ვის ეკუთვნის და რა მოგებაზე მუშაობენ თბილისის კინოთეატრები

ვის ეკუთვნის და რა მოგებაზე მუშაობენ თბილისის კინოთეატრები

access_time2020-02-22 19:00:07

კინოთეატრი რუსთაველი მაყურებლებს რამდენიმე თვეა არ იღებს, თუმცა ფილმების დიდ ეკრანზე ყურების მსურველთათვის ეს დაბრკოლება არაა - დედაქალაქში ამ მომსახურებას მოსახლეობას Cavea-თბილისი მოლი, Cavea-გალერია (Imax-ისთ-ფოინთი) და „ამირანი“ უკვე წლებია სთავაზობს.„ბიზნესპრესნიუსი“ დაინტერესდა, თუ ვის ეკუთვნის აღნიშნული კინოთეატრები და როგორია მათი ფინანსური მდგომარეობა.


„კავეა გალერია“


შპს „კავეა გალერია“ 2016 წლის აპრილში დარეგისტრირდა. სამეწარმეო რეესტრის მიხედვით, კომპანიის 100%-იან წილს ოთარ ბუბაშვილი ფლობს, რომელიც ასევე არის „კავეა გალერიას“ დირექტორი. კომპანიის ძირითად საქმიანობას წარმოადგენს ფილმების ჩვენება და სარეკლამო მომსახურება.


კომპანიის 2018 წლის ფინანსური ანგარიშგების მიხედვით (2019 წლის ანგარიშგება ჯერ გამოქვეყნებული არ არის) „კავეა გალერია“ არის მეორე კატეგორიაშია, რაც იმას ნიშნავს, რომ აქტივების ჯამური ღირებულება 50 მილიონ ლარს არ აღემატება; შემოსავალი 100 მილიონ ლარს არ აღემატება და საანგარიშგებო პერიოდში დასაქმებულთა საშუალო რაოდენობა კი 250-ს.


ამავე ანგარიშის მიხედვით, „კავეა გალერიას“ მთლიანი აქტივები შეადგენს 4,669,989 ლარს. ამასთან, 2018 წელს კომპანიის ფინანსური შემოსავალი იყო - 273,561 ლარი, წმინდა მოგება 137,370 ლარი, კომპანიის მთლიანი ვალდე ბულებები კი შეადგენდა 4,793,152 ლარს. 2018 წლის მდგომარეობით, „კავე გალერიას“ კომერციული ბანკებისადმი ვალდებულება შეადგენდა 3 628 565 ლარს. ამასთან, ანგარიშგების მიხედვით, 2018 წელს „კავეა გალერიას“ ამონაგები საქონლის გაყიდვიდან შეადგენდა 6,581,665 ლარს.


„კავეა თბილისი მოლი“



შპს „კავეა თბილისი მოლი“ 2011 წლის ივლისში დარეგისტრირდა. სამეწარმეო რეესტრის მიხედვით, კომპანიის 100%-იანი წილის მფლობელი არის ბაკურ ლაშქარავა, დირექტორი კი ნანა ბუბაშვილი. კომპანიის ძირითად საქმიანობას ამ შემთხვევაშიც წარმოადგენს ფილმების ჩვენება და სარეკლამო მომსახურება.


კომპანიის 2018 წლის ფინანსური ანგარიშგების მიხედვით (2019 წლის ანგარიშგება ჯერ გამოქვეყნებული არ არის) „კავეა გალერია“ არის მეორე კატეგორიაშია, რაც იმას ნიშნავს, რომ აქტივების ჯამური ღირებულება 50 მილიონ ლარს არ აღემატება; შემოსავალი 100 მილიონ ლარს არ აღემატება და საანგარიშგებო პერიოდში დასაქმებულთა საშუალო რაოდენობა კი 250-ს.


კომპანიის 2018 წლის ფინანსური ანგარიშგების მიხედვით „კავეა თბილისი მოლის“ მთლიანი აქტივები შეადგენს 4,434,893 ლარს. ამასთან, 2018 წელს კომპანიის ფინანსური შემოსავალი იყო - 98,911 ლარი, წმინდა მოგება 1,383,100 ლარი, კომპანიის მთლიანი ვალდებულებები კი შეადგენდა 4,793,152 ლარს. 2018 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, „კავე თბილისი მოლის“ სასესხო ვალდებულება კომერციული ბანკებისადმი შეადგენდა 1,229,564 ლარს. ამასთან, ანგარიშგების მიხედვით, 2018 წელს „კავეა თბილისი მოლის“ მიერ გაყიდული საქონელიდან ამონაგები შეადგენდა 3,585,174 ლარს.


„ამირანი“


შპს ამირანი დაფუძნდა 2001 წლის მარტში. კომპანიის კაპიტალის 85% წილის მფლობელია სს კინოთეატრი რუსთაველი, 15%-იან წილს კი ფლობს ზვიად ყანჩაველი. კომპანიის ძირითად საქმიანობას წარმოადგენს ფილმების ჩვენება და სარეკლამო მომსახურება.


კომპანიის 2018 წლის ანგარიშგების მიხედვით, „ამირანი“ არის მესამე კატეგორიის საწარმო. ეს იმას ნიშნავს, რომ საანგარიშო პერიოდში აქტივების ჯამური ღირებულება 10 მილიონ ლარს არ აღემატება; შემოსავალი 20 მილიონ ლარს არ აღემატება და საანგარიშგებო პერიოდში დასაქმებულთა საშუალო რაოდენობა 50-ს არ აღემატება.


ამავე ანგარიშგების მიხედვით, „ამირანის“ მთლიანი აქტივები შეადგენს 8,294,206 ლარს. 2018 წელს კომპანიის ფინანსური შემოსავალი იყო - 77, 089 ლარი, წმინდა მოგება 34,302 ლარი, კომპანიის მთლიანი ვალდე ბულებები კი შეადგენდა 7,585,910 ლარს. 2018 წლის მდგომარეობით, „ამირანის“ სასესხო ვალდებულება კომერციული ბანკებისადმი შეადგენდა 3,570,001 ლარს. ამასთან, ანგარიშგების მიხედვით, 2018 წელს „ამირანის“ მიერ გაყიდული საქონელიდან ამონაგები შეადგენდა 1,975,336 ლარს.


bpn.ge






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up