ვირჯინიის შტატში დრონის საშუალებით ტვირთების მიწოდება დაიწყო

ვირჯინიის შტატში დრონის საშუალებით ტვირთების მიწოდება დაიწყო

access_time2019-10-20 19:55:42

აშშ-ში, ვირჯინიის შტატის ქალაქ კრისტიანსბერგში, რომლის მოსახლეობაც 20 ათასი ადამიანია, დრონების საშუალებით ტვირთების მიწოდება ამოქმედდა. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა The Washington Post-ი წერს.

კომპანია Wing-მა აშშ-ის ფედერალური საავიაციო სამმართველოს შესაბამისი ლიცენზია აპრილში მიიღო და ქალაქის ერთ-ერთ ბიზნესპარკში 12 დრონი განათავსა. პროექტს შეუერთდა ერთ-ერთი საცალო სავაჭრო ქსელი, რომელმაც მომხმარებლებს 100 დასახელების მედიკამენტი და საკვები პროდუქტი შესთავაზა. აპლიკაციით შეკვეთილი საქონელი მომხმარებელს შეკვეთიდან 10 წუთში მიუვა, რის შემდეგაც დრონი დასატენად სადგურზე დაბრუნდება. აშშ-ის კანონმდებლობით ავტომატიზებული მიწოდება ჯერჯერობით აკრძალულია, ამიტომ შეკვეთის მიწოდებას ოპერატორი აკონტროლებს, რომელსაც ერთდროულად 5 დრონის კოორდინირება შეუძლია.

ქალაქის მერიის განცხადებით, სერვისთან დაკავშირებით საჩივარი ჯერ არ დაფიქსირებულა. რაც შეეხება კომპანიებს, ისინი ამბობენ, რომ თვითმფრინავებისა და ვერტმფრენებისთვის დაწერილი კანონმდებლობა მათ შესაძლებლობებს უზღუდავს, თუმცა ადრე თუ გვიან დრონებისთვის ცალკე რეგულაციების დაწერა გახდება აუცილებელი.



imedinews

თეგები:
დრონი



ნათია თურნავა: დარჩება ქვეყნები, რომლებთანაც ალბათ სავალდებულო კარანტინს შევინარჩუნებთ

ნათია თურნავა: დარჩება ქვეყნები, რომლებთანაც ალბათ სავალდებულო კარანტინს შევინარჩუნებთ
access_time2020-06-06 21:27:10
„გვექნება ძალიან გამჭვირვალე, მკაფიო კრიტერიუმები და პირველ რიგში იმ ქვეყნებიდან დავიწყებთ ტურისტების მიღებას, რომლებიც ამ კრიტერიუმებს უპასუხებენ“, - ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ „ქრონიკაში“...

იაპონია საქართველოს სამედიცინო დანადგარებით დაეხმარება

იაპონია საქართველოს სამედიცინო დანადგარებით დაეხმარება
access_time2020-06-06 17:31:53
დღეს იაპონიის მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება საქართველოს აღმოუჩინოს მხარდაჭერა სამედიცინო დანადგარებით. დეტალები დაზუსტდება ორმხრივი შეთანხმების შედეგად. ამჟამად მიმდინარეობს სამუშაო პროცესი იაპონიისა და საქართველოს მთავრობებს შორის რათა დროულად მოეწეროს ხელი ორმხრივ შეთანხმებას. საქართველოს მოსახლეობა გაერთიანებულია ახალი კორონავირუსის საფრთხის წინაშე და შედეგიც შთამბეჭდავია. იაპონიის მთავრობამ გადაწყვიტა საქართველოს აღმოუჩინოს სამედიცინო მხარდაჭერა მსოფლიოში ახალი კორონა ვირუსის...

რატომაა წამლები იაფი თურქეთში, ვიდრე ჩვენთან?- ვთავაზობთ სამინისტროს, თურქეთი გავხსნათ

რატომაა წამლები იაფი თურქეთში, ვიდრე ჩვენთან?- ვთავაზობთ სამინისტროს, თურქეთი გავხსნათ
access_time2020-06-06 16:00:33
...

ლიბერთის მობაილ ბანკით სარგებლობა უკვე მობილური ინტერნეტის გარეშეც შესაძლებელია

ლიბერთის მობაილ ბანკით სარგებლობა უკვე მობილური ინტერნეტის გარეშეც შესაძლებელია
access_time2020-06-06 13:00:27
ლიბერთი აგრძელებს ზრუნვას სოციალური პასუხისმგებლობის...

Wizz Air-ი ქუთაისიდან ფრენის მიმართულებებს ამცირებს, ცვლილებებია ავიაკომპანიის ბაზირების სხვა აეროპორტებშიც

Wizz Air-ი ქუთაისიდან ფრენის მიმართულებებს ამცირებს, ცვლილებებია ავიაკომპანიის ბაზირების სხვა აეროპორტებშიც
access_time2020-06-06 13:38:15
დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Wizz Air ქუთაისის აეროპორტიდან ფრენებს ამცირებს. საუბარია 19 მარშრუტზე, მათ შორის შარლერუას და ეინდჰოვენის მიმართულებაზე. დაბალბიუჯეტიანი გადამზიდველის ოპერირების გეგმები აღმოსავლეთ ევროპის სხვა ბაზირების აეროპორტებთან...


მსგავსი სიახლეები

up