"სებ-ის პრეზიდენტის განცხადება საშინაო ვალის ზრდის შესახებ, ბიუჯეტის დეფიციტის ზრდაზე მიანიშებს"

access_time2018-12-07 09:00:00


სახელმწიფო ვალი მზარდი მაჩვენებელი პოლიტიკოსებისა და ექსპერტების აქტიური განხილვის საგანია. ამ ფონზე ეროვნული ბანკის პრეზიდენტი საშინაო ვალი უპირატესობებზე საუბრობს. როგორც  კობა გვენეტაძემ პარლამენტში დეპუტატებთან შეხვედრისასა განაცხადა, საშინაო ვალის მთავარი უპირატესობა ისაა, რომ მას არ ახლავს სავალუტო რისკი, ამასთან შიდა ვალის ზრდა ფასიანი ქაღალდების განვითარებას უწყობს ხელს, რაც სამომავლოდ კაპიტალი ბაზრის განვითარების წინაპირობაა.



ეკონომისტ ვახტანგ ხომიზურაშვილის ამ მოსაზრებას არ ეთანხმება და აცხადებს, რომ ეროვნული ბანკის პრეზიდენტის განცხადება საშინაო ვალის ზრდის შესახებ, ბიუჯეტის დეფიციტის ზრდაზე მიანიშებს.


„საშინაო ვალი ძირითადად მიმართულია ბუჯეტის დეფიციტის დაფინანსებაზე. ვალს კი არ უნდა ვზრდიდეთ, ბიუჯეტის დეფიციტი უნდა შეამციროს მთავრობამ. შიდა ვალის ძირითადი მომხმარებელი არის ფინანსთა სამინისტრო, შესაბამისად, ამ საკითხზე კომენტარს ფინანსთა მინისტრი უნდა აკეთებდეს და არა ეროვნული ბანკის პრეზიდენტი. საგარეო ვალის ზრდის შედეგად ქვეყნიდან ვალუტა გაედინება, რაც პირდაპირ აისახება ეკონომიკზე, გაცვლით კურსზე. თუმცა მხოლოდ სავალუტო რისკებზე საუბარი არის ცალმხრივი მიდგომა, რადგან შიდა ვალის აღებისას ეკონომიკიდან ამოდის ფულადი მასა, რაც დღეს ისედაც დიდ დეფიციტშია, ანუ პრაქტიკულად ფულის შიმშილია ეკონომიკაში, შედეგად კი ფერხდება რეალური სექტორის განვითარება,“ აღნიშნავს ვახტანგ ხომიზურაშვილი.



კომერსანტი დაინტერესდა რამდენს სესხულობს სახელმწიფო, საიდან ვიღებთ ვალს და რას ხმარდება ეს თანხები.


სახელმწიფო ვალი 2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის კანონის პროექტში


2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის კანონის პროექტის მიხედვით, სახელმწიფო ვალის საპროგნოზო ზღვრული მოცულობა 20 მლრდ ლარს შეადგენს.

 

2019 წლის განმავლობაში სხვადასხვა ვადიანობის სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების გამოშვების ხარჯზე იგეგმება  500 მლნ ლარის საშინაო ვალის აღება. საგარეო ვალი კი 1.805 მილიარდი ლარით იზრდება.


2019 წელს ვალის მომსახურებაში დაგეგმილია 2.75 მილიარდი ლარის გადახდა (საგარეო ვალი: 890 მლნ ძირი და 340 მლნ პროცენტი ,საშინაო ვალი:1 200 მლნ ძირი და 284 მლნ პროცენტი)


აღსანიშნავია, რომ ლარის გაუფასურების შედეგად მიმდინარე წლის განმავლობაში მნიშვნელოვნად გაიზარდა სახელმწიფო ვალის ნაშთი.8 თვის მდგომარეობით სახელმწიფო ვალის ნაშთი 211 მლნ ლარით არის გაზრდილი ეროვნული ვალუტის გაუფასურების გამო.აღნიშნულიდან გამომდინარე,სახელმწიფო აუდიტი რეკომენდაციას იძლევა,რომ სავალუტო კურსის ცვლილების შედეგად გამოწვეული მოსალოდნელი უარყოფითი შედეგების მინიმიზაციის მიზნით, სახელმწიფო ვალის პორტფელში საგარეო ვალის წილის შემცირდეს.





რაც შეეხება მიმდინარე წლის სახელმწიფო ვალს, სურათი ასეთია



სახელმეიფო აუდიტის სამსახურის მონაცემებით, 2018 წლის 8 თვის მდგომარეობით, სახელმწიფო ვალის მოცულობა 17 მლრდ ლარს შეადგენს, რაც 2018 წლის ბიუჯეტის კანონით დადგენილი ზღვრული მოცულობის 95%-ია.



საგარეო ვალი


2018 წლის 8 თვის მდგომარეობით სახელმწიფო ვალის უდიდესი წილი, 78% (13,336 მლრდ ლარი) საგარეო ვალია.


კრედიტების სახით საგარეო წყაროებიდან სახელმწიფო ბიუჯეტში მობილიზდა 495 მლნ ლარი, აქედან 62% (308 მლნ ლარი) საინვესტიციო კრედიტებია ,ხოლო 38% (187  მლნ ლარი) ბიუჯეტის მხარდამჭერი.


2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის კანონით დაგეგმილი იყო შეღავათიანი საინვესტიციო კრედიტით 51 საინვესტიციო პროექტის დაფინანსება,თუმცა პროექტების მნიშვნელოვან ნაწილს, 8 თვის მდგომარეობით, ათვისების დაბალი მაჩვენებელი აქვს და შეფერხებებით ხორციელდება.მათ შორის არის ისეთი პროექტებიც,რომლებზე გამოყოფილი სახსრები საერთოდ არაა ათვისებული,ასეთია მაგალითად EBRD-ის კრედიტით დაფინანსებული მდინარე დებედაზე ხიდის მშენებლობა; სენაკი-ფოთი-სარფის საავტომობილო გზის კმ48-კმ64 გრიგოლეთი-ჩოლოქის მონაკვეთის მშენებლობა(EIB); ბათუმის ავტობუსების პროექტი (E5P, EBRD) და სხვა.


ეს საკითხი პრობლემურია რამდენადაც გარკვეული სესხებისათვის, რომლებიც ითვალისწინებს ვალდებულების გადასახადის (Commitment Fee) გადახდას კრედიტის აუთვისებელ ნაწილზე. პროექტის დაგვიანებით განხორციელება კი  იწვევს კრედიტის მომსახურების ხარჯების ზრდას.


2018 წლის 8 თვის მდგომარეობით, საინვესტიციო პროექტებიდან გეგმასთან მიმართებით დაბალი შესრულება ფიქსირდება 13 პროექტის შემთხვევაში, რომლებზეც გადახდილი ვალდებულების გადასახადი 1.6 მლნ ლარს შეადგენს.




საშინაო ვალი


2018 წლის 8 თვის მდგომარეობით საშინაო ვალი სახელმწიფო ვალის 22%-ია (3,673 მლრდ ლარი).


საშინაო ვალს სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების აუქციონის მეშვეობით იღებს, ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, 2018 წლის 8 თვის მდგომარეობით, სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების აუქციონის მეშვეობით განთავსდა 1.12 მლრდ ლარის ნომინალური ღირებულების სახაზინო ვალდებულებები/ობლიგაციები, რომლის შედეგად სახელმწიფო ბიუჯეტმა მიიღო 1.1 მლრდ ლარის შემოსულობა.

 

სახელმწიფო ვალის მომსახურებისა და დაფარვის ხარჯები


2018 წლის 8 თვის მდგომარეობით, სახელმწიფო ვალის მომსახურებისა და დაფარვისათვის დაიხარჯა 1.7 მლრდ ლარი.



საშინაო ვალის მომსახურებისა და დაფარვის ხარჯები წარმოადგენს მთლიანი ხარჯის უდიდეს ნაწილს - 66.4%-ს. კერძოდ, 2018 წლის 8 თვის მდგომარეობით, ფინანსთა სამინისტრომ საშინაო ვალის პროცენტის სახით გადაიხადა 196.6 მლნ ლარი,სულ დაფარა 962.7 მლნ ლარის ოდენობის საშინაო ვალდებულება (ძირითადი თანხა).

 


მარიამ ტიტვინიძე





„ოლიგოპოლიური ნიშნების მატარებელი, არაფორმალური ჯგუფების გავლენების მიერ მართული ბიზნეს გარემო -ბიზნესომბუდსმენის აპარატი გასაუქმებელია“

„ოლიგოპოლიური ნიშნების მატარებელი, არაფორმალური ჯგუფების გავლენების მიერ მართული ბიზნეს გარემო -ბიზნესომბუდსმენის აპარატი  გასაუქმებელია“
access_time2019-11-11 18:23:03
პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი ლევან კობერიძე სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ სტატუსს აქვეყნებს, რომელსაც „კომერსანტი“ უცვლელად გთავაზობთ: „ბიზნესომბუდსმენის აპარატი არის გასაუქმებელი - ეს არის ზედმეტი ხარჯი ქვეყნის ბიუჯეტისთვის და “ხელისუფლებასთან საქმის დალაგების” არსის მატარებელი სტრუქტურა - სიმართლე არის ეს! - თუ ქვეყანაში იქნება სამართლიანი, ღია, კონკურენტული გარემო და გამჭვირვალე ეფექტიანი ბიუროკრატია, ბიზნესომბუდსმენები საჭირო არიან - ამის...

„უკვე ვხედავთ მკაფიო ინტერესს პრინციპულად განსხვავებული ბაზრებიდან“ – Hotel Collection International-ის რეგიონალური ოფისის ხელმძღვანელი

„უკვე ვხედავთ მკაფიო ინტერესს პრინციპულად განსხვავებული ბაზრებიდან“ – Hotel Collection International-ის რეგიონალური ოფისის ხელმძღვანელი
access_time2019-11-11 19:30:30
“რუსული ემბარგოსგან გამოწვეული კრიზისი სამწუხაროდ კახეთში ვიგრძენით ძალიან მწვავედ”, აცხადებს Hotel Collection International-ის რეგიონალური ოფისის ხელმძღვანელი ქეთი მიქაშავიძე. თუმცა მისივე განმარტებით, ალტერნატიული ბაზრების ჩანაცვლებით სექტორმა გარკვეულწილად დანაკარგის მეტნაკლები დაბალანსება მოახერხა. „წლევანდელ სეზონთან დაკავშირებით მოლოდინი გვქონდა განსაკუთრებული, სხვადასხვა რეგიონში ველოდით უკეთეს შედეგებს ვიდრე სამწუხაროდ მივიღეთ. კახეთში მომუშავე...

„შეზღუდული მანდატის მიუხედავად, ლექვინაძე მხარეებისთვის სათქმელის სწორად მიწოდებას ახერხებდა“- ბიზნესის შეფასება

„შეზღუდული მანდატის მიუხედავად, ლექვინაძე  მხარეებისთვის სათქმელის სწორად მიწოდებას ახერხებდა“- ბიზნესის შეფასება
access_time2019-11-11 18:30:31
„ბატონ ირაკლი ლექვინაძესთან ყველა საკითხი, რომელიც ჩვენ გვინდოდა მიგვეტანა მივიტანეთ და მან კარგი კომუნიკატორისა და შუამავლის როლი შეასრულა.“ - ასე აფასებს კომპანია „ნატახტარის“კორპორაციულ საქმეთა დირექტორი ნიკიოლოზ ხუნძაკიშვილი ბიზნესობუდსმენის ირაკლი ლექვინაძის განვლილ საქმიანობას ბიზნესომბუდსმენის პოსტზე. როგორც ცნობილია, ირაკლი ლექვინაძემ და მისმა მოადგილემ ლევან...

ილონ მასკი: მთავარი ინჟნერიც რიგითი მუშა უნდა იყოს

ილონ მასკი: მთავარი ინჟნერიც რიგითი მუშა უნდა იყოს
access_time2019-11-11 20:30:20
SpaceX და Tesla-ს დამაარსებელი ილონ მასკი სან-ფრანცისკოში  კოსმოსური სტარტაპების გამოფენაზე   სიტყვით  გამოვიდა. ღონისძიების ორგანიზატორი აშშ-ს სამხედრო -საჰაერო ძალები და კოსმოსურ ინდუსტრიაში მომუშავე კონსალტინგური კომპანია Starburst Aerospace იყო . გამოფენაში მონაწილეობა  75-მა კოსმოსურმა სტარტაპმა მიიღო , რომელმაც ა თავისი პროდუქცია საინვესტიციო ფონდებს და სამხედროებს...

#იმოგზაურევისოლთანერთად - საქართველოს დაცულ ტერიტორიებზე მედია-ტური გაიმართა

#იმოგზაურევისოლთანერთად  - საქართველოს დაცულ ტერიტორიებზე მედია-ტური გაიმართა
access_time2019-11-11 15:00:01
„ვისოლ ჯგუფის“ და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაცული ტერიტორიების სააგენტოს ორგანიზებით, საქართველოს დაცულ ტერიტორიებზე მედია-ტური გაიმართა. ტურში მონაწილეობა საქართველოში მოქმედი მედია-საშუალებების წარმომადგენლებმა, ბლოგერებმა და ინფლუენსერებმა მიიღეს. მედია-ტური ოთხივე სეზონზე საქართველოში შიდა ტურიზმის ხელშეწყობას და დაცული ტერიტორიების სააგენტოს და „ვისოლ ჯგუფის“ ერთობლივი პროექტის #იმოგზაურევისოლთანერთად ახალი ეტაპის ფარგლებში დაგეგმილი სოციალური მედია გათამაშების...


მსგავსი სიახლეები

up