ვის ეკისრება პასუხისმგებლობა კერძო ბაღების სააღმზრდელო პროცესებზე?

ვის ეკისრება პასუხისმგებლობა კერძო ბაღების სააღმზრდელო პროცესებზე?

access_time2020-03-12 10:55:15

მსოფლიოში არსებული სამწუხარო სტატისტიკიდან გამომდინარე, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ჩვენ შედარებით ვახერხებთ გავუმკლავდეთ ამ გამოწვევებს, თუმცა არ გვაქვს მოდუნების ან თვითკმაყოფილების საფუძველი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.როგორც გიორგი გახარიამ აღნიშნა, გამოწვევები ყოველდღიურად გაიზრდება.


ჩვენ ვალდებულები ვართ, შესაბამისად მზად ვიყოთ ამ გამოწვევებზე საპასუხოდ. პირველ რიგში ჩვენ უნდა ვიზრუნოთ მოხუცებზე, ბავშვებზე და ერთმანეთზე. მთავრობის ყველა ორგანო 24 საათის განმავლობაში გადადის საგანგებო მუშაობის რეჟიმზე, განსაკუთრებით ეს ეხება ჯანდაცვის, შსს-ს, განათლების, იუსტიციის, საგარეო საქმეთა და ფინანსთა სამინისტროების შესაბამის უწყებებს, რომლებიც საქართველოს საზღვრებზე ფუნქციონირებენ“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.


შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე, რა გადაწყვეტილებას მიიღებენ კერძო ბაღები უცნობია, თუმცა, ჯერ კიდევ გუშინ საღამომდე, მათ ნაწილს მუშაობა არ ჰქონდა შეჩერებული. სწორედ გუშინდელი ვითარებიდან გამომდინარე, „კომერსანტმა“ საქართველოში კორონავირუსის გავრცელებასთან დაკავშირებით სახელმწიფოს ქმედებებსა და მიდგომებზე იურისტი ლევან ალაფიშვილი ჩაწერა, რომელმაც პროცესი სამართლებრივ ჭრილში შეაფასა.  


„კერძო დაწესებულებებში, მათ შორის კერძო ბაღებში დაინფიცირების  შემთხვევის დაფიქსირების  დროს დადგება მთავრობის პასხუისმგებლობა, იმიტომ რომ კერძო დაწესებულება იტყვის, რომ მე შეზღუდვის ვალდებულება არ ჰქონდა, რადგან საგანგებო მდგომარეობა არ იყო გამოცხადებული.  აქედან გამომდინარე, ერთადერთი კომპეტენტური ორგანო,  რომელსაც საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების და უფლებების შეზღუდვის კონსტიტუციით მინიჭებული კომპეტენცია აქვს, არის მხოლოდ და მხოლოდ მთავრობა და პრეზიდენტი ერთად.“ - იურისტი ლევან ალაფიშვილი საქართველოში კორონავირუსის გავრცელებასთან დაკავშირებით სახელმწიფოს ქმედებებსა და მიდგომებს „კომერსანტთან“ სამართლებრივ ჭრილში აფასებს.


„არსებული მდგომარეობიდან გამომდინარე, კერძო ბაღების მიმართ მოთხოვნები გამკაცრდება, – ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ ჟურნალისტებს რამდენიმე დღის წინ განუცხადა. თუმცა, როგორც ჩანს ბაღებისთვის სააღმზრდელო პროცესების შეჩერებას ჯანდაცვის სამინისტროს მიმართ მოთხოვნის სახე ჯერჯერობით არ აქვს.



„კომერსანტი“  რამდენიმე კერძო საბავშვო ბაღსაც დაუკავშირდა, მათი ნაწილი ამბობს, რომ მშობლების სურვილის გამო სასწავლო პროცესის შეჩერება არ იგეგმება, ნაწილი კრიზისულ მდგომარეობაზე ამახვილებს ყურადღებას, ნაწილმა კი საკუთარი ნებით გადაწყვიტა სააღმზრდელო პროცესის შეჩერება.


როგორც იურისტმა ლევან ალაფიშვილმა „კომერსანტთან“ განმარტა,  მსგავს სიტუაციაში ერთადერთი გადაწყვეტილების მიმღები ორგანო, რომელსაც ადამიანებისთვის კონსტიტუციით გარანტირებული უფლებების შეზღუდვა შეუძლია მთავრობაა, თუმცა საგანგებო სიტუაციის გამოცხადებისგან უწყება თავს იკავებს და კერძო დაწესებულებებისთვის არაფორმალური გაფრთხილებებით შემოიფარგლება.


„ეპიდემია  და სხვა საშიში დაავადებების გავრცელება  კონტიტუციით  საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების საფუძველია და პასუხისმგებლობა რა თქმა უნდა სახელმწიფოსია. საგანგებო მდგომარეობა შეიძლება გამოცხადდეს როგორც მთლიანად ქვეყანაში, ასევე მის ცალკეულ ნაწილში, ანუ იქ სადაც რისკები მომატებულია. რატომ არის საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება სამართლებრივად აუცლებელი? იმიტომ, რომ ამის შემდგომ შეუძლია მხოლოდ და მხოლოდ მთავრობას ადამიანებს შეუზღუდოს კონსტიტუციით გარანტირებული უფლებები, მაგალითად გადაადგილების უფლება. ამ მდგომარეობის საფუძველზე გამოცემულია პრეზიდენტის დეკრეტი, რომელიც ეხება ეპიდემიას საშიშ დაავადებებს და ეს არის საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების მიზეზი.  იმის გათვალისწინებით, რომ მთავრობა არ იღებს ან თავს იკავებს საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებისგან,  მას უწევს არაფორმალურად რეკომენდაციის გაცემა და კერძო თუ სხვა დაწესებულებებთან თხოვნა-მითითება, რომ არ განაახლოს სწავლა თუ ფუნქციონირება.“ - ამბობს ალაფიშვილი.


საგანგებო სიტუაციის გამოცხადების მნიშვნელობა ალაფიშვილის თქმით 13 ივნისის ტრაგედიის დროსაც გამოიკვეთა, სადაც სახელმწიფომ შეცდომები დაუშვა და პროცესებს ლაგუნა ვერეს მიმდებარე ტერიტორიაზე ადამიანის სიცოცხლე შეეწირა.

 

„ვირუსის გავრცელებაზე სამართლებრივი ტერმინების გამოყენებასთან დაკავშირებით ორი მნიშვნელოვანი საკითხია გასათვალისწინებელი. ამ დროს გამოიყენებენ ზოგჯერ „პანდემიას“, ზოგჯერ „ეპიდემიას“. მაგრამ ორივეს აქვს თავისი შინაარსი.ტერმინ „პანდემიას“ გამოყენება ერთი კონკრეტული ქვეყნის სამართლებრივ გადაწყვეტილებაზე არ არის დამოკიდებული ანუ, საქართველომ, რაღაც ვირუსი რომ „პანდემიად“ გამოაცხადოს, ეს მისი კომპეტენცია არ არის, ეს საერთაშორისო სამართლებრივი პროცედურის საკითხია და მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ უნდა მიიღოს ეს გადაწყვეტილება. განსხვავებული  მდგომარეობაა ეპიდემიასთან დაკავშირებით, რომელიც ჩვეულებრივი ცხოვრებისგან განხვავებულ მდგომარეობას ქმნის.  ეპიდემია ქვეყანაში  საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების საფუძველია. მაგალითისთვის, თბილისის წყალდიდობის დროს იყო ყველა საფუძველი, რომ საგანგებო მდგომარეობა გამოცხადებულილყო, თუმცა ჩვენმა მთავრობამ ეს არ გამოაცხადა და ძალიან დიდი შეცდომაც დაუშვა. ერთი ადამიანის გარდაცვალება ლაგუნა ვერეს ტერიტორიაზე, რომელიც ვეფხვის თავდასხმას შეეწირა,  ჩვენი ხელისუფლების სამართლებრივი პასუხისმგებლობაა. ეს შემთხვევა სახელმწიფოს კისერზეა იმიტომ, რომ საგანგებო მდგომარეობა რომ გამოცხადებულიყო და იმ ტერიტორიაზე გადადგილება აკრაძლულიყო, ის ადამიანი იქ ვერ მოხვდებოდა. სამწუხაროდ ეს ვერ მოხერხდა.“ - აღნიშნა ლევან ალაფიშვილმა.


საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთაგან ერთ-ერთი ბავშვია. გავრცელებული ინფორმაციით, 12 წლის ბავშვი იტალიაში მყოფი იმ ჯგუფის წევრია, რომლებიც თვთიზოლაციაში იმყოფებოდნენ და ვირუსი განმეორებითი ტესტირებისას დაუდგინდათ. ამ ინფორმაციის გავრცელების შემდეგ, პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით კორონავირუსთან დაკავშირებით მოქმედმა უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ საქართველოს მასშტაბით სასწავლო დაწესებულებებში გამოცხადებული არდადეგები ამ ეტაპზე 1-ელ აპრილამდე გაახანგრძლივა.


მარიამ მორგოშია




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up