ვისი ვალი აქვს საქართველოს

ვისი ვალი აქვს საქართველოს

access_time2021-08-29 14:00:13

ერთ თვეში სახელმწიფოს საგარეო ვალი 14 მლნ დოლარით შემცირდა. საქართველოსფინანსთა სამინისტროს სტატისტიკის მიხედვით, 2021 წლის ივლისის მდგომარეობით, საქართველოს სახელმწიფო საგარეო ვალი 8,002 მლრდ დოლარს შეადგენს, ეს მაშინ, როდესაც ივნისში სახელმწიფო საგარეო ვალის მოცულობა 8,016 მლრდ დოლარი იყო.

8,002 მლრდ დოლარიდან მთავრობის საგარეო ვალდებულებები 7,521 მლრდ დოლარსშეადგენს, საქართველოს ეროვნული ბანკის - 481,496 მლნ დოლარს.

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სტატისტიკის მიხედვით, სახელმწიფოს ყველაზემსხვილი კრედიტორები არიან: აზიის განვითარების ბანკი (ADB); მსოფლიო ბანკისგანვითარების საერთაშორისო ასოციაცია (IDA) და რეკონსტრუქციისა და განვითარებისსაერთაშორისო ბანკი (IBRD).

ბიზნესპრესნიუსი“ გთავაზობთ, სახელმწიფოს მევალე საფინანსო ინსტიტუტების ჩამონათვალს:


აზიის განვითარების ბანკი (ADB) – 1,757 მლრდ აშშ დოლარი
აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკი (AIIB) – 184,706 მლნ აშშ დოლარი
ევროსაბჭოს განვითარების ბანკი (CEB) -3,203 მლნ აშშ დოლარი
ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (EBRD) - 236,232 მლნ აშშ დოლარი
ევროპის საინვესტიციო ბანკი (EIB) - 809,845 მლნ აშშ დოლარი
ევროგაერთიანება (EU) - 158,243 მლნ აშშ დოლარი
მსოფლიო ბანკი, რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკი (IBRD) – 1,176 მლრდ აშშ დოლარი
მსოფლიო ბანკი, განვითარების საერთაშორისო ასოციაცია (IDA) - 874,581 მლნ აშშ დოლარი
სოფლის მეურნეობის განვითარების საერთაშორისო ფონდი (IFAD) - 32,930 მლნ აშშ დოლარი
საერთაშორისო სავალუტო ფონდი (IMF) – 215,013 მლნ აშშ დოლარი
სკანდინავიური გარემოსდაცვის საფინანსო კორპორაცია (NEFCO) - 2,361 მლნ აშშ დოლარი


რაც შეეხება ორმხრივ კრედიტორ ქვეყნებს, ჩამონათვალი ასეთია:


სომხეთი - 4,607 მლნ აშშ დოლარი
აზერბაიჯანი - 4,850 მლნ აშშ დოლარი
ავსტრია - 17,911 მლნ აშშ დოლარი
ჩინეთი - 464 ათასი აშშ დოლარი
საფრანგეთი - 557,485 მლნ აშშ დოლარი
გერმანია - 705,484 მლნ აშშ დოლარი
ირანი - 3,594 მლნ აშშ დოლარი
იაპონია - 199,569 მლნ აშშ დოლარი
ყაზახეთი - 6,464 მლნ აშშ დოლარი
კუვეიტი - 8,698 მლნ აშშ დოლარი
ნიდერლანდები - 244 ათასი აშშ დოლარი
რუსეთი - 34,649 მლნ აშშ დოლარი
თურქეთი - 9,406 მლნ აშშ დოლარი
თურქმენეთი - 211 ათასი აშშ დოლარი
უკრაინა - 24 ათასი აშშ დოლარი
ამერიკა - 15,094 მლნ აშშ დოლარი
უზბეკეთი - 26 ათასი აშშ დოლარი


Bpn.ge





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up