ვირის რძე, ჩაი, კურკუმა, ჭინჭარი... ბებიის რეცეპტით დამზადებულ თავის მოვლის საშუალებებს, ჩაის საპონიც დაემატა -  რატომ მოუწია „დემას“ პროდუქტების გაძვირება

ვირის რძე, ჩაი, კურკუმა, ჭინჭარი... ბებიის რეცეპტით დამზადებულ თავის მოვლის საშუალებებს, ჩაის საპონიც დაემატა - რატომ მოუწია „დემას“ პროდუქტების გაძვირება

access_time2021-07-25 12:00:37

ვირის რძით დამზადებული თავის მოვლის საშუალებებს, ახლა უკვე ჩაის საპონიც დაემატა. როგორც კომპანია „დემას“ დამფუძნებელი „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას აცხადებს, ეს არის რეგენერაციის აღმდგენი ერთ-ერთი საუკეთესო საშუალება, შესაბამისად, მომხმარებლებშიც დიდ მოწონებას იმსახურებს.

თუმცა, მაია დევნოზაშვილის თქმით, ნედლეულის გაძვირების გამო, „დემას“ პროდუქტების ფასიც დაახლოებით, 50-60%-ით გაიზარდა.

ცნობისთვის, საპნების მწარმოებელმა ქართულმა კომპანიამ განსაკუთრებული ყურადღება ვირის რძით დამზადებული საპნებით მიიპყრო. როგორც კომპანიის დამფუძნებელმა „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას აღნიშნა, პროდუქცია ბებიის რეცეპტით მზადდება, რომელსაც სხვადასხვა სახის მცენარეებზე დამზადებული სამკურნალო მალამო ემატება.

საოჯახო ტიპის საწარმო ბოლნისის რაიონის სოფელ ბალიჭში მდებარეობს დაგარდა საპნებისა, სარეცხ საშუალებასაც უშვებს, რომელიც ანტიალერგიულია.

მაია დევნოზაშვილის თქმით, თავდაპირველად პროდუქცია მხოლოდ ოჯახისთვის, სახლის პირობებში მზადდებოდა, თუმცა 2016 წლიდან, მას შემდეგ, რაც კომპანიამ 5000 ლარიანი დაფინანსება მოიპოვა, უკვე მცირე ბიზნესად იქცა.

საწარმოში, რომლის შენობაც ოჯახის საკუთრებაა, ჯერჯერობით მხოლოდთავადვე მუშაობენ.


კომპანიის მიერ წარმოებული მყარი საპნები ყოველდღიური ჰიგიენური მოხმარებისთვის არის განკუთვნილი. მისი დამზადებისთვის კი მაია დევნოზაშვილი გვირილას, კურკუმას, თავშავას, პიტნას, ცაცხვს, ჭინჭარს დასხვა მრავალ მცენარეს იყენებს. რაც შეეხება ნედლეულს, მცენარეები, ასევე, ვირის რძე ადგილობრივია, კომპანიას მხოლოდ ზეითუნის ზეთი შემოაქვს ესპანეთიდან.

ამ დროისთვის კომპანია უკვე 35-ზე მეტი დასახელების ჰიგიენის, თავისმოვლისა და კოსმეტიკურ საშუალებებს აწარმოებს.

„საწარმო გავაფართოვეთ, მანამდე პატარა ოთახში ვამზადებდით პროდუქტებს. თუმცა, დამატებით კადრები არ აგვიყვანია. რაც შეეხება წარმოებას, დავამატეთჩაის საპონი. ზოგადად, ჩაი რეგენერაციის აღმდგენია და ძალიან კარგიპროდუქტი გამოვიდა. ასევე, ვამზადებთ მიცერალურს, რომელსაც ძალიან კარგიშედეგები აქვს.

რაც შეეხება ფასებს, იქიდან გამომდინარე, რომ ნედლეული ძალიან გაძვირდა, ჩვენც მოგვიწია პროდუქციისთვის ფასის მომატება. მაგალითად, ზეთებიგაძვირდა თითქმის, 80-100%-ით, შესაბამისად, ჩვენი პროდუქციის ღირებულებაც50-60%-ით გაიზარდა და ახლა უკვე, სხვადასხვა პროდუქტებზე ფასები 8-დან 16 ლარამდე მერყეობს“, -ამბობს მაია დევნოზაშვილი.

მისი თქმით, მიუხედავად პროდუქტის გაძვირებისა და პანდემიისა, მომხმარებელთა რაოდენობა სულ უფრო იზრდება.

„ჩვენი პროდუქტები საზღვარგარეთაც გაქვთ ემიგრანტებს, გვყავს ერთგული მომხმარებლებიც, რომლებმაც ერთხელ შეიძინეს და მას შემდეგ ჩვენი მუდმივიკლიენტები გახდნენ. ზოგადად კი, „დემას“ პროდუქტების მოხმარება მზარდი ტენდენციით ხასიათდება. ჩვენი პროდუქტების შეძენა რამდენიმე მაღაზიაში დაასევე აფთიაქებშია შესაძლებელი.

რაც შეეხება პანდემიის სირთულეებს, დაბრკოლებები იყო. მაგალითად, ადრეყველა გამოფენაში ვიღებდით მონაწილეობას, რაც რეალიზაციი სმაჩვენებელზეც კარგად ისახებოდა, ახლა კორონა ვირუსის გამო, მსგავსი აქტივობები თითქმის აღარ ტარდება“,- ამბობს მაია დევნოზაშვილი.






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up