„ვირუსმა ომს დაასწრო იმის განადგურება, რაც უკვე შიგნიდან ლპებოდა“ – მაქსიმ კანტორი (მწერალი)

„ვირუსმა ომს დაასწრო იმის განადგურება, რაც უკვე შიგნიდან ლპებოდა“ – მაქსიმ კანტორი (მწერალი)

access_time2020-03-25 16:50:56

ბლოგის ავტორია მწერალი, ჟურნალისტი მაქსიმ კანტორი


„თუკი სამყაროში რაიმე ცუდი მოხდა, მოხდა ის, რომ ვირუსმა დაანგრია ცივილიზაცია. არ მოხდარა აფეთქება, არ ყოფილა დიდი ცუნამი. დაინგრა ზუსტად ის ცივილიზაცია, რომელიც 30 წლის წინ ტრაბახობდა, რომ საკუთარი განვითარების პიკს მიაღწია.უეცრად ყველაფერი დამთავრდა: დაინგრა ეკონომიკა, დაიშალა დემოკრატია, დადგა აპოკალიფსი?


ეს არ არის ომი, მიუხედავად იმისა, რომ ანგელა მერკლემა ზუსტად მეორე მსოფლიო ომს შეადარა კორონავირუსი, ეს არ არის ჭირი. ეს რევოლუციაც კი არ არის, მაგრამ ის ფაქტი, რომ ცივილიზაცია გრიპის გამო ინგრევა, იმის მაჩვენებელია, რომ უკვე „მომპალი“ შესაცვლელია.


ეს იმის მაჩვენებელი, რომ ადრე თუ გვიან, კორონასგან თუ სხვა რაიმესგან ეს ყველაფერი ისედაც დაინგრეოდა.


კორონავირუსისგან დაღუპულთა პროცენტული მაჩვენებელი გაცილებით ნაკლებია კიბოსგან ან ტუბერკულოზისგან დაღუპულთა რაოდენობაზე. გარდა ამისა, როგორც მეცნიერები ამტკიცებენ, ვირუსს აქვს უნარი განიცადოს მუტაცია, ის სუსტდება და ამავე დროს აფართოებს მოქმედების არეალს.



ეს არასასიამოვნო და სახიფოთა ვირუსია, მაგრამ ღორის გრიპი გაცილებით სახიფათო იყო.


რა მოხდა, თუკი ყველაფერი დაინგრა?


მოხდა ის, რომ ცივილიზაცია ობიექტურად მიუახლოვდა კრიტიკულ წერტილს და მისი დანგრევა ნებისმიერ რამეს შეეძლო.ეს უნდა ყოფილიყო ომი. ყველა გზა ომისკენ მიდიოდა. ის შესაძლოა მომხდარიყო უკრაინის, ლიბიის ან ნავთობის გამო და თავისთავად, რომ უარესი შედეგი იქნებოდა.


უნდა გვიხაროდეს, რომ ომი არ მოხდა და მხოლოდ ვირუსით შემოვიფარგლეთ. ომის დროს 4% კი არა, დაახლოებით, 15% დაიღუპებოდა. ესეც იმ შემთხვევაში, თუ ბივრთული იარაღის გამოყენაბმდე არ მივიდოდა საქმე და შემოიფარგლებოდა ლოკალური სარაკეტო დარტყმებით და სატანკო იერიშით.


ალბათ, ეს კარგია. შესაძლოა ვირუსი საზოგადო სოლიდარობის ინიცირებას ახდენს. ეს ომიანობის შემდეგ მივიწყებული გრძნობაა – მაგრამ უბედურების ჟამს, შესაძლოა გავიხსენოთ სოლიდარობაც. არსებობს საზოგადო შეთანხმება, რომელიც ავადმყოფობის წინაშე დარჩენის დროს მაინც უნდა ამუშავდეს. არსებობს ზნეობრივი შეგნება, რომელიც არ უნდა გვტოვებდეს გულგრილს მეზობლის ავადმყოფობის და სიღარიბის მიმართ.


როდესაც საზოგადოება აიმაღლებს სამოქალაქო შეგნებას და აბსტრაქტული უფლებების დაცვიდან კონკრეტული მეზობლის დაცვაზე გადავა, მაშინ იგი გამოჯანმრთელებას დაიწყებს.


წყარო: city.kvira.ge





19 ოქტომბერი - რეგიონში ყველა ვალუტა გამყარდა

19 ოქტომბერი - რეგიონში ყველა ვალუტა გამყარდა
access_time2020-10-19 18:30:02
კორონავირუსის უარყოფითი ეფექტი რეგიონში ყველაზე მკვეთრად ქართული ლარის კურსზე აისახა. 2020 წლის განმავლობაში, ქართული ლარი აშშ დოლართან მიმართებაში დაახლოებით 12%-ით გაუფასურდა. შედარებისთვის, დაახლოებით 11%-ით არის შემცირებული თურქული ლირა, სომხური დრამი და აზერბაიჯანული მანათი კი 2%-ის ქვემოთ მერყეობს. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული 19 ოქტომბრის ვაჭრობის შედეგად, ქართული ლარის კურსი უმნიშვნელოდ გამყარდა და ერთი აშშ დოლარის ღირებულებამ 3.2117 ლარი...

დღის Top 10 საინტერესო ამბავი

დღის Top 10 საინტერესო ამბავი
access_time2020-10-19 21:00:58
დღის Top 10 საინტერესო ამბავი     1. კომერსანტის ექსკლუზივი - პერსონალური მონაცემების დაცვის მიზნით, ამოქმედებული დადგენილება თუ წინასაარჩევნოდ დაგეგმილი ქაოსი კოვიდ სტატისტიკაში   კორონავირუსის პირველი შემთხვევის დადასტურებიდან რვა თვის შემდეგ, კომერსანტმა...

Le Figaro: კომენდანტის საათის შემოღების გამო მაკრონს აჯანყება ემუქრება

Le Figaro: კომენდანტის საათის შემოღების გამო მაკრონს აჯანყება ემუქრება
access_time2020-10-19 20:30:21
დღეს ორი განსხვავებული საფრანგეთი არსებობს, ერთი რომელიც კომენდანტის საათში კორონავირუსის გამო 21.00-დან 6.00-მდე ჩაკეტეს და  მეორე, რომელიც ცხოვრების გაგრძელებას ცდილობს, თუ ამას ინფექციის გავრცელების სიჩქარე დააცდის.   ემანუელ მაკრონმა არჩევანი მკაცრი ზომების და დიდ ქალაქებში კომენდანტის საათის სასარგებლოდ გააკეთა და ამით რეალურ რისკზე წავიდა.   სწორედ დიდ ქალაქებში, პირველ რიგში პარიზში, პანდემიამ ყველაზე მძიმე სოციალური  ჭრილობები დატოვა,...

Financial Times: ეკონომიკური აღდგენა არათანაბარი იქნება

Financial Times: ეკონომიკური აღდგენა არათანაბარი იქნება
access_time2020-10-19 19:30:29
როდესაც კორონავირუსი ჩინეთის ტერიტორიას გასცდა და პანდემია დაიწყო, ყველა ეკონომიკა მსოფლიოში ერთბაშად და უნისონში ჩამოიშალა. ყველა ქვეყანაში ეკონომიკური მაჩვენებლები მკვეთრად შემცირდა ისეთ დონეზე, რომელიც კაცობრიობას მშვიდობიანობის დროს არ უნახავს.   ამის შემდეგ აგრესიული ფისკალური და მონეტარული რეაქცია დაიწყო, ასევე სხვადასხვა ქვეყნებში ვირუსის წარმატებული შეკავება, მაგალითად ჩინეთში.   საერთაშორისი სავალუტო ფონდის პროგნოზის...

ქართული დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია ხვალ პირველ თვითმფრინავს შემოიყვანს

ქართული დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია ხვალ პირველ თვითმფრინავს შემოიყვანს
access_time2020-10-19 17:30:07
ავიაკომპანია „აირ ჯორჯიამ“ შესაძლოა, დაბალბიუჯეტიანი ფრენები დაიწყოს. როგორც ,,ჰაბ ჯორჯიას“ დამფუძნებელმა გიორგი კოდუამ განაცხადა, პირველი AIRBUS A320 ტიპის თვითმფრინავი თბილისის აეროპორტში ხვალ შემოვა, მეორე კი დაახლოებით, 1 თვეში.   გიორგი კოდუას თქმით, ამ ეტაპზე მთავრობასთან მოლაპარაკებები ისევ გრძელდება და დადებითი პასუხის შემთხვევაში, ეს იქნება პირველი ქართული დაბალბიუჯეტანი ავიაკომპანია, რომელიც კონკურენციას Wizz Air-ს გაუწევს. თუმცა, იმ შემთხვევაში, თუ სახელმწიფო...


მსგავსი სიახლეები

up