ვისი ვალი აქვს საქართველოს? სახელმწიფო ვალის დინამიკა 1997 წლიდან დღემდე

ვისი ვალი აქვს საქართველოს? სახელმწიფო ვალის დინამიკა 1997 წლიდან დღემდე

access_time2020-11-29 10:00:45

თანამედროვე მსოფლიოში სახელმწიფოთა უმრავლესობას შიდა და გარე ვალი გააჩნია. აბსოლუტური ნომინალური მაჩვენებლის გარდა უფრო მეტ ინფორმაციას ვალის მშპ-სთან შეფარდება გვაძლევს. როგორც წესი მდიდარ ქვეყნებს უფორ მეტი ვალი აქვთ ვიდრე ღარიბებს. მიზეზი იგივეა რაც ფიზიკური პირის შემთხვევასი, მდიდარ სახელლმწიფოს დიდი ვალის მომსახურება შეუძლია, ღარიბს არა.


2019 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით შეერთებული შტატების ვალი მშპ-ს 107%-ს აღწევდა, სინგაპურის 126%-ს და იაპონიის 237%-ს, ამის საპირისპიროდ, ავღანეთის ვალი მშპ-ს 7%-ა, სვაზილენდის 11% და ბურუნდის 15%. თუმცა არსებობს გამონაკლისებიც ესტონეთი 8.4%, ლიბანი - 151%. საქართველოს სახელმწიფო ვალი 41%-ს შეადგენდა, თუმცა პანდემიის დროს მნიშვნელოვნად 58%-მდე გაიზარდა, გაისად კი კანონით დადგენილ ზღვარს 60%-ს გადააჭარბებს და სავარაუდოდ 62%-ს მიაღწევს.


საქართველოს სახელმწიფო ვალი ისტორიულ მაქსიმუმს - მშპ-ს 72%-ს 1999 წელს შეადგენდა. ვალის ეს მოცულობა 1997 წლის მაჩვენებელს 29%-ით აღემატებოდა. თუმცა ასეთი დიდი ვალი ნომინალში მხოლოდ $1.5 მლრდ-ს უდრიდა.


პიკიდან 3 წლის შემდეგ, 2002 წელს ვალის მოცულობა მშპ-ს 65%-მდე შემცირდა, მკვეთრი კლება კი 2003 წლიდან დაიწყო და 2007 წელს 23%-მდე შემცირდა. რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ 2008 წელს ისე ჯერ 27%-მდე, 2009 წელს კი 35%-მდე გაიზარდა, 2011-2012 წლებსი ისევ 31%-მდე შემცირდა, თუმცა ხელახალი ზრდა 2013-დან დაიწყო.


ვალის დინამიკა რამდენიმე ფაქტორზეა დამოკიდებული, კერძოდ თავად ვალის ნომინალურ ოდენობაზე, ეკონომიკის ზრდის ტემპზე და ვალუტის კურსზე. როდესაც ეკონომიკა სწრაფი ტემპით იზრდება და კურსი მყარდება, ვალის შეფარდება მშპ-სთან მიმართებაში მცირდება. ფორმულა მუშაობს საპირისპირო შემთხვევაშიც. 1997 სრული ჰიპერკოლაფსის შემდეგ ეკონომიკის 10.5%-იანი ზრდა დაფიქსირდა, თუმცა მომდევნო წლებში აზიიდან წამოსულმა კრიზისმა ზრდის ტემპი 3%-მდე შეამცირა, ამავე დროს კურსი რომელიც თითქმის 3 წელი 1.3-ზე ნარჩუნდებოდა 2.00-ს გადასცდა, 1999 წლის თებერვალში 2.45-საც მიაღწია. 2003 წელს როცა ვალმა შემცირება დაიწყო მშპ 11%-ით გაიზარდა, 12.6%-იანი ზრდა დაფიქსირდა 2007 წელსაც. 2014 წლიდან ლარის გაუფასურებამ და მშპ-ს ზრდის ტემპის ვარდნამ პირდაპირი გავლენა მოახდინა ვალის მოცულობაზეც.


გრაფიკიდან ჩანს, რომ ვალის ფარდობითი წილი და მშპ-ს ზრდის ტემპი ერთმანეთის უკუპრპორციულია.



2020 წელი კოვიდრეგულაციების გამო განსაკუთრებული აღმოჩნდა. იანვარ-სექტემბერში ეკონომიკურმა ვარდნამ 5%-ს მიაღწია, აპრილში საერთოდ 16.6%-იანი კლება დაფიქსირდა, რომელიც სექტემბერში 0.7%-მდე შემცირდა, თუმცა მაღალი ალბათობით განსხვავებული და უფრო მძიმე იქნება სურათი ოქტომბერ-ნოემბერში რადგან შემსუბუქებული რეგულაციები თავიდან აღდგდა.


შემცირებული გადასახადების დასაბალანსებლად და სოციალური დახმარებების გასაცემად მთავრობას დაგეგმილზე 3-ჯერ მეტი $2.4 მლრდ-ს ვალის აღება მოუწია. ამავე დროს ეროვნული ვალუტის კურსი 2.887-დან 3.30-მდე გაუფუსურდა, რამაც ვალის შეფარდება შემცირებულ მშპ-სთან 58%-მდე გაზარდა.


2011 წელს მიღებული ე.წ თავისუფლის აქტის მიხედვით, იკრძალება ვალის მოცულობის გაზრდა მშპ-ს 60%-ს ზემოთ. იგივე კანონი აწესებდა ბიჯეტის დეფიციტის ზედა 3%-იან ზღვარს. წელს მან 8.5%-ს მიაღწია, 7%-ს გადააჭარბებს მომავალ წელსაც. თუმცა ის კანონი რომელიც ჩამკეტ ზღვრებს აწესებს, ასევე უშვებს 2 გამონაკლისსაც. პირველი ეს საგანგებო ან საომარი მდგომარეობაა. 21 მარტიდან 22 მაისის ჩათვლით სააქართველოში საგანგებო მდგომარეობა იყო გამოცხადებული. მეორე შემთხვევაში გამონაკლისი დაიშვება მაშინ თუ ზედიზედ 2 კვარტალის ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი 2 პროცენტული პუნქტით ან უფრო მეტით დაბალია წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით. დღეის მდგომარეობით ეს პირობაც გადაჭარბებით სრულდება, ზედიზედ 2 მეორე და მესამე რეცესიული კვარტალის შემდეგ დამაიმედებელი არც მეოთხე კვარტალია.


საქართველოს მიმდინარე სახელმწიფო ვალი ₾29.3 მლრდ-ს, ანუ $8.8 მლრდ-ს შეადგენს. საიდანაც სამთავრობო სექტორის ვალი $6.7 მლრდ-ს უდრის, დანარჩენი ეროვნული ბანკისა და სახელმწიფო კომპანიების ვალდებულებებია.


30 ივნისის მდგომარეობით სახელმწიფო საგარეო ვალი $8.3 მლრდ-ს 31 მარტთან შედარებით $0.5 მლრდ-ით უფრო მეტს უდრიდა. $8.3 მლრდ-დან სამთავრობო ვალი $6.2 მლრდ-ს უდრიდა, ეროვნული ბანკის საგარეო ვალდებულებები $447 მლნ-ს, სახელმწიფო საწარმოების ობლიგაციები და სესხები კი $1.67 მლრდ-ს. რაც შეეხება ჯამურ საგარეო ვალს, რომელიც მოიცავს ასევე საბანკო სექტორს და სხვა ნებისმიერ კერძო კომპანიას, მან 30 ივნისის მდგომარეობით მან $18.5 მლრდ, მშპ-ს 111.5% შეადგინა.


ვისი ვალი აქვს საქართველოს? 31 ოქტომბრის მდგომარეობით ყველაზე დიდი კრედიტორი მსოფლიო ბანკია. უშუალოდ მსოფლიო ბანკის, რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკისა (IBRD) და განვითარების საერთაშორისო ასოციაცია (IDA)-ს მიმართ არსებული ჯამური დავალიანების მოცულობა $1.983 მლრდ-ს აღწევს. მეორე უმსხვილესი კრედიტორი აზიის განვითარების ბანკია (ADB),  მის  მიმართ საქართველოს $1.416 მლრდ მართებს. მესამე ადგილზე $704 მლნ-ით ევროპის საინვესტიციო ბანკია (EIB), მეოთხეზე $208 მლნ-ით სავალუტო ფონდი (IMF), ხუთეულს კი $168 მლნ-ით ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (EBRD) ასრულებს. რაც შეეხება სახელმწიფოების მიმართ არსებულ დავალიანებას პირველი ხუთეული ასე გამოიყურება:

1) გერმანია - $705 მლნ;

2) საფრანგეთი - $554 მლნ;

3) იაპონია - $218 მლნ; 

4) რუსეთი - $43 მლნ;

5) ავსტრია - $19 მლნ.


სამთავრობო ვალი საერთაშორისო ორგანიზაციების მიმართ სულ $4.635 მლრდ-ს შეადგენს, სახელმწიფოების მიმართ - $1.602 მლრდს, ევროობლიგაციების მოცულობა კი $500 მლნ-ს უდრის.

პრობლემაა თუ არა ვალის ზრდა? 2021 წლის ბიუჯეტის პროექტის თანახმად დაგეგმილია დამატებით ₾3.175 მლრდ-ს ვალის აღება და ₾2.647 მლრდ-ს გასტუმრება. რამაც ჯამური ვალი შედარებით მცირედით $527 მლნ-ით უნდა გაზარდოს, შედარებისთვის წელს ის $7 მლრდ-ით გაიზარდა. იმ მომენტამდე, სადაც სახელმწიფო ვალის მომსახურებას რესტრუქტურიზაციის გარეშე ახერხებს, პრობლემა არც ისე დიდია, თუმცა გასათვალისწინებელია, რომ თანხები რომლებიც ვალის დასაფარად მიემართება გადასახადის გადამხდელებისგან გროვდება და აკლდება სხვა პროექტებს. ვალის აღებისას ასევე აუცილებელია იმის გააზრება, რომ თანხები ფორსმაჟორული სიტუაციის გარდა, საინვესტიციო პროექტებს უნდა მოხმარდეს და არა სოციალურს. იმ მიმართულებებს, საიდანაც საშუალო ან გრძელვადიან პერსპექტივაში ამონაგაბი უფრო მეტი იქნება ვიდრე სესხის ძირი თანხა და მასზე დარიცხული საპროცენტო განაკვეტის ხარჯი.

 

გიორგი ელიზბარაშვილი 




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up