Visa-მ განაცხადა, რომ კრისტინა დოროსი დაინიშნა  რეგიონული მენეჯერის თანამდებობაზე კავკასიის რეგიონში

Visa-მ განაცხადა, რომ კრისტინა დოროსი დაინიშნა რეგიონული მენეჯერის თანამდებობაზე კავკასიის რეგიონში

access_time2019-07-11 16:31:07

დღეს Visa-მ გამოაცხადა, რომ კრისტინა დოროსი დაინიშნა Visa-ს რეგიონულ მენეჯერად კავკასიის რეგიონში. ახალ თანამდებობაზე, კრისტინა დოროსი იმუშავებს კავკასიის რეგიონში ელექტრონული გადახდების ბიზნესის ზრდის მიმართულებით, აღნიშნულ ბაზრებზე Visa-ს სამოქმედო არეალის ზრდისა და ბანკების, სავაჭრო კომპანიებისა და ბარათის მფლობელებისთვის კომპანიის სარგებლიანობის გაძლიერების მეშვეობით.


“მოხარულნი ვართ, გამოვაცხადოთ კრისტინა დოროსის დანიშვნა კავკასიის რეგიონული მენეჯერის პოზიციაზე. დარწმუნებული ვარ, რომ მართვისა და ხელმძღვანელობის დადასტურებული უნარებით, გადახდების სფეროში სიღრმისეული ცოდნითა და რეგიონული ბიზნესის კარგი ცოდნით, კრისტინა კომპანიას უფრო დიდ სიმაღლეებზე აიყვანს, იმ მნიშვნელობის გათვალისწინებით, რასაც ჩვენ კავკასიის რეგიონის ქვეყნებს ვანიჭებთ,” განაცხადა უფროსმა ვიცე-პრეზიდენტმა და დსთ-სა და სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის რეგიონის ჯგუფის რეგიონულმა მენეჯერმა ვერა პლატონოვამ.


კრისტინა დოროსს აქვს საცალო საბანკო სექტორში, ინფორმაციული ტექნოლოგიებისა, ბარათებისა და მობილური გადახდების სფეროში მუშაობის 20 წელზე მეტი გამოცდილება. 2016 წლიდან კრისტინამ მუშაობა დაიწყო Visa-ს რეგიონის პროდუქტების გუნდის ხელმძღვანელად. 2019 წლიდან კრისტინა დოროსი ახდენს ძირითადი პროდუქტების (სადებეტო, საკრედიტო და პრემიუმ პროდუქტები) ზედამხედველობას, მართავს მუდმივ მომხმარებელთა მხარდაჭერის პლატფორმის განვითარების, ციფრული გადაწყვეტილებებისა და საკრედიტო გადახდების (Push Payments) მიმართულებებს, რაც, ერთობლივად, არსებით როლს ასრულებს ელექტრონული გადახდების ზრდის თვალსაზრისით. კრისტინას პროფესიული წარმატებების შესანიშნავი მაგალითებია პრემიუმ სარგებლის გაძლიერება, მუდმივ მომხმარებელთა მხარდაჭერის პლატფორმის განვითარება უკრაინასა და ბელორუსიაში, მობილური SME ტექნოლოგიის ამოქმედება და ა.შ. 


დსთ-სა და სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის რეგიონში Visa-ს პროდუქტების გუნდის ხელმძღვანელობის საინტერესო გამოცდილების შემდეგ, მაქვს პატივი, ვუხელმძღვანელო Visa-ს გუნდს კავკასიის რეგიონში. ეს არის საინტერესო და გამოწვევებით აღსავსე შესაძლებლობა, რათა დავნერგოთ უფრო მეტი ინოვაცია და სარგებელი ჩვენი მომხმარებლებისა და პარტნიორებისთვის და გავაძლიეროთ ჩვენი პოზიცია ბაზარზე, რაც  შექმნის გადახდების მომავალს და ბიძგს მისცემს ინოვაციების განვითარებას რეგიონის მასშტაბით.“ - განაცხადა კრისტინა დოროსმა.



***

Visa-ს შესახებ

მსოფლიოს მასშტაბით Visa Inc. (NYSE: V) ციფრული გადახდების სფეროში  ლიდერ კომპანიას წარმოადგენს. ჩვენი მისიაა ინოვაციური, უსაფრთხო და საიმედო გადახდის ქსელის მეშვეობით ერთმანეთთან დავაკავშიროთ მსოფლიო -  რომელიც ინდივიდუალურ პირებს, ბიზნესსა და ეკონომიკას წარმატების მიღწევის საშუალებას აძლევს. ჩვენი დახვეწილი ქსელი - VisaNet 65,000-ზე მეტ ტრანზაქციას ამუშავებს 1 წამის განმავლობაში; კომპანიის მუდმივი აქცენტი ინოვაციებზე, უზრუნველყოფს ქსელში ჩართულ მოწყობილობებზე დაფუძნებული კომერციის ზრდას და უნაღდო მომავლის რეალიზების მამოძრავებელ ძალას - ყველგან და ყველასთვის. იმის გათვალისწინებით, რომ მსოფლიო ანალოგურიდან ციფრულ ტექნოლოგიებზე გადადის, Visa ცვლის  მომავალის კომერციის კონცეფციას მისი ბრენდის, ხალხის, პროდუქტების და ქსელის გამოყენებით. დამატებითი ინფორმაციისათვის ეწვიეთ შემდეგ ვებგვერდებს: About Visa, visa.com/blog and @VisaNews


(NS)


თეგები:
Visa



„საკმაოდ პესიმისტური პროგნოზი გვაქვს, ალბათ, რესტორნების დიდი ნაწილი ასეთ რეგულაციებს ვერ გაუძლებს“

 „საკმაოდ პესიმისტური პროგნოზი გვაქვს, ალბათ, რესტორნების დიდი ნაწილი ასეთ რეგულაციებს ვერ გაუძლებს“
access_time2020-05-24 19:00:27
„საკმაოდ პესიმისტური პროგნოზი გვაქვს. ალბათ, რესტორნების დიდი ნაწილი ასეთ რეგულაციებს ვერ გაუძლებს“,- ამის შესახებ საქართველოს რესტორატორთა ასოციაციის პრეზიდენტმა კოტე გაბრიჩიძემ „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას განაცხადა. აღნიშულით ის covid19-თან დაკავშირებით მიღებულ...

საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაადგილების შეზღუდვა 15 ივლისამდე გაგრძელდება

საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაადგილების შეზღუდვა 15 ივლისამდე გაგრძელდება
access_time2020-05-24 10:00:55
საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაადგილების შეზღუდვა 15 ივლისამდე გაგრძელდება. შესაბამისი გადაწყვეტილება საქართველოს მთავრობის N322 დადგენილებაშია ასახული.  ჩერდება: სარკინიგზო ტრანსპორტით მგზავრთა გადაყვანა, გარდა სამომსახურეო სარკინიგზო მიმოსვლისა, რომლის ფარგლებში სატვირთო გადაზიდვების შეუფერხებლად წარმოების მიზნით ხდება სს „საქართველოს რკინიგზის“ მიერ შემუშავებული გრაფიკით თანამშრომლების გადაადგილება/გადაყვანა საცხოვრებელი...

ქართულ ეთერზეთს უკვე ევროპაშიც ყიდიან

ქართულ ეთერზეთს უკვე ევროპაშიც ყიდიან
access_time2020-05-24 18:00:45
წლების განმავლობაში საქართველოში მრეწველობის ისეთი მნიშვნელოვანი დარგიც განადგურდა, როგორიც ეთერზეთების წარმოებაა, არადა, ევროპის ბაზარზე ამ პროდუქციაზე დიდი მოთხოვნაა. მას იყენებენ პარფიუმერიაში, მედიცინაში, კულინარიასა თუ ქიმიურ მრეწველობაში. თავის დროზე საბჭოთა კავშირი რამდენიმე სახეობის ეთერზეთს სწორედ საქართველოდან გზავნიდა....

ფრანგები თვეში საშუალოდ 5.9 მლრდ ევროს ზოგავდნენ, მარტში ეს მაჩვენებელი 19,6 მლრდ. ევრომდე გაიზარდა - პანდემიის შემდეგ ფრანგები ცხოვრების წესს ცვლიან

ფრანგები თვეში საშუალოდ 5.9 მლრდ ევროს ზოგავდნენ, მარტში ეს მაჩვენებელი 19,6 მლრდ. ევრომდე გაიზარდა - პანდემიის შემდეგ ფრანგები ცხოვრების წესს ცვლიან
access_time2020-05-24 20:00:33
  გასულ კვირას საფრანგეთში იზოლაციის რეჟიმიდან გასვლა დაიწყო - მოქალაქეებს მოხმარების და გადაადგილების გაცილებით მეტი შესაძლებლობები გაუჩნდა.   თუმცა, კვლევების თანახმად, ფრანგები სამომხმარებლო ქცევის შეცვლას და მეტ ფულის დაზოგვას გეგმავენ. პრიორიტეტების იცვლება - ზოგი მეტად ადგილობრივი საქონლის შეძენას, ზოგი ჰიპერმარკეტებში ვაჭრობაზე უარის თქმას, ზოგი ონლაინ-ყიდვების გააქტიურებას, ზოგი - ჯანმრთელობაზე დანახარჯების ზრდას აპირებს.   ეს...

The Telegraph: ზამთარში ევროპას კორონავირუსის უფრო მძიმე ტალღა ელის

The Telegraph: ზამთარში ევროპას კორონავირუსის უფრო მძიმე ტალღა ელის
access_time2020-05-24 16:00:00
  ევროპა კორონავირუსის მეორე, უფრო მძიმე და მომაკვდინებელი ტალღისთვის უნდა მოემზადოს, რადგანაც, პანდემია ჯერ არ დასრულებულა - განაცხადა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის დირექტორმა ევროპაში ჰანს კლიუგემ.   მან გააფრთხილა ევროპის ქვეყნები, რომლებიც შეზღუდვებს ხსნიან - „დღეს არა ზეიმის, არამედ მომზადების დროა“.   მისი თქმით კორონავირუსით დაავდების შემთხვევების რაოდენობა ევროპის ქვეყნებში აშკარად შემცირდა, თუმცა, ეს პანდემიის დასრულებას...


მსგავსი სიახლეები

up