვეთს აღუდგა პირვანდელი ფუნქციური ზონა.


ჩვენ მოვუწოდებთ და უმორჩილესად ვთხოვთ ნებისმიერ პოლიტიკოსს, პარტიული კუთვნილების მიუხედავად, თავი შეიკაონ ბიზნეს კომპანიებზე და ზოგადად ბიზნესზე გადაუმოწმებელი, არასამართლიანი ინფორმაციის გავრცელებისაგან. პირველ რიგში, ვფიქრობთ, რომ ვერავინ ამ გზით ვერ მოიპოვებს საზოგადოების ნდობას და ეს უნდა ესმოდეს ყველას. მეორე, ნებისმიერი ქვეყნის წარმატება და საზოგადოებრივი კეთილდღეობა დამოკიდებულია ქვეყნის ეკონომიკურ წარმატებაზე, ეკონომიკური წარმატების ქვაკუთხედი კი სწორედ რომ არის ბიზნესი.     შესაბამისად, კარგი იქნება თუ ყველანი ერთად ხელს შევუწყობთ ჩვენ ქვეყანაში ბიზნესის განვითარებას, რაც, ვფიქრობთ, უნდა იყოს თითოეული ჩვენთაგანის ერთ-ერთი მთავარი საზრუნავი.


და ბოლოს, სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ ჩვენთვის გამჭვირვალე, პასუხისმგებლიანი, კანონიერი ბიზნესის წარმოება არის ძირითადი ღირებულება; ცრუ ინფორმაციის გავრცელების მცდელობა კი არის მხოლოდ მოკლევადიანი ტყული, რომელსაც ჩვენ კიდევ მეტი ბიზნეს მიღწევებით, ქართულ ბაზარზე საერთაშორისო ბრენდების წარმოჩენით, მეტი ადამიანისთვის შემოსავლის წყაროს გაჩენით და ქვეყნის უკეთესი მომავლის შექმნაში ჩვენი მოკრძალებული წვლილის შეტანით ვუპასუხებთ“, ნათქვამია „ვისოლ ჯგუფის“ განცხადებაში.  

 

®






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up