კომპანია VISA-მ ბლოკჩეინის ბაზაზე ციფრული ვალუტის შექმნის პატენტზე მოთხოვნა წარადგინა, საიდანაც ირკვევა, რომ მთელი სისტემა „ცენტრალური კომპიუტერით“ გაკონტროლდება.
საპატენტო განაცხადი აშშ-ს პატენტებისა და სავაჭრო ნიშნების უწყებას ჯერ კიდევ 2019 წლის ნოემბერში გადაეგზავნა, თუმცა ის მხოლოდ 14 მაისს გამოქვეყნდა.
განაცხადში აღნიშნულია, რომ ციფრულ ვალუტას აქვს უპირატესობა ფიდუციალურ საგადამხდელო სისტემებთან შედარებით.ამასთან, Visa ვერ ხედავს აუცილებლობას, რომ ამ ეტაპზე, სრულად გადავიდეს ციფრულ ფულზე.
შეგახსენებთ, იანვარში, Visa -მ 5.3 მილიარდად იყიდა ფინანსური ტექნოლოგიების სტარტაპი Plaid-ი.
gbc.ge