კომპანია „მაიჯიპიესი“თბილისში ავტობუსის 150 მოსაცდელს დაამონტაჟებს

კომპანია „მაიჯიპიესი“თბილისში ავტობუსის 150 მოსაცდელს დაამონტაჟებს

access_time2021-10-15 17:00:00

დედაქალაქში ავტობუსის 150 ახალი მოსაცდელის დამონტაჟებასთან დაკავშირებით გამოცხადებული ტენდერი დასრულდა. თბილისის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტომ გამარჯვებულ კომპანიასთან ხელშეკრულება უკვე გააფორმა. დედაქალაქში მოსაცდელებს შესყიდვების სააგენტოს თეთრ სიაში რეგისტრირებული კომპანია „მაიჯიპიესი“ დაამონტაჟებს.



რეესტრის მიხედვით, „მაიჯიპიესი“ 2010 წელს დარეგისტრირდა. ბოლო ამონაწერის მიხედვით, კომპანიის 60%-იან წილს მიხეილ ჩაკაბერია ფლობს, ის ასევე არის „მაიჯიპიესის“ დირექტორი. 40%-იანი წილის მფლობელი კი დავით ჭიჭინაძეა.



ცნობისათვის, თბილისის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტომ დედაქალაქში ავტობუსის 150 მოსაცდელის დამონტაჟებასთან დაკავშირებით 3 ტენდერი 19 სექტემბერს გამოაცხადა. ერთი ტენდერის შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 989 901 ლარი იყო, მეორე ტენდერის - 471 148 ლარი და მესამე ტენდერის - 1 294 042 ლარი. კომპანია „მაიჯიპიესის“ შეთავაზებული თანხა კი შესაბამისად იყო - პირველ ტენდერზე 977 000 ლარი, მეორეზე - 465 700 ლარი და მესამეზე - 1 277 777 ლარი. დოკუმენტაციიდან ირკვევა, რომ მიმწოდებელმა 150 ახალი მოსაცდელის მშენებლობა ეტაპობრივად, 2022 წლის 31 დეკემბრამდე უნდა დაასრულოს.




„მიმწოდებელი ვალდებულია სამუშაოების წარმოება უზრუნველყოს საქართველოში მოქმედი სამშენებლო ნორმებითა და წესების სრული დაცვით“, - აღნიშნულია სატენდერო დოკუმენტაციაში.



mosac4-1630651048.jpgmosac2-1630651049.jpgmosac6-1630664405.jpgmosac5-1630664396.jpgmosac-1630651051.jpgmosac7-1630664415.jpgmosac8-1630664546.jpgmosac9-1630664556.jpg

BPN.GE






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up