კოვიდსიკვდილიანობის შემაშფოთებელი სტატისტიკა - უმართავი პროცესი, თუ ბიზნესინტერესები?!

კოვიდსიკვდილიანობის შემაშფოთებელი სტატისტიკა - უმართავი პროცესი, თუ ბიზნესინტერესები?!

access_time2021-12-02 11:00:20

ათეულობით ადამიანი ისე კვდება საქართველოში, რომ მისი გარდაცვალების ზუსტი მიზეზიც უცნობია. არც მკურნალობისას დაშვებული შეცდომები დასტურდება. სამედიცინო წრეში ისიც კი უცნობია, როგორი მეთოდით მკურნალობენ ექიმები ვაქცინირებულ და არავაქცინირებულ პაციენტებს, ხდება თუ არა მათი გამიჯვნდა უშუალოდ მკურნალობის პროცესში და რა ხდება კონკრეტულად, რატომ გახდა პანდემია უმართავი.  მდგომარეობა იმდენად მძიმეა, რომ მედიკოსთა ნაწილი უკვე კერძო ინტერესებზე ალაპარაკდა და ღიად განაცხადეს, რომ არის ადამიანთა არცთუ მცირე წრე, რომელიც სამედიცინო სერვისებზე მოთხოვნის გაზრდითაა  დაინტერესებული.  



პანდემიის მართვის სათავეში კომერციალიზებული პირების ჩართვა,  არასწორი მკურნალობა, ლეტალურ შედეგზე უპასუხისმგებლობა და წინა პლანზე კერძო ინტერესების წამოწევა - ეს რამდენიმე ფაქტორია, რომელსაც ორგანიზაცია ,,გახსოვდეს ჰიპოკრატეს“ დამფუძნებელი, ექიმი მარინა ბერაძე გარდაცვალების რაოდენობის გაზრდის მიზეზებად მიიჩნევს.



ექიმი გამოსავალს პირველადი ჯანდაცვის როლის გაძლიერებაში ხედავს, მანამდე კი მოითხოვს იმ პირების ჩამოშორებას პანდემიის მართვის წინა ხაზიდან, რომლებიც კერძო სექტორს წარმოადგენენ და პირადი ინტერესები ამოძრავებთ. სამედიცინო სერვისებზე მოთხოვნის ზრდა სწორედ ამ პირების ამ ინტერესებშია, რაზეც ბერაძე განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებს. ამასთან, მოუწოდებს მთავრობას, ასეთი ადამიანები კოვიდის მართვის პროცესს ჩამოაშოროს, რაც კითხვის ნიშნებს საბოლოოდ მოხსნის.




,,პანდემიის მართვისას შეცდომები პირველივე ეტაპზეა დაშვებული, როგორც კი პაციენტი სიმპტომს ავლენს. არასწორად ხდება მისი მკურნალობა და შესაბამისად, შედეგიც საგანგაშოა.  არ შეიძლება ასე სტაბილურად მიმდინარეობდეს ლეტალური მაჩვენებლების ზრდა და ამ პროცესის შესაჩერებლად არაფერი კეთდებოდეს. ევროპის განვითარებულ ქვეყნებს თუ არ შევედრებით, დააკვირდნენ რეგიონის ქვეყნებს, ასეთი მდგომარეობა არ არის სომხეთსა და აზერბაიჯანში, ხოლო პანდემიასთან ბრძოლის ყველაზე კარგი გამოცდილება თურქეთშია. ჩვენ რეგიონში ყველაზე ჩამორჩენილი ვართ და ლეტალობის მიხედვით მსოფლიოშიც პირველ ადგილზე აღმოვჩნდით. ასეთი მდგომარეობაა და დაუყოვნებლივ უნდა მოხდეს მეცნიერების, ექიმების შეკრება, რომლებიც კომერციულად არ არიან ჩართული სქემაში. კერძო კლინიკის დირექტორი დაინტერესებულია, რაც შეიძლება მეტი ფული მოქაჩოს ბიუჯეტიდან და საერთოდ არ არის შედეგზე პასუხისმგებელი, ამის ვალდებულება არ გააჩნია. ცხადია, ასეთი ადამიანები პანდემიის მართვის წინა ხაზზე არ უნდა იყვნენ. საავადმყოფოში დაწოლა ნიშნავს სიკვდილს, ასე არ შეიძლება. ჯანდაცვის კომიტეტიდან დაწყებული, გიგანტი ფარმაცევტული კომპანიების წარმომადგენლები ხელს ითბობენ ამ სიტუაციით, სამედიცინო სერვისებზე მოთხოვნა იზრდება და მატულობს მათი შემოსვლები,  ციფრებით მანიპულირებენ. ამიტომ ვითხოვ ასე დაჟინებით, რომ მოაზროვნე და მეცნიერი ადამიანები შეიკრიბონ და გამოაცხადონ განგაში, როგორ გამოვიდეთ ამ მდგომარეობიდან, ცოტა ხანი თუ გვერდზე გაიწევიან პარტიული ექსპერტები, კარგი იქნება. ზუსტად შეიძლება თქვა, რომ მკურნალობა სწორად არ მიმდინარეობს და თუ რამე მეშლება, დაამტკიცონ საპირისპირო“, - აცხადებს მედიკოსი.



მისი თქმით, დიდ ეჭვს იწვევს სიკვდილიანობის სტატისტიკაც, რის პარალელურადაც ფაქტობრივად არანაირი კვლევა არ მიმდინარეობს და გარდაცვალების ზუსტი დიაგნოზი შეიძლება საკამათოც იყოს.



,,ჩვენ გვჭირდება ზუსტი სტატისტიკა, პაციენტების შესწავლა უნდა მოხდეს ბოლომდე, ამასაც ვერ გაართვეს თავი. ბოლოს და ბოლოს, უამრავი სამკურნალო საშუალებით ვართ ცნობილი, რომელიც საზღვარგარეთ ძალიან პოპულარულია, უნდა ვიცოდეთ პირველ ეტაპზე რა მოვიხმაროთ და კლინიკებში როგორ ხდება მკურნალობა. აცრილებს და აუცრელებს ერთნაირად მკურნალობენ თუ არა, ყველაფერი უნდა ვიცოდეთ. არაჯანსაღი დამოკიდებულებაა და ეს უკვე არასერიოზულია, საგანგაშო მდგომარეობამდე მივედით. გარდაცვლილი პაციენტების კვლევა,  პათანატომიური კვეთა არ ხდება, ჩვენ არაფერი ვიცით ამის შესახებ, არაფერი არ ვიცით, როგორია სტატისტიკა, მომაკვდინებელი დაავადებებიც არსებობს, 80 ადამიანი და მეტი თუ კორონათი იღუპება, ამას სხვა კატეგორიაც ემატება, ასე დაუსრულებლად თუ გაგრძელდა სიკვდილიანობა, რამდენიმე წელში ქართველი ერი არ დარჩება. მით უმეტეს, ახალი შტამის მოლოდინია“, - დასძენს მარინა ბერაძე ,,კომერსანტთან“.



დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 5050 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.  დადებითობის მაჩვენებელმა 9,37% შეადგინა.

გარდაიცვალა 80 ადამიანი.



მარი ჩიტაია




5-6 თებერვალს სტამბოლის აეროპორტში 230-ზე მეტი ფრენა უქმდება

5-6 თებერვალს სტამბოლის აეროპორტში 230-ზე მეტი ფრენა უქმდება
access_time2023-02-04 21:50:22
5-6 თებერვალს თურქეთის ავიახაზებმა, სტამბოლის აეროპორტში, უამინდობის გამო 230-ზე მეტი საერთაშორისო და შიდა ფრენა გააუქმა. აეროპორტის ოფიციალურმა წარმომადგენლებმა გაავრცელეს განცხადება, სადაც მგზავრებს ურჩევენ, რომ ამინდის გაუარესების გამო, 5 და 6 თებერვლის ფრენის დეტალები შესაბამის ავიაკომპანიებთან დააზუსტონ. თურქეთის სახელმწიფო მეტეოროლოგიურ სამსახურს განცხადება ჯერ არ გაუკეთებია. უახლოეს საათებში შესაძლოა გამოცხადდეს ფრენების შემდგომი შეფერხებების ან უამინდობის...

საქართველოში გამოვლენილია XBB1.5-ის („კრაკენი“) შემთხვევებიც, მაგრამ CH.1.1-ის („ორტრუსის“) არცერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა - თენგიზ ცერცვაძე

საქართველოში გამოვლენილია XBB1.5-ის („კრაკენი“) შემთხვევებიც, მაგრამ CH.1.1-ის („ორტრუსის“) არცერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა - თენგიზ ცერცვაძე
access_time2023-02-04 21:20:45
თენგიზ ცერცვაძე სოციალურ ქსელში ვრცელ პოსტს აქვეყნებს, სადაც მსოფლიოში და საქართველოში კოვიდ სიტუაციას მიმოიხილავს. ის წერს, რომ საქართველოში, ისევე როგორც სხვა ქვეყნების უმეტესობაში გამოვლენილია XBB1.5 („კრაკენი“) სუბვარიანტით გამოწვეული შემთხვევებიც, თუმცა დომინანტურ სუბვარიანტებად კვლავ რჩება ომიკრონის BA2, BA5 და სხვა „ძველი“ სუბვარიანტები. სადღეისოდ საქართველოში CH.1.1 („ორტრუსის“) სუბვარიანტის არცერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა.   „ბოლო პერიოდში მსოფლიოში COVID-ის...

2022 წელს ამერიკულმა ბანკებმა ხელმძღვანელობას ხელფასები შეუმცირეს

2022 წელს ამერიკულმა ბანკებმა ხელმძღვანელობას ხელფასები შეუმცირეს
access_time2023-02-04 20:00:06
Bank of America Corp-მა 2022 წლისთვის აღმასრულებელი დირექტორის ბრაიან მოინიჰანის ხელფასი დაახლოებით 6%-ით 30 მლნ დოლარამდე შეამცირა. 2021 წელს მოინიჰანის ანაზღაურება 32 მლნ დოლარი იყო. ამის შესახებ Bloomberg-ი და...

მკვლევრებმა მარილის მარცვლის ზომის ვიდეოკამერა შექმნეს

მკვლევრებმა მარილის მარცვლის ზომის ვიდეოკამერა შექმნეს
access_time2023-02-04 19:30:45
პრინსტონისა და ვაშინგტონის უნივერსიტეტების მკვლევრებმა ახალი მაღალი ხარისხის გამოსახულების მქონე მიკროკამერა შექმნეს, რომელი მხოლოდ ნახევარი მილიმეტრის ზომისაა.   Nature Communications-ში გამოქვეყნებული კვლევა აჩვენებს, თუ როგორ...

მსოფლიოში ოქროზე მოთხოვნა 18%-ით გაიზარდა

მსოფლიოში ოქროზე მოთხოვნა 18%-ით გაიზარდა
access_time2023-02-04 17:20:48
მსოფლიო ოქროს საბჭოს (WGC) ყოველწლიური ანგარიშის მიხედვით, 2022 წელს ოქროზე გლობალური მოთხოვნა 18%-ით გაიზარდა და 4741 ტონას მიაღწია, რაც ყველაზე მაღალია მაჩვენებელია 2011 წლის შემდეგ.   მსოფლიოს ცენტრალური ბანკების მიერ ოქროს შესყიდვები ზედიზედ მეორე წელია გაიზარდა და 1136 ტონას მიაღწია. განვითარებადი ქვეყნების მარეგულირებლები, მათ შორის თურქეთი და ჩინეთი, ოქროს მთავარი მყიდველები გახდნენ.   „2022 წელს ცენტრალური ბანკები არამარტო გახდნენ ოქროს...


მსგავსი სიახლეები

up