ვირტუალური დავოსი 2022 წელს ინფლაციის შენელებას პროგნოზირებს

ვირტუალური დავოსი 2022 წელს ინფლაციის შენელებას პროგნოზირებს

access_time2022-01-24 19:00:35

ამ დღეებში ონლაინ-რეჟიმში ჩატარდა ტრადიციული დავოსის მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი, რომლის მთავარი თემები ინფლაცია და ფასების ზრდა იყო.

 


დისკუსია ფორუმზე საკმაოდ წარმომადგენლობითი აღმოჩნდა - მასში, სხვებთან ერთად, მონაწილეობა საერთაშორისო სავალუტო ფონდის დირექტორმა კრისტალინა გეოგრიევამ, ევროპის ცენტრალური ბანკის პრეზიდენტმა კრისტინ ლაგარდმა და აშშ-ის ფინანსთა მინისტრმა ჯანეტ იელენმა მიიღეს.

 


გეორგიევას თქმით, ყველა ქვეყანამ დამოუკიდებლად უნდა ეძებოს გამოსავალი შექმნილი ვითარებიდან, რადგანაც ეკონომიკების აღდგენა არათანაბრად ხდება, შესაბამისად, ინფლაციის მოთოკვის რეცეპტები ერთნაირი ვერ იქნება. მისი თქმით, არასწორია პასუხისმგებლობის გადატანა ცენტრალურ ბანკებზე, რადგანაც ძირითადი როლი მთავრობებს მიუძღვით.

 


პრობლემას ამძაფრებს ისიც, რომ ბევრ ქვეყანაში ვაქცინაციის მაღალ დონეს ვერ მიაღწიეს, რაც ეკონომიკურ ზრდას აფერხებს და ინფლაციას ხელს უწყობს - ეს კი არა რეგულატორების, არამედ მთავრობების პასუხისმგებლობაა. საერთაშორისო სავალუტო ფონდის გათვლებით, მსოფლიოში 86 ქვეყანამ აცრის 45%-ანი ზღვარი ვერ გადალახა.

 


კრისტალინა გეორგიევამ ასევე მკაცრად გააკრიტიკა ჩინური მიდგომა „ნულოვანი კოვიდი“, რომელმაც პანდემიის დასაწყისში ვირუსის გავრცელების კუთხით დადებითი როლი ითამაშა, თუმცა შემდეგ ჩინეთის და მსოფლიო ეკონომიკისთვის მუხრუჭი გახდა.

 



მისი თქმით, ამის საპირისპიროდ, აშშ-ის ფედრეზერვი საკმაოდ პასუხისმგებლიანად მოქმედებს, წინააღმდეგ შემთხვევაში ინფლაცია შტატებში ეკონომიკურის გარდა სოციალურ პრობლემად იქცევა.

 


ევროპის ცენტრალური ბანკის პრეზიდენტმა კრისტინ ლაგარდმა აღიარა, რომ 2021 წლის მშპ-ის ზრდა, შრომის ბაზრის აღდგენა და ინფლაციის ტემპები მოსალოდნელზე მაღალი აღმოჩნდა. თუმცა, ის ამ კუთხით დიდ საფრთხეებს არ ელის.

 


მისი პროგნოზი, იმის მიუხედავად, რომ 2021 წლის დეკემბერში ინფლაცია ევროზონაში 5%-მდე გაიზარდა, 2022 წლის მე-4 კვარტლისთვის ეს მაჩვენებელი მიზნობრივ 2%-ზე დაბალი იქნება.

 


„ევროზონაში ფულად-საკრედიტო პოლიტიკა არ გამკაცრდება ისე ძლიერად, როგორც შტატებში, რადგანაც ევროკავშირის ეკონომიკის აღდგენა ამერიკასთან შედარებით ნელი ტემპებით მიმდინარეობს. სადღეისოდ შტატებში მოხმარების დონე პანდემიამდელს 30%-ით აღემატება, ევროკავშირში კი 2019 წლის დონეს ჯერ მხოლოდ უბრუნდება“, - განაცხადა ლაგარდმა.

 


აშშ-ის ფინანსთა მინისტრმა ჯანეტ იელენმა განაცხადა, რომ ინფლაცია შტატებში მართლაც შეშფოთების საგანია, რადგანაც ის აღწევს მასშტაბებს, რომელიც 80-ანი წლებიდან არ დაფიქსირებულა.

 


ფასების ზრდამ ამერიკაში 7% შეადგინა, თუმცა, მინისტრის აზრით, ეს დროებითი მოვლენაა და ეკონომიკური სიტუაცია ქვეყანაში, მათ შორის შრომის ბაზარზე, სწრაფად უმჯობესდება.



„ჩვენი ეკონომიკის ზრდის ტემპებმა ყველაზე ოპტიმისტურ მოლოდინებს გადააჭარბა, რაც დაკავშირებულია მოსახლეობის ვაქცინაციის მაღალ დონესთან და მოსახლეობისთვის მნიშვნელოვანი ფინანსური დახმარების გაწევასთან. 2021 წლისთვის მოსალოდნელია ეკონომიკური ზრდა 5,3%-ით, ხოლო 2022 წელს - 3,3%-ით. სავარაუდოდ, ამ მოლოდინებს ახალი კოვიდ-შეზღუდვები და მიწოდების ჯაჭვში შეფერხებები ვერ შეცვლის“, - მიიჩნევს აშშ-ის ფინანსთა მინისტრი.

 


kommersant.ru





„საიდუმლო ოთახი“ ხელოვნების სასახლეში 18 მაისიდან გაიხსნა – გიორგი კალანდია გადაცემაში „ბრენდი საქართველო“

„საიდუმლო ოთახი“ ხელოვნების სასახლეში 18 მაისიდან გაიხსნა – გიორგი კალანდია გადაცემაში „ბრენდი საქართველო“
access_time2022-05-18 18:30:34
18 მაისი მუზეუმების საერთაშორისო დღეა, მუზეუმების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ხელოვნების სასახლეში საინტერესო სიახლეებია დაგეგმილი, მათ შორის ერთ-ერთი ხელოვნების სასახლეში იმ „საიდუმლო ოთახის“ გახსნაა, რომელიც ლეგენდარული სიყვარულის ისტორიას უკავშირდება. სიყვარულის ისტორიაზე და საიდუმლო ოთახზე რადიო „კომერსანტის“ ეთერში ლევან კობერიძის საავტორო გადაცემაში „ბრენდი საქართველო“ ხელოვნების სასახლის გენერალურმა დირექტორმა გიორგი კალანდიამ ისაუბრა. ...

18 მაისი - ლარი თითქმის ყველა ვალუტასთან მიმართებით გამყარდა

18 მაისი - ლარი თითქმის ყველა ვალუტასთან მიმართებით გამყარდა
access_time2022-05-18 17:10:24
18 მაისი ვაჭრობის შედეგად ლარი აშშ დოლართან მიმართებით 2.12 თეთრით 2.9442-მდე გამყარდა. საერთაშორისო ვალუტებიდან ლარი ევროსთან 2.08 თეთრით 3.0973-მდე, ბრიტანულ ფუნტთან 4.23 თეთრით 3.6538-მდე, ლარი 100 რუსულ რუბლთან 3.48 თეთრით 4.5576-მდე, 10 უკრაინულ გრივნასთან 0.29 თეთრით 1.0014-მდე, 1000 სომხურ დრამთან კი 8.49 თეთრით 6.4031-მდე, თურქულ ლირასთან 0.25 თეთრით 0.1846-მდე, აზერბაიჯანულ მანათთან 1.23 თეთრით 1.7354-მდე გამყარდა.

რაიმე განსაკუთრებულის გაკეთების შესაძლებლობა არ გვაქვს - ფხაკაძე საწვავის ფასზე

რაიმე განსაკუთრებულის გაკეთების შესაძლებლობა არ გვაქვს - ფხაკაძე საწვავის ფასზე
access_time2022-05-18 16:25:08
საწვავზე საერთაშორისო ფასები რეკორდულად მაღალია, ამ სიტუაციაში რაიმე განსაკუთრებულის გაკეთების შესაძლებლობა არ გვაქვს, – ამის შესახებ „ვისოლ ჯგუფის“ პრეზიდენტმა, სოსო ფხაკაძემ მთავრობის ეკონომიკურ გუნდთან გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა. სოსო ფხაკაძის თქმით, ამ ეტაპზე, ფასების შემცირების რესურსი არ არსებობს.   „დღეს არის არაორდინალური ვითარება ომის გამო. დაახლოებით ერთი თვის წინ იყო ისეთი პროცესი, სამშვიდობო მოლაპარაკებები მიმდინარეობდა რუსეთ-უკრაინას შორის ასევე...

ლიბერთი პროექტის „ახალგაზრდული მეწარმეობა სოფლის განვითარებისთვის“ სტრატეგიული პარტნიორი გახდა

ლიბერთი პროექტის „ახალგაზრდული მეწარმეობა სოფლის განვითარებისთვის“ სტრატეგიული პარტნიორი  გახდა
access_time2022-05-18 14:55:01
ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის (ADC) დაფინანსებით, საქართველოში დაიწყო მასშტაბური პროექტი „ახალგაზრდული მეწარმეობა სოფლის განვითარებისთვის“ (RDYE). აღნიშნული პროექტის საწყის ღონისძიებას ესწრებოდნენ ავსტრიის განვითარების სააგენტოს (ADA) მმართველი დირექტორი, ფრიდრიხ შტიფტი, პროექტის განმახორციელებელი ორგანიზაციის ‘მერსი ქორფსის’ პროგრამის ოფიცერი აზიაში, სიმონა ჰერმეილოვა, RDYE პროექტის ხელმძღვანელი, უჩა ვარამაშვილი, სპორტის,...

ქეთევან წამებულის გამზირი დღეს (ფოტო კოლაჟი)

ქეთევან წამებულის გამზირი დღეს (ფოტო კოლაჟი)
access_time2022-05-18 20:00:21
ქეთევან წამებულის გამზირის რეაბილიტაციის პროცესი. 18 მაისი, 2022...


მსგავსი სიახლეები

up