ვირტუალური ზონის პირის სტატუსი თავის მიმზიდველობას კარგავს?

ვირტუალური ზონის პირის სტატუსი თავის მიმზიდველობას კარგავს?

access_time2021-05-04 14:55:03

შემოსავლების სამსახურის წარმომადგენლები ბოლო რამდენიმე დღეა უკავშირდებიან ვირტუალური ზონის იურიდიულ პირებს, რომლებიც ახორციელებენ საინფორმაციო ტექნოლოგიურ საქმიანობას, იმ მოტივით, რომ ისინი საქართველოში უნდა იყვნენ და აქედან ახორციელებდნენ პროდუქციის რეალიზაციას, წინააღმდეგ შემთხვევაში მოგების 15%-იანი შეღავათით ვერ ისარგებლებენ და მოუწევთ, ფაქტიურად დაარსების დღიდან მოყოლებული მიღებული შემოსავლის, რომელიც მთლიანად საქათველოს ფარგლებს გარეთ არის გენერირებული, დივიდენდის სახით განაწილებული მოგების 15%-ით დაბეგვრა.


შპს „მოორ ეიბისის“ საგადასახადო კონსულტანტი სალომე ოდიშარია არსებულ პრობლემაზე და მის შედეგებზე საუბრობს:


„2010 წლის დეკემბერში საინფორმაციო ტექნოლოგიური ზონების შესახებ საქართველოს კანონი იქნა მიღებული (სსმ, 74, 24/12/2010), რაც გულისხმობს იურიდიული პირისთვის, რომელიც ახორციელებს საინფორმაციო ტექნოლოგიურ საქმიანობას, ვირტუალური ზონის სტატუსის მინიჭებას. ამ კანონის მთავარი მიზანია ინვესტიციების მოზიდვა და მიმზიდველი გარემოს შექმნა იმ პირებისათვის, რომლებიც ეკონომიკურ საქმიანობას განახორციელებენ საინფორმაციო ტექნოლოგიების სფეროში. აღნიშნული კანონის მიმზიდველობა კი იმაში მდგომარეობს, რომ ვირტუალური ზონის იურიდიული პირის მიერ შექმნილი საინფორმაციო ტექნოლოგიების საქართველოს ფარგლების გარეთ მიწოდებით მიღებული მოგება (მოგების განაწილება) მოგების გადასახადისაგან თავისუფლდება და რიგ შემთხვევებში იბეგრება დივიდენდის საშემოსავლოს 5%-ით. ბევრმა უცხოელმაც ისარგებლა ზემოთ ხსენებული კანონის „სიკარგით“ და საქართველოში დააფუძნა ვირტუალური ზონის საწარმო. უნდა აღინიშნოს, რომ მსგავსი სტატუსის მქონე საწარმოები არ საჭიროებენ დიდი რაოდენობით შრომითი რესურსის მოზიდვას, ვინაიდან ხშირ შემთხვევაში უცხოელი დამფუძნებელი თავად ასრულებს დაქირავებული პირის როლს, პირადად ასრულებს ამ სამუშაოს, კერძოდ, ქმნის საინფორმაციო ტექნოლოგიებს და ყიდის მხოლოდ საქართველოს ფარგლებს გარეთ, შედეგად კი საქართველოს ბიუჯეტში 5%-ის ოდენობით დივიდენდის საშემოსავლოს იხდის.


ზემოთ ხსენებული კანონის მიღებიდან ამდენი წლის შემდეგ, ბოლო რამდენიმე დღეა, შემოსავლების სამსახურის წარმომადგენლები უკავშირდებიან (მეილით, სატელეფონო კომუნიკაციის მეშვეობით) აღნიშნული სტატუსის მქონე საწარმოებს, რომელთა დამფუძნებლები ძირითადად არიან უცხოელები, იმ მოტივით, რომ ისინი საქართველოში უნდა ისხდნენ და აქედან ყიდდნენ პროდუქტს, წინააღმდეგ შემთხვევაში მოგების 15%-იანი შეღავათით ვერ ისარგებლებენ და მოუწევთ რეტროსპექტულად, უკანა პერიოდიდან (კომპანიის დაფუძნების დღიდან ფაქტობრივად) როგორც საქართველოს ტერიტორიაზე მიღებული შემოსავლის დივიდენდის სახით განაწილებული მოგების 15%-ით დაბეგვრა.


პირველი ორი შეკითხვა, რაც ალბათ თითოეულ ჩვენგანს გაუჩნდება: 1. რატომ მოხდა ამ საკითხით დაინტერესება ამდენი წლის შემდეგ, რაც ყველაზე უარყოფითად აისახება თითოეული მეწარმის ბიზნესზე, გარდა ამისა, ამ ფაქტს შეიძლება უცხოელი ინვესტორების ქვეყნიდან გასვლაც კი მოჰყვეს; 2. რატომ უკანა პერიოდით, მაშინ, როცა აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით დღემდე არანაირი სიტუაციური სახელმძღვანელოს (მანუალის) გამოცემასაც კი შემოსავლების სამსახურის მხრიდან ადგილი არ აქვს.



არავინ უარყოფს იმ ფაქტს, რომ ნებისმიერმა პირმა უპირობოდ უნდა იხადოს გადასახადები, თუმცა, მაშინ როცა სამართლიანად კანონი ამას ითვალისწინებს. სამართლიანობაში კი აუცილებლად იგულისხმება ცალსახა, ნათელი ჩანაწერი კანონში, რაც ორაზროვნებასა და გაუგებრობას კანონის წამკითხველის მხრიდან გამორიცხავს. წინაპირობა იმისა, რომ მეწარმეებს უკავშირდებიან აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, არის სწორედ ასეთი ორაზროვანი მითითება საინფორმაციო ტექნოლოგიური ზონების შესახებ კანონის მე-6 მუხლში: „ვირტუალურ ზონაში საქმიანობას მიეკუთვნება იურიდიული პირის მიერ განხორციელებული ეკონომიკური საქმიანობა, რომელიც საქართველოს ტერიტორიაზე მიმართული იქნება საინფორმაციო ტექნოლოგიების შექმნასთან“. არსებული ჩანაწერი ნათლად არ ასახავს იმ ფაქტს, რომ აღნიშნული საწარმოს თანამშრომელი უშუალოდ საქართველოში უნდა იჯდეს და აქდან ყიდდეს საინფორმაციო ტექნოლოგიებს, მაშინ, როცა საქართველოს საგადასახდო კოდექსის 99-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „ჟ“ ქვეპუნქტი არანაირ წინაპირობას არ აყენებს, იმისთვის, რომ იურიდიულმა პირმა ისარგებლოს მოგების 15%-იანი შეღავათით. აქვე შეგახსენებთ, რომ საქართველოს საგადასახდო კოდექსს, გარდა გამონაკლისი შემთხვევებისა, ენიჭება უპირატესი ძალა სხვა კანონებთან მიმართებით.


გასათვალისწინებელია ის ფაქტი, რომ უცხოელ დამფუძნებლებს და არა მხოლოდ მათ, საქართველოში აქვთ ყველანაირი აქტივობა: ბანკი, საბუღალტრო მომსახურება, იურიდიული მისამართი საქართველოში და ა.შ. მართალია უცხოელი დამფუძნებელი საქართველოშიც ახორციელებს საქმიანობას, მაგრამ ვინაიდან საინფორმაციო ტექნოლოგიების პროდუქტი ვირტუალურად იქმნება, იგი შეიძლება სხვადასხვა ადგილიდან ახორციელებდეს აღნიშნული პროდუქტის შექმნას დისტანციურად და ხშირ შემთხვევაში მისი ადგილსამყოფელის დადგენა გაჭირდეს.


საგულისხმოა ის ფაქტი, რომ საქართველოს საგადსახადო კოდექსის 28-ე მუხლის თანახმად:

  1. საწარმოს მართვის ადგილად ითვლება საწარმოს ფაქტობრივი მართვის ადგილი, ანუ ადგილი, სადაც საწარმოს სადამფუძნებლო დოკუმენტების (წესდების, ხელშეკრულების, დებულების) შესაბამისად საწარმოს დირექტორატი (მმართველობის სხვა ორგანო) ასრულებს მმართველობით ფუნქციას, ამ საწარმოს უმაღლესი მაკონტროლებელი ორგანოების საქმიანობის ადგილისა და საქმიანობის განხორციელებით შემოსავლების მიღების ადგილის მიუხედავად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
  2. ამ კოდექსის 21-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საწარმოს მართვის ადგილად ითვლება მისი საქმიანობის ადგილი.
  3. თუ საწარმოს მართავს მმართველი (სხვა საწარმო ან ფიზიკური პირი), რომელიც მოქმედებს ხელშეკრულების ან დანიშვნის შესახებ გადაწყვეტილების თანახმად, საწარმოს მართვის ადგილად შესაბამისად ითვლება მმართველი საწარმოს საქმიანობის ადგილი ან მმართველი ფიზიკური პირის საცხოვრებელი ადგილი. ანალოგიურად განისაზღვრება საწარმოს მართვის ადგილი, თუ მას ფაქტობრივად მართავს სხვა საწარმო ან ფიზიკური პირი შესაბამისი ხელშეკრულების ან გადაწყვეტილების გარეშე.
  4. თუ საწარმოს არ აქვს მმართველობის ორგანო, ან საწარმოს მმართველობის ორგანოს არ აქვს საქმიანობის მუდმივი ადგილი, ან მმართველი უშუალოდ არ მართავს საწარმოს, საწარმოს მართვის ადგილად ითვლება საწარმოს მმართველობის ორგანოს (ადმინისტრაცია, დირექცია, გამგეობა, ცენტრალური ბუღალტერია ან სხვა მსგავსი ორგანო) საქმიანობის ადგილი.


უნდა აღინიშნოს, რომ შემოსავლების სამსახური ბოლო პერიოდში მუდმივად ახორციელებს წინასწარ მეწარმის საქმის კურსში ჩაყენებას რაიმე სახის სიახლის შემთხვევში, რაც ნამდვილად მისასალმებელია, თუმცა, აქ მოყვანილი მიდგომის მოულოდნელად გავრცელება კი არასწორი და დამღუპველი იქნება ამ სფეროში მოღვაწე მეწარმეთა უმრავლესობისთვის. უკანა პერიოდით საეჭვოა რომელიმე მეწარმემ შეძლოს გადასახადის გადახდა, თუნდაც შემოწმების დანიშვნისა და გადასახადის სავალდებულო წესით დაკისრების შემთხვევაში, ვინაიდან მეწარმეს, განსაკუთრებით კი უცხოელს, ფაქტობრივად საქართველოს ტერიტორიაზე არანაირი აქტივი არ გააჩნია და როგორც კი ხდება თანხების ჩარიცხვა, კუთვნილი 5%-ის გადახდის შემდეგ გააქვს დივიდენდის სახით და შესაბამისად მათ იმის რესურსიც კი არ აქვთ უკანა პერიოდით რამე გადაიხადონ.


იმედია, მოხდება ამ ახალი მიდგომის გადახედვა და განსაკუთრებული აუცილებლობის შემთხვევაში, რომელსაც ჩვენ ნამდვილად ვერ ვხედავთ, ეს ახალი მიდგომა არა უკანა, არამედ მომავალი პერიოდით მაინც გავრცელდება, რაც არანაკლებ სამწუხარო ფაქტი იქნება, თუმცა მეწარმეს იმის საშუალებას მისცემს გადახედოს საქმიანობის გაგრძელება-არგაგრძელების საკითხს“, - სალომე ოდიშარია - საგადასახადო კონსულტანტი, შპს მოორ ეიბისი.


(R)





მაისი-ივნისში ბათუმში ფრენებს ყაზახური, პოლონური, უკრაინული და არაბული ავიაკომპანიები განაახლებენ

მაისი-ივნისში ბათუმში ფრენებს ყაზახური, პოლონური, უკრაინული და არაბული ავიაკომპანიები განაახლებენ
access_time2021-05-15 15:51:59
ბათუმის განახლებულ საერთაშორისო აეროპორტში დღეს პირველი რეისი შეასრულა ყაზახურმა ავიაკომპანიამ „ეარ ასტანა", რომელმაც რეგულარული რეისების შესრულება განაახლა ალმათი - ბათუმი - ალმათის...

ირაკლი ნადარეიშვილი: „ყველა საკითხი, რასაც ბიზნესი აყენებს რეგულაციების შემსუბუქების თუ ვაქცინაციის კუთხით, საქართველოს მთავრობის დღის წესრიგშია და მიმდინარეობს აქტიური განხილვა

ირაკლი ნადარეიშვილი: „ყველა საკითხი, რასაც ბიზნესი აყენებს რეგულაციების შემსუბუქების თუ ვაქცინაციის კუთხით, საქართველოს მთავრობის დღის წესრიგშია და მიმდინარეობს აქტიური განხილვა
access_time2021-05-15 11:53:01
„ბიზნესთან აქტიური კომუნიკაცია წარმოადგენს საქართველოს მთავრობის პრიორიტეტს და პანდემიასთან დაკავშირებული გამოწვევების ფონზე განსაკუთრებით აქტუალურია, მათთან ერთად ვიმსჯელოთ როგორც რეგულაციების შემსუბუქების ან ეტაპობრივი მოხსნის, ასევე ვაქცინაციის და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე, რათა დავიცვათ ბალანსი და ვიპოვოთ ისეთი შუალედი, რომ მაქსიმალურად დავიცვათ როგორც ბიზნესის, ასევე ჩვენი საზოგადოების ინტერესები და ეპიდემიოლოგების რეკომენდაციები - ამის შესახებ...

14 მაისი - რეგიონში ქართული ლარი და თურქული ლირა გამყარდა

14 მაისი - რეგიონში ქართული ლარი და თურქული ლირა გამყარდა
access_time2021-05-14 18:00:19
კორონავირუსის უარყოფითი ეფექტი ქართული ლარის კურსზე მკვეთრად აისახა. 2021 წლის 14 მაისის ოფიციალური კურსების მიხედვით, წლის დასაწყისიდან ქართული ლარი აშშ დოლართან მიმართებაში დაახლოებით 16 პუნქტით გაუფასურდა. შედარებისთვის, დაახლოებით 62 პუნქტით არის გაუფასურებული თურქული ლირა, სომხური დრამი მცირედით გამყარდა და აზერბაიჯანული მანათი კი პრაქტიკულად უცვლელია. ეროვნული ბანკის მიერ 14 მაისის ვაჭრობის შედეგად (რომლის ოფიციალური კურსი 15 მაისისთვისაა) ეროვნული ვალუტა აშშ...

Die Welt: კვლევის შედეგები - კორონავირუსს არა 3,2, არამედ 6,9 მლნ. ადამიანი შეეწერია

Die Welt: კვლევის შედეგები - კორონავირუსს არა 3,2, არამედ 6,9 მლნ. ადამიანი შეეწერია
access_time2021-05-15 20:00:28
ამერიკელი მკვლევარები მიიჩნევენ, რომ რეალურად კორონავირუსს არა 3,2 მლნ. როგორც ამბობს ოფიციალური სტატისტიკა, არამედ 6,9 მლნ. ადამიანი შეეწირა.   მათი აზრით, თითქმის ყველა ქვეყანაში კორონავირუსისგან სიკვდილიანობის სტატისტიკაში მნიშვნელოვანი ხარვეზებია და ეს თითქმის ყველა ქვეყანას ეხება - მდიდარს და ღარიბს, დემოკრატიულს და ავტორიტარულს.   განსაკუთრებით დიდია სხვაობა სტატისტიკას და რეალობას შორის რუსეთში.   ვაშინგტონის უნივერსიტერის...

Le Monde: ევროპა ტურისტებს „კოვიდ-თავისუფალი“ კუნძულებით იზიდავს

Le Monde: ევროპა ტურისტებს „კოვიდ-თავისუფალი“ კუნძულებით იზიდავს
access_time2021-05-15 18:00:26
ათენთან ყველაზე ახლოს მდებარე კუნძულ კეიაზე ტემპერატურის მომატებასთან ერთად ცხოვრების რიტმიც მატულობს. 27 გრადუსი იდეალური ტემპერატურაა შენობების გადაღებვის, რესტორნების და სასტუმროების მოწესრიგების და ახალი ტურისტული სეზონის დაწყებისთვის.   საბერძნეთში შეზღუდვები ყველგან იხსნება, უცხოელებისთვის აუცილებელი კარანტინი უქმდება, კეთილმოწყობილი პლიაჟები ისევ ამუშავდა, კლიენტები კი ბარების და რესტორნების ტერასებზე დაბრუნდნენ.   უცხოელ...


მსგავსი სიახლეები

up