ვირუსის საპრევენციო სამუშოები „საქნახშირში“ ყოველდღიურად ტარდება

ვირუსის საპრევენციო სამუშოები „საქნახშირში“ ყოველდღიურად ტარდება

access_time2020-10-31 11:12:53

ტყიბულში, კომპანია „საქნახშირის“ ობიექტებზე სამუშაო პროცესის უსაფრთხოებას ვირუსის საპრევენციო შტაბი აკონტროლებს, რომელიც მიმდინარე წლის მარტში შეიქმნა. სამუშაოები გეგმის მიხედვით ხორციელდება და მათ დირექტორის მოადგილე შრომის უსაფრთხოების დარგში, ავთანდილ ბოჭორიშვილი ხელმძღვანელობს. კომპანიის ობიექტებზე ყოველდღიურად ტარდება სადეზინფექციო/საპრევენციო სამუშაოები, ასევე, მოწმდება ყველა თანამშრომელი.


ავთანდილ ბოჭორიშვილი: „შახტა სპეციალურ რეჟიმში მუშაობს. თანამშრომლებს გადაეცათ პირბადეები და ხელთათმანები. შემოსვლისას ისინი მოწმდებიან და 37 გრადუსზე მეტი სიცხის დაფიქსირების შემთხვევაში მოხდება სასწრაფო სამედიცინო დახმარების გამოძახება და პაციენტის სტაციონარში გადაყვანა. ყველა საჭირო ინვენტარი (როგორიცაა სიცხის დისტანციური საზომები, ანტისეპტიკური საშუალებები, ხელთათმანები, პირბადეები, სახის ფარები, სათვალეები) გავანაწილეთ „მინდელის სახელობის შახტაზე“ (სადაც ადმინისტრაციული შენობაა), „ძიძიგურის სახელობის შახტაზე“ და გამამდიდრებელ ფაბრიკაში.


სამგზავრო ვაგონებს, აბანო-გარდერობებს, ლიფტს, მოსაცდელებს, +582;+350;+275 და +175 ჰორიზონტებს დეზინფექცია ყოველ ცვლაში უტარდება; დეზინფექცია უტარდება ზედაპირულ კომპექსსაც: საამქროებს, ადმინისტრაციულ შენობას, სამუშაო ოთახებს, საგანრიგოებს, საგუშაგოებს. შახტის ტერიტორიაზე კატეგორიულად იკრძალება პირბადის გარეშე გადაადგილება. მკაცრად არის შეზღუდული თანამშრომლების რაოდენობა საშახტო ვაგონებში, საშახტო ლიფტსა და ავტოტრანსპორტში. სახალხო ვაგონი 18 ადამიანს იტევს, თუმცა ეს რაოდენობა 12-მდე შევზღუდეთ. ვაგონშიც და ლიფტშიც აკრძალულია ახლო კომუნიკაცია. ცვლის უფროსები მეშახტეებს ინსტრუქტაჟს ყოველ ჯერზე უტარებენ (საგანრიგო წიგნში ხელისმოწერით) და აკონტროლებენ, რომ სამუშაო პროცესი უსაფრთხოების ყველა წესის დაცვით წარიმართოს.



„საქნახშირის“ თანამშრომლებს Covid 19-ის ანალიზი თვეში ორჯერ უტარდებათ. მიმდინარე წელს ისინი შვიდჯერ შევამოწმეთ, წლის ბოლომდე ანალიზები კიდევ ოთხჯერ ჩაუტარდებათ. „საქნახშირი“ კორონა ვირუსის გავრცელების საპრევენციო სამუშაოებს ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების სრული დაცვით ახორციელებს.


(NS)






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up