ვისი ვალი აქვს საქართველოს - ერთ თვეში სახელმწიფო საგარეო ვალი 230 მლნ დოლარით გაიზარდა

ვისი ვალი აქვს საქართველოს - ერთ თვეში სახელმწიფო საგარეო ვალი 230 მლნ დოლარით გაიზარდა

access_time2020-11-17 17:16:09

საქართველოს სახელმწიფო საგარეო ვალი ისევ იზრდება. 2020 წლის 31 ოქტომბრის მდგომარეობით, საქართველოს საგარეო ვალმა 6,991 მლრდ დოლარი, ანუ 22,602 მლრდ ლარი შეადგინა.

ეს კი 230 მლნ დოლარით მეტია წინა თვესთან შედარებით. სექტემბრის მდგომარეობით, სახელმწიფო საგარეო ვალი 6,761 მლრდ დოლარს შადგენდა.

აღსანიშნავია, რომ 6,991 მლრდ დოლარიდან, მთავრობის საგარეო ვალი შეადგენს 6,737 მლრდ დოლარს, ხოლო ეროვნული ბანკის ვალი - 254,095 მლნ დოლარს.

საქართველოს სახელმწიფოს ყველაზე მსხვილი კრედიტორები არიან: აზიის განვითარების ბანკი (ADB); მსოფლიო ბანკის განვითარების საერთაშორისო ასოციაცია (IDA) და რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკი (IBRD).

კერძოდ, IDA-ს მიმართ ვალი 909,480 მლნ დოლარია; IBRD-ის მიმართ სახელმწიფოს საგარეო ვალი 1,073 მლრდ დოლარია, აზიის განვითარების ბანკის (ADB)-ის მიმართ კი - 1,415 მლრდ დოლარს აჭარბებს.

რაც შეეხება სახელმწიფოს მევალე სხვა საფინანსო ინსტიტუტებს, ჩამონათვალი ასე გამოიყურება:


აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკი (AIIB) – 76,324 მლნ დოლარი;
ევროსაბჭოს განვითარების ბანკი (CEB) – 1,052 მლნ დოლარი;
ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (EBRD) – 167,765 მლნ დოლარი;
ევროპის საინვესტიციო ბანკი (EIB) – 703,704 მლნ დოლარი;
ევროგაერთიანება (EU) – 44,354 მლნ დოლარი;
სოფლის მეურნეობის განვითარების საერთაშორისო ფონდი (IFAD) – 34,381 მლნ დოლარი;
საერთაშორისო სავალუტო ფონდი (IMF) – 207,511 მლნ დოლარი;
სკანდინავიური გარემოსდაცვის საფინანსო კორპორაცია (NEFCO) – 804 ათასი დოლარი.
რაც შეეხება ქვეყნებს, ორმხრივი კრედიტორი ქვეყნებიდან გერმანია ლიდერობს, რომლის მიმართაც საქართველოს სახელმწიფო საგარეო ვალი 31 ოქტომბრის მდგომარეობით, 2,278 მლრდ ლარი იყო, მას მოსდევს საფრანგეთი - 1,791 მლრდ ლარით; მე-3 პოზიციაზე კი იაპონიაა - 703,817 მლნ ლარით. სხვა ქვეყნების მიმართ კი სახელმწიფო საგარეო ვალის სტატისტიკა ასეთია:

სომხეთი - 19,247 მლნ ლარი;
აზერბაიჯანი - 18,377 მლნ ლარი;
ავსტრია - 61,142 მლნ ლარი;
ჩინეთი - 2,900 მლნ ლარი;
ირანი - 13,919 მლნ ლარი;
ყაზახეთი - 32,293 მლნ ლარი;
კუვეიტი - 25,471 მლნ ლარი;
ნიდერლანდები - 1,581 მლნ ლარი;
რუსეთი - 139,440 მლნ ლარი;
თურქეთი - 35,426 მლნ ლარი;
თურქმენეთი - 682 ათასი ლარი;
უკრაინა - 223 ათასი ლარი;
ამერიკა - 52,751 მლნ ლარი;
უზბეკეთი - 244 ათასი ლარი.


BPN.GE



თეგები:
ვალი



"გერმანიაში დასაქმების პროგრამა სიღარიბის დაძლევის, სამუშაო ადგილების შექმნისა და სიდუხჭირის აღმოფხვრის გზა ნამდვილად არ არის"

access_time2021-02-26 17:10:15
ფერმერთა ასოციაცია ქართველების გერმანიაში ლეგალურად დასაქმების პროგრამას ნაწილობრივ აკრიტიკებს. ნინო ზამბახიძე „ბიზნესპარტნიორთან“ განმარტავს, რომ ეს ახალგაზრდა ადამიანებს მიგრაციისკენ უბიძგებს. ზამბახიძე ეჭვობს, რომ გერმანიაში 3 თვით წასული მოქალაქეები საქართველოში დაბრუნებისგან თავს შეიკავებენ.   „ქართული შრომის ბაზრის ერთ-ერთი ყველაზე დიდი გამოწვევა კვალიფიციური კადრები იყო. სოფლის მეურნეობის სექტორი დასაქმების თვალსაზრისით ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი გახლდათ....

კომპანიას, რომელიც ჯარისკაცებს საკვებით ამარაგებდა, ხელშეკრულება შეუწყდა

კომპანიას, რომელიც ჯარისკაცებს საკვებით ამარაგებდა, ხელშეკრულება შეუწყდა
access_time2021-02-26 16:06:22
კომპანია "ნიმა", რომელმაც სამხედრო მოსამსახურეებისთვის ღორის ხორცით მომარაგებაზე გამოცხადებულ ტენდერში გაიმარჯვა, ხელშეკრულება შეუწყდება.   მიზეზი ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების შეუსრულებლობაა.   სსიპ „სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს“ მიერ ღორის ხორცის შესყიდვის მიზნით გამოცხადებულ კონსოლიდირებულ ტენდერში გამარჯვებულად გამოვლინდა შპს „ნიმა “, რის შემდეგაც აღნიშნულ კომპანიასთან გაფორმდა შესაბამისი ხელშეკრულება. კომპანიამ ვერ უზრუნველყო...

ყველაფერი დაკეტილია, ტურისტი არ შემოდის ქვეყანაში, ეკონომიკის მეტი ვარდნა რომ არ გვაქვს, მიკვირს- გიორგი ქობულია

ყველაფერი დაკეტილია, ტურისტი არ შემოდის  ქვეყანაში, ეკონომიკის მეტი ვარდნა რომ არ გვაქვს, მიკვირს- გიორგი ქობულია
access_time2021-02-26 14:59:30
ეკონომიკის ყოფილი მინისტრი, გიორგი ქობულია „ბიზნესპარტნიორთან“ საქსტატის მიერ გამოქვეყნებულ მონაცემებს აფასებს, რომლის მიხედვითაც, 2021 წლის იანვარში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ეკონომიკა 11.5%-ით შემცირდა.   მისი განცხადებით, ეკონომიკის შემცირება ბუნებრივი პროცესია იმ პირობებში, როდესაც ეკონომიკა გაჩერებულია. „როდესაც ტურისტი არ შემოსულა ქვეყანაში, რომლის ეკონომიკის უზარზარი წილი ტურიზმზე დგას, გასაკვირია? რესტორანი არ მუშაობს, მაღაზია დაკეტილია, ტურისტი არ...

როდესაც წელს -11%-იანი ეკონომიკური ვარდნით ვიწყებთ, არავის ჰქონდეს ილუზია, რომ კრიზისის შემდეგ 7-8%-იანი ტემპი გვექნება.“ - ზვიად ხორგუაშვილი

როდესაც წელს -11%-იანი  ეკონომიკური ვარდნით ვიწყებთ, არავის ჰქონდეს ილუზია, რომ კრიზისის შემდეგ 7-8%-იანი ტემპი გვექნება.“ -  ზვიად ხორგუაშვილი
access_time2021-02-26 14:00:08
„იქიდან გამომდინარე, რომ გაჩერებული ვიყავით, ასეთი ეკონომიკური ვარდნა მოსალოდნელიც იყო და დიდი ალბათობით ეს ტენდენცია თებერვალშიც გაგრძელდება. შესაძლოა როგორც იანვარში გვაქვს ეს არ იყოს ორნიშნა რიცხვი, მაგრამ კლების ტენდენცია გარდაუვალია – ასე გამოეხმაურა ფინანსისტი ზვიად ხორგუაშვილი იანვარში ეკონომიკის 11%-ით შემცირებას. მისი განცხადებით, როდესაც 2020 წელი  6%-იანი...

იანვარში საქართველოს ეკონომიკა 11.5%-ით შემცირდა

იანვარში საქართველოს ეკონომიკა 11.5%-ით შემცირდა
access_time2021-02-26 11:22:05
წინასწარი შეფასებით, 2021 წლის იანვარში საქართველოს ეკონომიკა 11.5%-ით შემცირდა,- ამის შესახებ საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის აღმასრულებელმა დირექტორმა გოგიტა თოდრაძემ განაცხადა.   „დღგ-ს გადამხდელ საწარმოთა დეკლარირებული მონაცემების მიხედვით, 2021 წლის იანვარში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, სახეზე გვაქვს საქართველოს ეკონომიკის 11.5%-იანი ვარდნა “, - აღნიშნა გოგიტა თოდრაძემ.   მისივე განცხადებით, 2021 წლის იანვარში, წინა წლის...


მსგავსი სიახლეები

up