ქართულ კლინიკებში ფატალური შემთხვევები სულ უფრო რეზონანსული ხდება

ქართულ კლინიკებში ფატალური შემთხვევები სულ უფრო რეზონანსული ხდება

access_time2018-05-15 14:30:34


 

სოციალურ ქსელში ბათუმში მცხოვრები ნათია ჩაგანავას ფოტოები გავრცელდა. 26 წლის  გოგო დაახლოებით ერთი თვეა კომაშია. ოჯახის ინფორმაციით, ნათია 11 აპრილს, საკეისრო კვეთის შემდეგ კომაში ჩავარდა და დღემდე მისი მდგომარეობა კრიტიკულია. მედიაში გავრცელდა ოჯახის ახლობლის კომენტარი.

 

„სპინალური გაუტკივარება გაუკეთეს, ვერ მოხვდნენ ხერხემალში, შემდეგ კიდევ ნარკოზი გაუკეთეს... ამ ყველაფერს ძალიან დიდი გამოცდილება სჭირდება და დღეს შეცდომას თავის თავზე არავინ იღებს... ნათია ერთი დღე კარგად იყო, შემდეგ დაეწყო ჩივილები - ხელები მიბუჟდება, ფეხები მიერთმევაო. შემდეგ  კომატოზურ მდგომარეობაში ჩავარდა“

 

გამომდინარე იქიდან, რომ ნათია ჩაგანავას გადარჩენის შანსს ქართველი ექიმები ოჯახს ვერ აძლევდნენ,  პაციენტი 11 მაისს სამკურნალოდ თურქეთის კლინიკაში გადაიყვანეს. თურქეთში მკურნალობა 54 200 აშშ დოლარი ღირს. გავრცელებული ინფორმაციით,  ბათუმის ჯანდაცვის სამინისტრომ ოჯახს მხოლოდ 15 000 ლარი ჩაურიცხა. ამიტომ ოჯახი იძულებული გახდა სოლიდური თანხა საზოგადების დახმარებით შეეგროვებია.

 

მომხდარის შესახებ  ჩაგანავას ოჯახს ჯანდაცვის სამინისტროს სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოში საჩივარი არ შეუტანია. შესაბამისაც სააგენტო ამ საკითხის შესწავლით არც დაინტერესებულა.  არადა, სწორედ ეს უწყება სწავლობს სამედიცინო გადაცდომის საკითხებს.

ჯანდაცვის სამინისტროს კონტროლის დეპარტამენტის უფროსი ნინო ხუციშვილი ამბობს, რომ პროცესი სამი ძირითადი კანონით რეგულირდება, დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში კი ექიმების პროფესიული პასუხისმგებლობის საკითხი დგება.

 


„მომართვის შემთხევაში სასამართლო გვაძლევს ნებართვას, შევდივართ დაწესებულებაში და ვსწავლობთ სამედიცინო დოკუმენტაციას კანონმდებლობასთან შესაბამისობაში. კლინიკური შეფასებისთვის უკვე ვრთავთ ექსპერტებს. საბოლოოდ შეჯამებული ანალიზი კეთდება, თუ გამოიკვეთება დარღვევები ექიმების მხარიდან ისმება პროფესიული განვითარების საბჭოს წინაშე ექიმის პასუხისმგებლობის საკითხი.სამი ძირითად კანონი არეგულირებს ჯანდაცვის სფეროს ეს არის: საექიმო საქმიანობის შესახებ კანონი, ჯანდაცვის შესახებ კანონი და პაციენტის უფლებების შესახებ კანონი,“ - განაცხადა „კომერსანტთან“ საუბარში ნინო ხუციშვილმა.

 

ის, რომ საქართველოში დაშვებული სამედიცინო შეცდომის გამო სახელმწიფო სათანადო მორალურ და ფინანსურ პასუხისმგებლობას არ იღებს, კავკასიის უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ჯანდაცვის სკოლის დეკანი ვატო სურგულაძე საკანონმდებლო ხარვეზებით ხსნის.

 

როგორც ვატო სურგულაძე ამბობს, სამედიცინო გადაცდომის შემთვევაში ჯანდაცვის სამინსიტროს მაქსიმუმი ქმედითი ნაბიჯი ექიმის ლიცენზიის შეწყვეტაა.

 

სურგულაძის განმარტებით, პაციენტისთვის თანხის გამოყოფა იმის შემდეგ ხდება რაც სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტო მომხდარ ფაქტს შეისწავლის. თანხის გამოყოფა კი საქმის სირთულის მიხედვით ხდება, თუმცა ხშირ შემთხვევაში ჯანდაცვის სამინისტრო დიდი თანხას არ აფინანსებს. კავკასიის უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ჯანდაცვის სკოლის დეკანი გამოსავალს პროფესიონალურ დაზღვევაში ხედავს.

 

„როდესაც სამედიცინო გადაცდომას აქვს ადგილი სახელმწიფო როგორც წესი ცდილობს, რომ დააფინანსოს პაციენტი. დაფინანსება დამოკიდებულია თანხებზე, შეიძლება იყოს 100%-იანი, 90%-იანი ან 50 %-იანი დაფინანსება. ხშირ შემთხვევაში თუ თანხა აღემატება 30 000-ს ლარს ჯანდაცვის სამინისტრო სრულად ვერ აფინანსებს  მკურნალობას. არსებობს ცნება პროფესიონალური დაზღვევა, რომელიც გულისხმობს დაზღვევას პროფესიონალური შეცდომის შემთხვევაში. ეს დაზღვევა პრაქტიკულად სრულად აფინანსებს საექიმო შეცდომას. ხდება ხოლმე პროფესიონალური შეცდომა. ჩემი აზრით, საჭიროა შემოვიღოთ  სავალდებულო პროფესიონალური დაზღვევა“,- განაცხადა ვატო სურგულაძემ.

 

ბაჩო ადამია

 

 

 

 





ბიძინა ივანიშვილის აღიარება–მარიხუანას კულტივაციას მხარს მე ვუჭერდი

ბიძინა ივანიშვილის აღიარება–მარიხუანას კულტივაციას მხარს მე ვუჭერდი
person access_time2018-10-23 23:49:03
„ჩვენი გუნდი არასდროს წასულა საზოგადოების წინააღმდეგ და არც ეხლა წავა. ის რომ საპატრიარქო ღელავს, ჩემთვის მისაღები და გასაგებია, ნამდვილად ეკლესია ზრუნავს საზოგადოებაზე“, - განაცხადა ყოფილმა პრემიერმა ბიძინა ივანიშვილმა ჟურნალისტის კითხვაზე, რომელიც მარიხუანას წარმოებას შეეხებოდა. მისი თქმით, მარიხუანას წარმოების ერთ-ერთი „ხიბლი“ არის ის რომ, მისი რენტაბელობა მაღალია. „კანონმდებლობაში, რომელიც შევიდა პარლამენტში, იქ საუბარი იყო მარიხუანას წარმოებაზე სამედიცინო და კოსმეტიკური...

"სამი მიზეზი იყო, რის გამოც მოსახლეობა გაღარიბდა, მთავარი იყო კრედიტები"

person access_time2018-10-23 23:45:07
ბიძინა ივანიშვილი მოსახლეობის გაღარიბების სამ მიზეზს ასახელებს. ივანიშვილი ქვეყანაში ეკონომიკური ვითარების გაუარესებას პირველ რიგში მოსახლეობის მიერ აღებულ კრედიტებს უკავშირებს. მისი თქმით, ამაში როლი ლარის დევალვაციამაც ითამაშა. "სამი რამ იყო მიზეზი, რის გამოც მოხდა გაღარიბება მოსახლეობის. ერთერთი და მთავარი გახლდათ სწორედ ეს რომ ისინი იღებდნენ კრედიტებს, და იმ ფონზე, რომ მათი შემოსავლის შესატყვისად. რა თქმა უნდა ჭარბვალიანობაზე ვსაუბრობ. რა თქმა უნდა როლი ითამაშა...

ბიძინა ივანიშვილი: მე მოვახერხებ იმას, რომ ჩვენს ქვეყაში, მაქსიმუმ ერთ წელიწადში, ყველას თავისი სახელი ერქმევას

ბიძინა ივანიშვილი: მე მოვახერხებ იმას, რომ ჩვენს ქვეყაში, მაქსიმუმ ერთ წელიწადში, ყველას თავისი სახელი ერქმევას
person access_time2018-10-23 23:25:51
მე დავბრუნდი პოლიტიკაში, მე მოვახერხებ რომ ეს ვერტიკალი გუნდში დავამყარო, გუნდში ნიჭიერები წინ წამოვიდნენ და უფრო აქტიურები გახდნენ. უფრო მკაცრი მოთხოვნები იქნება „ქართული ოცნების“ ყველა წევრის მიმართ, პარტიაც გაძლიერდება, და მე მოვახერხებ იმას, რომ ჩვენს ქვეყაში, ჩვენს საზოგადოებაში, მაქსიმუმ ერთ წელიწადში, ყველას თავისი სახელი ერქმევას და ყველას თავისი ადგილი ექნება. და რუსთავი 2 ვერ შეძლებს საზოგადოების დიდი ნაწილი მძევლად ჰყავდეს და განსხვავებული აზრი არ მოისმინოს. ასეთ სიცრუეში და ასეთ...

დააგვიანა კვირიკაშვილმა საბანკო რეგლამენტაციები, ამისთვის მოუწია თანამდებობის დატოვება

დააგვიანა კვირიკაშვილმა საბანკო რეგლამენტაციები, ამისთვის მოუწია თანამდებობის დატოვება
person access_time2018-10-23 23:15:11
ბიძინა ივანიშვილის თქმით, მასსა და გიორგი კვირიკაშვილს შორის უთანხმოების ერთერთი მიზეზი კვირიკაშვილის მიერ საბანკო რეგულაციების დაწესებასთან დაკავშირებით დაფიქსირებული ნეგატიური დამოკიდებულება იყო. ივანიშვილის თქმით, საბოლოოდ კვირიკაშვილს თანამდებობის დატოვება სწორედ ამიტომ მოუწია. სამი რამ იყო მიზეზი, რის გამოც მოხდა გაღარიბება მოსახლეობის. ერთერთი და მთავარი გახლდათ სწორედ ეს რომ ისინი იღებდნენ კრედიტებს, და იმ ფონზე, რომ მათი შემოსავლის შესატყვისად. რა თქმა უნდა...

ბიძინა ივანიშვილი: UNICEF-ის კვლევას ვენდობი

ბიძინა ივანიშვილი: UNICEF-ის კვლევას ვენდობი
person access_time2018-10-23 22:59:48
ყოფილმა პრემიერმა ბიძინა ივანიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ ეკონომიკის ყველა დარგში „მინიმუმ ორჯერ არის გაზრდილი ტემპი“. ივანიშვილი ქვეყანაში კორუფციის ნიშნებსაც შეეხო. „ჩვენი ხელისუფლების ხელწერა არის ის, რომ გუნდის წევრებსაც არავის ზოგავს. მთელი საზოგადოება უნდა იყოს მობილიზებული რომ ხელისუფლება იყოს გამჭვირვალე, მხოლოდ ჟურნალისტმა უნდა მოიტანოს არგუმენტები და არა სიცრუე გაავრცელოს. ეკონომიკაზე გეტყვით, რომ თუ რამე...


მსგავსი სიახლეები

up