„ვირუსის გადავლის შემდეგ, საკმაოდ რთული დრო გველოდება... ჩვენი საექსპორტო ბაზრები, ჩვენზე გაცილებით უარეს დღეში არიან“

„ვირუსის გადავლის შემდეგ, საკმაოდ რთული დრო გველოდება... ჩვენი საექსპორტო ბაზრები, ჩვენზე გაცილებით უარეს დღეში არიან“

access_time2020-04-09 22:25:27

„ვირუსის გადავლის შემდეგ, საკმაოდ რთული დრო გველოდება,“- ამის შესახებ რადიო „პალიტრასა“ და „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „საქმე“ „ზედაზენის“ დამფუძნებელმა ცეზარ ჩოჩელმა განაცხადა.


მისივე თქმით, საქართველოს საექსპორტო ბაზრები ჩვენზე გაცილებით უარეს დღეში არიან. ჩოჩელი მხოლოდ საკუთარი კომპანიების მაგალითზე აცხადებს, რომ ექსპორტი დაახლოებით 50%-ის ფარგლებშია შემცირებული.


„მიდის კოორდინირებული მუშაობა და დღევანდელი გადასახედიდან არ მეგულება ბიზნესი, რომელსაც ხელისუფლებასთან კომუნიკაციის პრობლემა ჰქონდეს. რაც შეეხება კრიზისიდან გამოსვლის გეგმას, ამ მიმართულებით ალბათ, ჯერ კიდევ ბევრია სამუშაო. ვფიქრობ, დღეს უნდა ვიმუშაოთ იმაზე, თუ რა არის პირველი რიგის ამოცანა - ეს იქნება ადგილობრივი წარმოების განვითარება, ადგილობრივი ტურიზმისთვის ხელის შეწყობა თუ ა.შ. იმის თქმა, რომ ვირუსი გადაივლის და მეორე-მესამე დღეს საქართველოში ტურისტების შემოდინება დაიწყება, არ იქნება სწორი, რადგან ეს ასე არ იქნება. თუმცა, გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენმა სამედიცინო დარგმა კარგი მაჩვენებელი აჩვენა და სიტუაციას კარგად უმკლავდება, სხვა ქვეყნებთან შედარებით, საქართველოში შედარებით მეტი იქნება ტურისტის შემოდინება, მაგრამ ეს არ იქნება ის რაოდენობა, რაც ჩვენ ეკონომიკას კრიზისიდან გამოიყვანს.



ვფიქრობ, საკმაოდ რთული დრო გველოდება ვირუსის გადავლის შემდეგ, იმიტომ, რომ მთლიანად მსოფლიოში გაჩერებულია ეკონომიკა. ჩვენი საექსპორტო ბაზრები ჩვენზე გაცილებით უარეს დღეში არიან. მარტო ჩვენი კომპანიების მაგალითზე რომ ავიღოთ, ექსპორტი დაახლოებით 50%-ის ფარგლებშია შემცირებული. ამასთან, შემცირდება ჩვენი თანამოქალაქეების მიერ გადმორიცხული თანხა, ქვეყანაში ბრუნდებიან ის ადამიანები, რომელთაც ასევე სჭირდებათ სამუშაო ადგილები, ამიტომ მთავრობისა და ბიზნესის ნომერ პირველი ამოცანა არის სამუშაო ადგილების შექმნა და ეს რაც შეიძლება სწრაფად უნდა მოვახერხოთ.


ვერც ბიზნესი და ვერც ხელისუფლება დამოუკიდებლად ამ კრიზისიდან ვერ გამოვალთ. მაქსიმალურად უნდა დავეხმაროთ ერთმანეთს, რათა ეს კრიზისი დავძლიოთ. ვირუსის გადავლის შემდეგ ისეთივე წარმატებით უნდა გავუმკლავდეთ ჩვენ წინ არსებულ ეკონომიკურ პრობლემებს, როგორც ამას ჩვენი სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები ახერხებენ ავადმყოფოსთან მიმართებით,“- განაცხადა ჩოჩელმა.


bpn.ge






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up