ვისაც სურვილი აქვს,  მოუსმინოს  ყოფილი მინისტრის მოსაზრებებს , ჩვენ თავისუფალ საზოგადოებაში ვცხოვრობთ

ვისაც სურვილი აქვს, მოუსმინოს ყოფილი მინისტრის მოსაზრებებს , ჩვენ თავისუფალ საზოგადოებაში ვცხოვრობთ

access_time2019-05-15 16:06:14

თუ არსებობენ ადამიანები, ვისაც აქვს სურვილი, ყოფილი მინისტრის მოსაზრებებს მოუსმინოს, ჩვენ თავისუფალ საზოგადოებაში ვცხოვრობთ და ეს ნორმალური მოვლენაა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ყაზახეთში, ჟურნალისტების მიერ გიორგი ქობულიას პარლამენტში მისვლასთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.


მთავრობის მეთაურის განცხადებით, გიორგი ქობულიასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება უკვე მიღებულია, რაც წარსული ნაბიჯია და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ჰყავს ახალი ხელმძღვანელი, რომელსაც სრული მხარდაჭერა აქვს.


რაც შეეხება სწრაფ გადაწყვეტილებებს, არ ვიცი რა კონტექსტში თქვა მან ეს, მაგრამ ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც გვჭირდება, ეს არის ეფექტური და ამავე დროს, სწრაფი გადაწყვეტილებები. ჩვენ გვჭირდება მეტი ეკონომიკური ზრდა, ინკლუზიური ზრდა, ისეთი ზრდა, რომელიც საქართველოს თითოეულ მოქალაქეს შეეხება და ბუნბრივია, ასეთ დროს აქცენტი სწორეს ეფექტურ და სწრაფ გადაწყვეტილებებზე უნდა კეთდებოდეს. ეს არის ჩემი, როგორც მთავრობის მეთაურის ერთ-ერთი მთავარი ამოცანა და ამას აუცილებლად უზრუნველვყოფ, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.



პრემიერ-მინისტრმა ამის ერთ-ერთ მაგალითად დაასახელა ის ფაქტი, რომ ინფრასტრუქტურული დანახარჯების გაზრდის მიუხედავად, მათი ათვისება მოხდა გადაჭარბებით. მისი თქმით, 2019-2020 წლებში ბიუჯეტი ჯამურად 26 მილიარდზე მეტი იქნება და მთავრობის ამოცანაა, ეკონომიკის სხვადასხვა მიმართულებაში ამ თანხის ისე ინვესტირება, რომ მოქალაქეებს დღეს ობიექტურად არსებული პრობლემები მაქსიმალურად შეუმსუბუქდეთ.


ჩვენი მიზანია, თითოეულმა ქართულმა ოჯახმა იგრძნოს, რომ მთავრობა აკეთებს ყველაფერს, რათა ნებისმიერი ოჯახის პრობლემები დაძლეული იყოს და მათ ამაში მაქსიმალურად ეხმარება. როდესაც ვსაუბრობთ ამხელა რესურსის მართვაზე, ბუნებრივია, ამას სწრაფი და ეფექტური გადაწყვეტილებები სჭირდება. სხვაგვარად ვერ შევძლებთ, ამ თანხიდან მომდინარე სიკეთე ჩვენს მოქალაქეებამდე დროულად მივიტანოთ. არ ვიცი, რა კონტექსტში ახსენა ყოფილმა მინისტრმა სწრაფი გადაწყვეტილებები, მაგრამ მინდა, ყველა დავარწმუნო, რომ ჩვენ ნამდვილად გვჭირდება კიდევ უფრო მეტად სწრაფი და ეფექტური გადაწყვეტილებები და ამას აუცილებლად უზრუნველვყოფთ, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.


ჟურნალისტის კითხვას, გიორგი ქობულიას კონკრეტულად რომელი ინიციატივები ფერხდებოდა, მამუკა ბახტაძემ უპასუხა, რომ ეს თავად ყოფილმა მინისტრმა უნდა დააკონკრეტოს.


გოგა ქობულია არის ძალიან მაღალი დონის ეკონომისტი, აქვს შესაბამისი გამოცდილება, იგი მუშაობდა დარგების განვითარების ძალიან მნიშვნელოვან სტრატეეგიებზე და ამ ნაწილში რა თქმა უნდა, ძალიან ბევრი და საინტერესო დოკუმენტი შედგა. თუმცა, ამავე დროს, ჩვენ გვჭირდება კონკრეტული შედეგები, ეფექტური და სწრაფი გადაწყვეტილებები. არც ერთი ინიციატივა, რომელმაც შეიძლება დამატებითი დოვლათი და ღირებულება შექმნას ჩვენი ეკონომიკისთვის, არასოდეს გაჩერდება. მეტიც, თითოეული სამინისტროს, მათ შორის, უპირველეს ყოვლისა ეკონომიკის სამინისტროს მთავარი დავალებაა, მეტი ინიციატივა მოდიოდეს უწყებებიდან, რისი გაკეთება შეგვიძლია ახლებურად, რა სიახლე შეგვიძლია შევთავაზოთ ჩვენს საზოგადოებას, ინვესტორებს და კერძო სექტორს. სწორედ ასე უნდა მუშაობდეს ეფექტური მთავრობა, ჩვენ ამას ვაკეთებთ და კიდევ უფრო გავაუმჯობესებთ, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.






ათასობით მშენებლობა მიმდინარეობს და ყველა მათგანი ვერ იქნება შემოწმებული - შრომის ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსი 16 წლის მუშის გარდაცვალებაზე

 ათასობით მშენებლობა მიმდინარეობს და ყველა მათგანი ვერ იქნება შემოწმებული - შრომის ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსი 16 წლის მუშის გარდაცვალებაზე
access_time2019-07-17 20:30:58
16 ივლისს, თბილისში მშენებლობაზე  16 წლის გიორგი ბეშკენაძე გარდაიცვალა. ის თბილისში სამუშაოდ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ გვიმრიანიდან იყო ჩამოსული. მიმდინარე კვირს  კიდევ ერთი მუშა გარდაიცვალა, შემთხვევა თუშეთი-ომალოს გზაზე, ჰესის მშენებლობაზე მოხდა. მომხდარ ფაქტებზე, ისევე როგორც მანამდე სამუშაო პროცსის დროს გარდაცვლილ ათობით მუშის საქმეზე,  გამოძიება მიმდინარეობს, მაგრამ წინასწარი ინფორმაციით, ორივე შემთხვევაში ტრაგედიის მიზეზად შრომის უსაფრთხოების წესების...

აშშ-ს მთავრობა - Facebook-ის კრიპტოვალუტის წინააღმდეგ

აშშ-ს მთავრობა - Facebook-ის კრიპტოვალუტის წინააღმდეგ
access_time2019-07-17 19:30:46
აშშ-ს ხელისუფლების უკმაყოფილება Facebook-ის მიერ გამოშვებული კრიპტოვალუტის - ლიბრას - გამო,  ახალ დონეზე ავიდა- ამჯერად მის წინააღმდეგ აშშ-ს ფინანსთა მინისტრი სტივენ მნუჩინი გამოვიდა. მისი თქმით,...

Euronews - შილდა მწვანე არქიტექტურის ნიმუშებს შორის მსოფლიოში საუკეთესოა

Euronews - შილდა მწვანე არქიტექტურის ნიმუშებს შორის მსოფლიოში საუკეთესოა
access_time2019-07-17 18:20:46
შილდა მწვანე არქიტექტურის ნიმუშებს შორის მსოფლიოში საუკეთესოა. ევრონიუსმა შილდა მსოფლიოს 5 საუკეთესო მწვანე არქიტექტურის ნიმუშებს შორის დაასახელა. „შილდა“ ისეთ არქიტექტურულ ნიმუშებ შორის მოხვდა, როგორებიც არიან WOHA-ს არქიტექტურა, ტორონტოს ხის კოშკი გერმანიაში და სხვები. “ჯერჯერობით შილდა უდავოდ ჩვენი ფავორიტია, - წერს ევრონიუსი. შილდას ღვინის ქარხანა კახეთში მდებარეობს. ის ბრიტანული X-architecture-ის...

ლახვარი ზურგში - ყაზახეთმა „გაზპრომ-ნეფტი“ უკრაინაზე გაცვალა

ლახვარი ზურგში - ყაზახეთმა  „გაზპრომ-ნეფტი“ უკრაინაზე გაცვალა
access_time2019-07-17 20:00:52
ანტირუსული სანქციების ექო გაისმა ამჯერად მოსკოვის ერთ-ერთ ყველაზე ახლო მეგობარ ქვეყანაში - ყაზახეთში.  ევროკავშირის მიერ დაწესებული სანქციების გამო ერთ-ერთმა მსხვილმა ყაზახურმა კომპანიამ ურთიერთობები გაწყვიტა  „გაზპრომის“ შვილობილ კომპანია  „გაზპრომ-ნეფტ“-თან. ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც რუსულ კომპანიას შეეზღუდა საქმიანობა ამ ქვეყანაში. ექსპერტების აღნიშნავენ. რომ ამ ისტორიამ შექმნა საშიში პრეცედენტი და მსოფლიოში სულ უფრო ნაკლები...

დაგროვებითი საპენსიო სისტემა უკვე 16-მა დეპუტატმა დატოვა, მათ შორის ოცნების მაჟორიტარმაც

დაგროვებითი საპენსიო სისტემა უკვე 16-მა დეპუტატმა დატოვა, მათ შორის ოცნების მაჟორიტარმაც
access_time2019-07-17 17:30:58
2019 წლის 11 ივლისის მონაცემებით, დაგროვებითი საპენსიო სისტემა 40 წელს ზემოთ მყოფმა პარლამენტის 16-მა დეპუტატმა დატოვა. მათ შორისაა ქართული ოცნების მაჟორიტარი დეპუტატი კახა ოქრიაშვილიც. მონაცემები On.ge-ს საჯარო ინფორმაციის სახით მიაწოდეს.   40 წლამდე პირებისთვის დაგროვებითი საპენსიო სისტემა სავალდებულოა, 40 წლამდე მყოფ პირებს კი შეუძლიათ სურვილის შემთხვევაში სისტემა დატოვონ.   დეპუტატები, რომლებმაც საპენსიო სქემა დატოვეს ქართული...


მსგავსი სიახლეები

up