ვირის რძით საპნების მწარმოებელმა ქართულმა კომპანიამ ახალი პროდუქცია გამოუშვა - „მალე საწარმოსაც გავაფართოვებთ“

ვირის რძით საპნების მწარმოებელმა ქართულმა კომპანიამ ახალი პროდუქცია გამოუშვა - „მალე საწარმოსაც გავაფართოვებთ“

access_time2019-09-19 21:00:02

ვირის რძით საპნების მწარმოებელმა ქართულმა კომპანიამ „დემა“ კიდევ ორი სახეობის პროდუქცია გამოუშვა. როგორც კომპანიის დამფუძნებელი მაია დევნოზაშვილი „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას აცხადებს, საპნებზე მოთხოვნა იმდენად მზარდია, რომ პატარა საწარმო შეკვეთებს ვეღარ ასწრებს, შესაბამისად, დღის წესრიგში მისი გაფართოვების საკითხი დადგა.მისივე თქმით, „დემას“ პროდუქცია სულ მალე კიდევ ერთი ახალი პლატფორმის, ონლაინ მაღაზიის საშუალებითაც გაიყიდება.


საპნების მწარმოებელმა ქართულმა კომპანიამ „დემა“ ვირის რძით დამზადებული საპნები დაახლოებით, ერთი წლის წინ გამოუშვა. როგორც მაია დევნოზაშვილი აცხადებს, პროდუქცია ბებიის რეცეპტით მზადდება, რომელსაც სხვადასხვა სახის მცენარეებზე დამზადებული სამკურნალო მალამო ემატება.საოჯახო ტიპის საწარმო ბოლნისის რაიონის სოფელ ბალიჭში მდებარეობს და გარდა საპნებისა, სარეცხ საშუალებასაც უშვებს, რომელიც ანტიალერგიულია.


მაია დევნოზაშვილის თქმით, თავდაპირველად პროდუქცია მხოლოდ ოჯახისთვის, სახლის პირობებში მზადდებოდა, თუმცა 2016 წლიდან უკვე მცირე ბიზნესად იქცა.ამ ეტაპზე კომპანია 32-მდე სახეობის პროდუქტს უშვებს, რომელიც ძირითადად, ადგილობრივ ნედლეულზე (გვირილა, კურკუმა, თავშავა, პიტნა, ცაცხვზე, ჭინჭარი და სხვა. სამკურნალო მცენარეები) მზადდება.როგორც მაია დევნოზაშვილი აცხადებს, მცენარეები, ასევე, ვირის რძე ადგილობრივია, მხოლოდ ზეითუნის ზეთია ესპანეთიდან იმპორტირებული.


მისივე ინფორმაციით, პროდუქცია ამჟამად ერთ-ერთ სააფთიაქო ქსელში, ასევე „ევროლაინსა“ და თბილისის ტურისტულ უბნებში მდებარე სხვადასხვა მაღაზიაში იყიდება, მისი ღირებულება კი 8-დან 12 ლარამდე მერყეობს.


„სულ ახლახანს დავამატეთ კიდევ 2 სახეობის პროდუქცია. ეს არის ევკალიპტის და ლავანდას საპონი. ასევე, სპეციალურად თმისთვის შევქმენი, ოროვანდის, აბუსალათინის ზეთის, ჭინჭრის, პიტნისა და ბირკალისგან დამზადებული საპონი. ის ხელს უწყობს ახალი თმის ამოსვლას და აჩერებს თმის ცვენას. რაც შეეხება ევკალიპტს და ლავანდას, კანისთვის არის განკუთვნილი, ანთებითი პროცესების საწინააღმდეგოა, თან დამამშვიდებელი ეფექტი აქვს“,- ამბობს მაია დევნოზაშვილი.



ახალი პროდუქციის საბითუმო ფასი 6-დან 7 ლარამდეა. მისი შეძენა კი სულ მალე ახალი პლატფორმის საშუალებითაც იქნება შესაძლებელი.

„სულ მალე კიდევ ერთი გაყიდვის წერილი დაგვემატება. კერძოდ, „თბს ბანკმა“ გააკეთა ონლაინ მაღაზია, სადაც ჩვენ პროდუქციაც გაიყიდება.ასევე მოლაპარკებას ვგეგმავთ ერთ-ერთ აფთიაქთან, უბრალოდ, რატომღაც ერთდროულად ვერცერთმა მხარემ ვერ მოვიცალეთ და ჯერ-ჯერობით მათ ქსელში არ შევსულვართ“,- აცხადებს მაია დევნოზაშვილი.


როგორც „დემას“ დამფუძნებელი აღნიშნავს, პროდუქციაზე, განსაკუთრებით კი ვირის რძის საპონზე მოთხოვნა საკმაოდ მაღალია, რის გამოც არსებული საწარმოს გაფართოვება გახდა საჭირო.


„საწარმოს გაფართოვებას ვგეგმავთ, რადგან არსებული ფართი პატარაა, შეკვეთები კი გაცილებით მეტია. იმავე ტერიტორიაზე გვინდა შედარებით დიდი ფართობის ათვისება. ჯერჯერობით ვადებს ვერ გიკოკრეტებთ, მაგრამ რაც შეიძლება ახლო მომავალში ვაპირებთ. იმიტომ, რომ ჩვენს საპნებზე მოთხოვნა საკმაოდ მზარდია. თავიდან უპირატესობას არომატებს ანიჭებდნენ, მაგრამ ვინც „დემას“ საპნები გამოიყენა, ჩვენი მომხმარებლი გახდა და მიხვდა, რომ სუნი არ არის მთავარი ფაქტორი, გაცილებით ეფექტიანია ის საპნები, რომელსაც არანირი არომატი არ აქვს. სხვათაშორის, გერმანიიდან გვყავდა სტუმრები და მათაც სულ უსუნო საპნები წაიღეს. ამასთან, დიდია მოთხოვნა


ქართველი ემიგრანტების მხრიდანაც, მაგრამ ჩვენ ჯერ ექსპორტს ვერ ვიწყებთ, რადგან ბიო სერთიფიკატია საჭირო. ჩვენს პროდუქციას შორის კი, ყველაზე პოპულარული ვირის რძის საპონია. ამის გამო, პროდუქტის წარმოება მნიშვნელოვნად გავზარდეთ“,- აცხადებს მაია დევნოზაშვილი.


BPN






ლევან კობერიძე - საკრედიტო-საგარანტიო ფონდისთვის წელს გამოყოფილი 20 მილიონიდან თეთრიც არ არის ათვისებული

ლევან კობერიძე - საკრედიტო-საგარანტიო ფონდისთვის წელს გამოყოფილი 20 მილიონიდან თეთრიც  არ არის ათვისებული
access_time2019-10-23 18:15:39
პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი ლევან კობერიძე სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ პოსტს აქვეყნებს, რომელსაც „კომერსანტი“ უცვლელად გთავაზობთ: „ეკონომიკის მინისტრს, ქალბატონ ნათია თურნავას რამდენიმე დღის წინ სადეპუტატო შეკითხვა გავუგზავნე - რომელ პროექტებში აითვისეს 2019 წლის ბიუჯეტიდან ის 20 მლნ ლარი, რომელიც ჩემი და პარლამენტარი კოლეგების, ჯერ კიდევ წინა ეკონომიკის მინისტრის დიმიტრი ქუმსიშვილის ინიციატივით და ჩართულობით შექმნილი საკრედიტო-საგარანტიო ფონდში ჩაიდო სპეციალურად ფარგლებში მცირე და...

სადაზღვევო სექტორი „კუს ნაბიჯებით“ ვითარდება

სადაზღვევო სექტორი „კუს ნაბიჯებით“ ვითარდება
access_time2019-10-23 19:15:07
მოზიდული პრემიების მიხედვით, საქართველოს სადაზღვევო სექტორი განვითარებადი ქვეყნების რიგში ერთ-ერთი აუტსაიდერია.საქართველოში სადაზღვევო სექტორი მუდმივად ერთ–ერთ ყველაზე პერსპექტიულ მიმართულებად ითვლება. ქართველი თუ უცხოელი ექსპერტები ხშირად მიუთითებენ იმაზე, რომ სადაზღვევო სექტორს განვითარების საკმაოდ დიდი რესურსი გააჩნია, თუმცა ფაქტია, რომ დღემდე ეს ბიზნესი საკმაოდ ნელი ტემპით ვითარდება. არსებულ რეალობას განაპირობებს ისიც, რომ, ერთი მხრივ საქართველოს მოსახლეობას საკმაოდ დაბალი...

„რეფინანსირების განაკვეთი ასეთ მაღალ ნიშნულზე 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ არ ყოფილა“

„რეფინანსირების განაკვეთი  ასეთ მაღალ ნიშნულზე 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ არ ყოფილა“
access_time2019-10-23 20:15:50
„რეფინანსირების განაკვეთი 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ არ ყოფილა ასეთ მაღალ ნიშნულზე. როგორც ჩანს ეროვნულ ბანკში კიდევ უფრო ცუდი მდგომარეობის მოლოდინი აქვთ ვიდრე დღეს ქვეყანაში გვაქვს, სწორედ ამიტომ გადადგეს ძალიან მკაცრი ნაბიჯი“,- ასე აფასებს „საზოგადოება და ბანკების“  ხელმძღვანელი გიორგი კეპულაძე საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც რეფინანსირების განაკვეთი 1 პროცენტული პუნქტით, 8.5 პროცენტამდე, გაიზარდა....

კობა გვენეტაძე - ეროვნული ბანკის ახალი შენობის აშენებას, შესაძლოა, 3-4 ან მეტი წელი დასჭირდეს, ჯერჯერობით, არსად გადასვლაზე და არაფრის გაყიდვაზე არაა საუბარი

კობა გვენეტაძე - ეროვნული ბანკის ახალი შენობის აშენებას, შესაძლოა, 3-4 ან მეტი წელი დასჭირდეს, ჯერჯერობით, არსად გადასვლაზე და არაფრის გაყიდვაზე არაა საუბარი
access_time2019-10-23 16:52:48
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, სებ-ის ახალი სათავო ოფისის მშენებლობასთან დაკავშირებით განმარტება კიდევ ერთხელ გააკეთა.როგორც გვენეტაძემ აღნიშნა, ახალი ოფისის მშენებლობის საჭიროება ინსტიტუციის ფუნქციების გაზრდას უკავშირდება. „ჩვენ უკვე გავაკეთეთ განმარტები ამის შესახებ. სამწუხაროდ, სხვადასხვა ფაქტის არასწორი ინტერპრეტირება გაკეთდა . შეგახსენებთ, რომ ეროვნული ბანკი საქართველოს კონსტიტუციით დამოუკიდებელია თავის საქმიანობაში. მას უფლება აქვს დამოუკიდებლად დადოს...

ირაკლი კოვზანაძე: ეროვნული ბანკის გადაწყვეტილება საჭირო და აუცილებელია, თუმცა რეალობა აჩვენებს, რომ ცოტა დაგვიანებულია

ირაკლი კოვზანაძე: ეროვნული ბანკის გადაწყვეტილება საჭირო და აუცილებელია, თუმცა რეალობა აჩვენებს, რომ  ცოტა დაგვიანებულია
access_time2019-10-23 16:51:10
„ ეროვნული ბანკის გადაწყვეტილება რეფინანსირების განაკვეთის 1 % -ით გაზრდის შესახებ საჭირო და აუცილებელია, თუმცა რეალობა აჩვენებს, რომ ცოტა დაგვიანებულია, სჯობდა ასეთი ნაბიჯების გადადგმა დაეწყო უფრო ადრე“-ასე გამოეხმაურა პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავჯდომარე დღეს მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას. ირაკლი კოვზანაძის თქმით, ეროვნულ ბანკს მონეტარული პოლიტიკის გამკაცრება უფრო ადრე უნდა დაეწყო, იქიდან გამომდინარე, რომ ინფლაცია მნიშვნელოვნად აცდენილია...


მსგავსი სიახლეები

up