ვის შეეხება დენის ტარიფის სუბსიდირება

ვის შეეხება დენის ტარიფის სუბსიდირება

access_time2022-01-18 22:00:00

მოსახლეობის ნაწილს მთავრობა დენის ტარიფს მთელი, 2022 წლის განმავლობაში დაუსუბსიდირებს. როგორც სემეკ-ის თავმჯდომარემ დავით ნარმანიამ რადიო „პალიტრასა“ და „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „საქმე“განაცხადა, სუბსიდია შეეხება დაახლოებით 1 მილიონზე მეტ ადამიანს ანუ 310 ათას აბონენტს (ოჯახს).


„დენის ტარიფის სუბსიდირება დაიწყო 2020 წლის მარტიდან, როცა კოვიდ სიტუაცია გართულდა. 2022 წელს ადამიანებს, ვინც სოციალურად დაუცველთა ბაზაში არიან რეგისტრირებული, ელექტროენერგიის ტარიფის ნაზარდი მთელი წლის განმავლობაში დაუსუბსიდირდება.



სუბსიდირების პროგრამაში მოხვდებიან 150 ათასი და ნაკლები სარეიტინგო ქულის მქონე ოჯახები. ეს არის 310 ათასი აბონენტი (ოჯახი), სულადობრივად მილიონზე მეტი ადამიანი. მათ დაუსუბსიდირდებათ მოხმარებული ელექტროენერგიის ტარიფის ნაზარდი 3,5 თეთრი თვეში მოხმარებულ 200 კვტ/სთ ელექტროენერგიაზე, ხოლო ვინც 200 კვტ/სთზე მეტს მოიხმარს, 200 კვტ-ზე სუბსიდია გავრცელდება, მეტს კი თვითონ მოქალაქე გადაიხდის სუბსიდიის გარეშე,“-აღნიშნა ნარმანიამ.


BPN.GE 




აკაკი ლეკიაშვილის შექმნილი Star Wars-ის მებრძოლი უკრაინას დაეხმარება

აკაკი ლეკიაშვილის შექმნილი Star Wars-ის მებრძოლი უკრაინას დაეხმარება
access_time2022-05-21 18:00:11
ეს შესაძლოა გამოიყურებოდეს გალაქტიკის ნაწილდად, მაგრამ Star...

Moody's უკრაინის საკრედიტო რეიტინგს ამცირებს

Moody's უკრაინის საკრედიტო რეიტინგს ამცირებს
access_time2022-05-21 19:00:46
საკრედიტო-სარეიტინგო სააგენტო Moody's-იმ უკრაინის საკრედიტო რეიტინგი Caa2-დან Caa3-მდე...

240 მეტრიანი შუშის ხიდი წალკის კანიონზე 15 ივნისიდან გაიხსნება

240 მეტრიანი შუშის ხიდი წალკის კანიონზე 15 ივნისიდან გაიხსნება
access_time2022-05-21 17:00:18
წალკის (დაშბაშის) კანიონზე მოწყობილი 240 მეტრიანი შუშის ხიდი ვიზიტორებს 15 ივნისიდან მოემსახურება. შეგახსენებთ, რომ კანიონზე მრავალფეროვანი ეკოტურისტული სივრცის მოწყობის სამუშაოებს...

მალფუჭებად პროდუქტს, რომელიც ლარსის გამშვები პუნქტის გავლით ქვეყნიდან გააქვთ, მწვანე სტატუსი მიენიჭება და სატვირთო მანქანებს რიგში დგომა არ მოუწევთ

მალფუჭებად პროდუქტს, რომელიც ლარსის გამშვები პუნქტის გავლით ქვეყნიდან გააქვთ, მწვანე სტატუსი მიენიჭება და სატვირთო მანქანებს რიგში დგომა არ მოუწევთ
access_time2022-05-21 16:00:38
მალფუჭებად პროდუქტს, რომელიც ლარსის გამშვები პუნქტის გავლით ქვეყნიდან გააქვთ, მწვანე სტატუსი მიენიჭება და სატვირთო მანქანებს რიგში დგომა არ მოუწევთ. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ დისტრიბუტორთა ასოციაციის პრეზიდენტმა, ივა ჭყონიამ...

მოცვი, ნუში და ვაშლი კვლავაც პოპულარულია ქართველ მწარმოებლებს შორის

მოცვი, ნუში და ვაშლი კვლავაც პოპულარულია ქართველ მწარმოებლებს შორის
access_time2022-05-21 15:00:01
EastFruit-ის ანალიტიკოსები აღნიშნავენ, რომ 2015 წლიდან სახელმწიფო პროგრამამ „დარგე მომავალი - ბაღები“ მრავალწლიან ბაღებში 185 მილიონი ლარის ინვესტიცია მოიზიდა. საქართველოს მთავრობამ ამ ინვესტიციების 50%-ის თანადაფინანსება...


მსგავსი სიახლეები

up