„იუჯითი“ თბილისის მიკროავტობუსებში მგზავრების მთვლელებს დაამონტაჟებს

„იუჯითი“ თბილისის მიკროავტობუსებში მგზავრების მთვლელებს დაამონტაჟებს

access_time2021-09-22 15:00:00

თბილისში მოძრავ მიკროავტობუსებში მგზავრთა აღმრიცხველების (მთვლელი მოწყობილობის) შესყიდვის მიზნით გამოცხადებული ტენდერი დასრულდა.



ახალ, ლურჯ სამარშრუტო ტაქსებში მთვლელებს კომპანია “იუჯითი” დაამონტაჟებს.



ცნობისათვის, თბილისის მერიის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტომ მიკროავტობუსებში მგზავრთა აღმრიცხველების (მთვლელი მოწყობილობის) შესყიდვის მიზნით ტენდერი 2-ჯერ გამოაცხადა. პირველი ტენდერი მიმდინარე წლის აპრილში გამოცხადდა. მაშინ შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 3,3 მლნ ლარი იყო. ეს ტენდერი შეწყდა. მიზეზი კომპანია softmaster-ის საჩივარი გახდა. ეს უკანასკნელი შემსყიდველი ორგანიზაციისგან სატენდერო დოკუმენტაციის პირობების გადახედვას ითხოვდა, რაც თავის მხრივ, სატენდერო კომისიამ დააკმაყოფილა.




მეორე ტენდერი სააგენტომ უკვე ივნისში გამოაცხადა. ტენდერში წინადადებების მიღება 21 ივლისს დაიწყო და 26 ივლისს დასრულდა. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 2.650 მლნ ლარი იყო. ტენდერში წინადადება ორმა კომპანიამ წარადგინა - „იუჯითიმ“ - 2.288 მლნ ლარი და შპს „ბი-2-ბი“ - 2.199 მლნ ლარი. ამ უკანასკნელს სატენდერო კომისიამ ტექნიკური დოკუმენტაციის გამო დისკვალიფიკაცია მიანიჭა. შედეგად, ტენდერი კომპანია „იუჯითიმ“ მოიგო და ამ ეტაპზე მასთან ხელშეკრულების გაფორმების პროცედურა მიმდინარეობს.



აღსანიშნავია, რომ ტენდერის პირობების მიხედვით, მგზავრთა დათვლის სისტემა აღჭურვილი უნდა იყოს ავტომატური სენსორით, რომელიც დამონტაჟდება მიკროავტობუსებში და თითოეულ გაჩერებაზე მგზავრთა ჩასხდომისა და გადმოსხდომის აღრიცხვას უზრუნველყოფს. გამარჯვებულმა კომპანიამ მერიას მოწყობილობები 2022 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით, ეტაპობრივად, მოთხოვნის შესაბამისად უნდა მიაწოდოს. თითოეული მოთხოვნის რაოდენობა იქნება არანაკლებ 50 ერთეულისა.



რაც შეეხება „იუჯითის“, რეესტრის მიხედვით, კომპანია 2010 წელს დაფუძნდა. ამ დროისთვის კომპანიის 100%-იანი წილის მფლობელია შპს იუ-ჯი-თი ჯგუფი. ამ უკანასკნელში 85%-იან წილს გრიგოლ ჭირაქაძე ფლობს, რომელსაც რამდენიმე წლის წინ საქართველოს ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტის თანამდებობა ეკავა. დანარჩენი 15% კი თანაბრად ნაწილდება ერმილე სულაძეზე, გიორგი მაისურაძესა და გურამ ხოჯანაშვილზე. პარალელურად, აღნიშნულ სამ პირს „იუ-ჯი-თი ჯგუფში“ დირექტორების თანამდებობები უკავიათ.


bpn.ge








„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up