ვისი ვალი აქვს საქართველოს?

ვისი ვალი აქვს საქართველოს?

access_time2022-12-30 12:00:57

მიმდინარე წელს საქართველოს საგარეო ვალი შემცირდა. 2022 წლის ოქტომბრის მდგომარეობით საქართველოს საგარეო ვალი 21.3 მილიარდი ლარია. ეს თანხა 2022 წლის იანვართან შედარებით 3.4 მილიარდი ლარით ნაკლებია. საგარეო ვალის შემცირების უმთავრეს მიზეზს ეროვნული ვალუტის გამყარებაა. თუმცა, მიუხედავად საგარეო ვალის შემცირებისა, 2023 წელს საქართველოს მთავრობას საგარეო ვალის მომსახურება რეკორდულად ძვირი, 1.65 მილიარდი ლარი დაუჯდება.


საგარეო ვალის 58% ამჟამად ევროშია დენომინირებული, ხოლო 32% – დოლარში, ამიტომაც თავად ევროს გაუფასურებაც საქართველოს ვალის შემცირების ერთ-ერთ წამყვან ფაქტორს წარმოადგენს.


ყველაზე დიდი მოცულობის ვალი საქართველოს კვლავ მსოფლიო ბანკის აქვს.


გთავაზობთ, სახელმწიფოს მევალე საფინანსო ინსტიტუტების ჩამონათვალს:

მსოფლიო ბანკის ჯგუფი  1,930 მლრდ აშშ დოლარი;

აზიის განვითარების ბანკი (ADB) – 1,810 მლრდ აშშ დოლარი;

აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკი (AIIB) – 181 მლნ აშშ დოლარი;

ევროპის საინვესტიციო ბანკი (EIB) – 807 მლნ აშშ დოლარი;

ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (EBRD) – 220 მლნ აშშ დოლარი;


ევროსაბჭოს განვითარების ბანკი (CEB) - 8,6 მლნ აშშ დოლარი;

ევროგაერთიანება (EU) – 132 მლნ აშშ დოლარი;

სოფლის მეურნეობის განვითარების საერთაშორისო ფონდი (IFAD) - 27 მლნ აშშ დოლარი;

საერთაშორისო სავალუტო ფონდი (IMF) – 189 მლნ აშშ დოლარი.


რაც შეეხება ორმხრივ კრედიტორ ქვეყნებს, ჩამონათვალი ასეთია:

საფრანგეთი - 633 მლნ აშშ დოლარი;

გერმანია - 582 მლნ აშშ დოლარი;

იაპონია - 142 მლნ აშშ დოლარი;

სომხეთი - 2.9 მლნ აშშ დოლარი;

აზერბაიჯანი - 3,2 მლნ აშშ დოლარი;

რუსეთი - 25,4 მლნ აშშ დოლარი;

ავსტრია  13.8 მლნ აშშ დოლარი;

ქუვეიტი - 11,9 მლნ აშშ დოლარი;

ამერიკა - 11.6 მლნ აშშ დოლარი.

თურქეთი - 6.3 მლნ აშშ დოლარი;

ყაზახეთი - 3.5 მლნ აშშ დოლარი;

აზერბაიჯანი  3.2 მლნ აშშ დოლარი;

ირანი - 2,4 მლნ აშშ დოლარი;





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up