ვიქტორ ყიფიანი - Credit Suisse-ის მენეჯმენტის მხრიდან ლოგიკური იქნება, იფიქროს საკითხის მოგვარების გზებზე, რადგან ნებისმიერ დავაში გახვევა, მისი ფინანსური რეპუტაციისთვის საზიანოა

ვიქტორ ყიფიანი - Credit Suisse-ის მენეჯმენტის მხრიდან ლოგიკური იქნება, იფიქროს საკითხის მოგვარების გზებზე, რადგან ნებისმიერ დავაში გახვევა, მისი ფინანსური რეპუტაციისთვის საზიანოა

access_time2022-07-28 15:20:00

ბანკის შვილობილი კომპანია, რომელიც ბერმუდაში მოპასუხედ გამოდის, გამტყუნდა ჯერ კიდევ მარტში, 25 ივლისის გადაწყვეტილება ეხება აღსრულების საკითხს, – ამის შესახებ ბიძინა ივანიშვილის ადვოკატმა ვიქტორ ყიფიანმა განაცხადა.


„ვიდრე ამ გადაწყვეტილების აღსრულებაზე ვისაუბრებთ, მინდა გითხრათ მედიაში და სხვადასხვა კომენტარებში ორი საკითხის ერთმანეთში აღრევა ხდება და ეს აუცილებლად უნდა გავმიჯნოთ.


მოგეხსენებათ, ჩვენ არაერთგზის სხვადასხვა კომენტარებში, ძალიან გასაგებად ვთქვით იმ პრობლემაზე, რომელიც ივანიშვილის, როგორც ბენეფიციარის მხრიდან კონკრეტულ აქტივებზე წვდომას და მათ განკარგვას უკავშირდება. მინდა, საგანგებოდ აღვნიშნო, რომ ამ თემას და საქმეს არანაირი შეხება არ აქვს ბერმუდასთან მიმდინარე პროცესთან. ეს არის აბსოლუტურად სხვა თემა, რომელიც სათავეს იღებს 4 მარტის მოვლენებით.


ჩვენ ეს პროცესი მოვნათლეთ და შევაფასეთ როგორც პოლიტიზირებული, რადგან ბანკის მხრიდან მივიღეთ არაერთგზის სხვადასხვა უცნაური დასაბუთებაც, დაწყებული აღმოსავლეთ ევროპაში გეოპოლიტიკური ვითარებით და ბოლო საბუთი, რომელიც ამოიფარა ტრასტმა, რომ გაემართლებინა შეზღუდვა ჩვენი წვდომისა, იყო ევროპარლამენტის რეზოლუცია საკამათო და დაუსაბუთებელი ჩანაწერით. ეს არის განსხვავებული საკითხი“, – განაცხადა ადვოკატმა.


მისივე თქმით, თანხა რეალურად ბანკის ანგარიშზე არ არის, არის სხვა ბანკის ანგარიშზე.


„ვინმეს თუ გაუჩნდება კითხვა, რომ შეიძლება, ბანკის მოტივი არის, ეს თანხა არ გავიდეს ბანკიდან და ამ თანხის გასვლამ არ იმოქმედოს ბანკის მოგება-ზარალზე, ეს არ არის კავშირში ბანკის ფინანსურ მდგომარეობასთან, რომელიც არც თუ სახარბიელოა, რბილად რომ ვთქვათ. თანხა არის სხვა ბანკის ანგარიშზე, თუმცა იმართება ბანკის შექმნილი „ტრასტის“ მიერ. ამ მხრივ ბანკის მიმართ ჩვენი პრეტენზია რა თქმა უნდა, რჩება.


რაც შეეხება 25 ივლისის გადაწყვეტილებას, მარტში დაეკისრა 607 მილიონ 350 ათასი და 25 ივლისის გადაწყვეტილებით მოხდა საკითხის განხილვა, თუ როგორ აღსრულდება ეს გადაწყვეტილება.



გადაწყვეტილება მას შემდეგ, რაც შევიდა ძალაში, ექვემდებარებოდა დაუყოვნებლივ აღსრულებას. ბანკის მიერ შექმნილი „ტრასტი“ აცნობიერებდა, რომ მისი შუამდგომლობა აღსრულების შეჩერებაზე იქნებოდა წარუმატებელი და შესთავაზა სასამართლოს, როგორც ალტერნატივად და ჩვენს სასარგებლოდ პირდაპირი გარანტია შესთავაზა.


ჩვენი მხრიდან გარანტიის მექანიზმი იქნა დაწუნებული მიზეზით, პირველი გარანტია სხვა არაფერია თუ არა მორიგი სახელშეკრულებო ვალდებულება ბანკის მხრიდან და ჩვენ დავუსაბუთეთ სასამართლოს, რომ ისევე როგორც წარსულში, ბანკმა არაერთხელ დაარღვია სხვა ხელშეკრულებით გათვალისწინებული გარანტიები. ასევე თანაბარი წარმატებით შეიძლება ყოფილიყო დარღვეული. მეორე მიზეზი იყო – ვინაიდან ბანკის დღევანდელი ფინანსური ვითარება არის ძალიან საორჭოფო, ჩვენ ჩავთვალეთ, რომ საშუალოვადიან პერსპექტივაშიც კი, ასეთი ვალდებულება, ვერ ვიტყვი, რომ ფარატინა ქაღალდია მეთქი, მაგრამ დიდი წონის და მნიშვნელობის მატარებელი ვერ იქნებოდა.


ამიტომ ჩვენი კონტრარგუმენტი იყო, რომ რეალური ფულის განთავსება მომხდარიყო სპეციალური შექმნილ ანგარიშზე და ამ არგუმენტების გაცვლის შედეგად, 25 ივლისის გადაწყვეტილებით, ბანკს დაეკისრა რეალურად ფიზიკური თანხის განთავსება სხვა შვეიცარიულ ბანკში. ეს თანხა განთავსებული იქნება, ვიდრე ბანკი არ ამოწურავს ყველა აპელაციას, მაგრამ ბუნებრივია, ჩვენთვის ეს არის ყველაზე მაღალი რანგის და ყველაზე მაღალი ხარისხის უზრუნველყოფის ფორმა. დარწმუნებული ვართ, რომ მიუხედავად იმისა, რა დაემართება ბანკს, ეს თანხა არის განთავსებული და შესაბამისად, ჩვენი მოთხოვნის დაკმაყოფილებას არაფერი არ ემუქრება. როდესაც ბანკი არის ასეთ ვითარებაში, აგერ ბერმუდას გადაწყვეტილება, აგერ სინგაპურში, სადაც ჩვენ ვიწყებთ არსებით განხილვას სექტემბერში და იქაც ჩემი გათვლებით ბანკს შეიძლება, დაეკისროს 800 მილიონზე მეტი, უკვე ავდივართ მილიარდ 500 მილიონზე. წამოვიწყეთ ასევე სასარჩელო წარმოება შედარებით ადრეულ ეტაპზე ვიმყოფებით შვეიცარიაში და იქაც გარკვეული თანხის დაკისრებას ველოდებით.


ასეთ ვითარებაში ალბათ დამეთანხმებით, რომ ლოგიკური იქნება ბანკის მენეჯმენტის მხრიდან, იფიქროს საკითხის მოგვარების გზებზე, რადგან მსხვილი ფინანსური ინსტიტუტების მხრიდან, მიუხედავად იმისა, მართალია თუ არა ნებისმიერ დავაში გახვევა, ეს არის პირველ რიგში საზიანო მისი ფინანსური რეპუტაციისთვის. Credit Suisse ისტორიას თუ გადავხედავთ, ყველა სკანდალთან და დავასთან მიმართებაში ბანკი ეძებდა ან იპოვა მორიგებით დასრულების გზები, ერთადერთი გამონაკლისი არის ჩვენი შემთხვევა, როდესაც ბანკი ჯიუტად არ ავლენს შეთანხმების უნარიანობას და ყველა მეთოდით ცდილობს დავის გაგრძელებას. ეს არის კითხვა, რომელიც უკავშირდება შეიძლება, რიტორიკულად დასმულ კითხვებს, რა ამოძრავებს ბანკის მენეჯმენტს და რატომ არის მათი დამოკიდებულება ასეთი ფინანსურად უგუნური და კომერციულად დაუსაბუთებელი, ჯერ საკუთარი ინსტიტუტის მიმართ და მერე მოსარჩელის დასაბუთებული მოთხოვნების მიმართ. წარსულში იყო რამდენიმე ფორმალური მცდელობა ბანკის მხრიდან, თითქოს მორიგების მიღწევის, მაგრამ ეს იყო ფორმალური და არაფრისმთქმელი.


ჩვენი მხრიდან ივნისში განხორციელდა საგნობრივი მცდელობა დავის მორიგებით დასრულების, როდესაც ჩვენ ჯამურ მოთხოვნაზე ბანკს შევთავაზეთ 20-პროცენტიანი დისკონტი და ეს ჩვენი წინადადება ჰაერში გამოეკიდა. ასეთ თანხაზე რაც მე დავასახელე 20-პროცენტიანი დისკონტი საკმაოდ მნიშვნელოვანი და კომპრომისული წინადადებაა.


იბადება კითხვა, რა დგას ასეთი ქმედების უკან, რატომ აგრძელებს ბანკის მენეჯმენტი ასე თვითდაზიანების რეჟიმში მუშაობას და ერთადერთი, რაც შეიძლება ითქვას ჩვენი მხრიდან, მიუხედავად ასეთი უჩვეულო დამოკიდებულებისა, სამართლებრივი ლოგიკა პროცესის განვითარების არის საჩვენო, დინამიკა არის მყარი ამ დავასთან დაკავშირებით და მთავარი წარმატება იქნება სასამართლო სხდომათა დარბაზებში. ჩვენ აღვნიშნეთ ბერმუდას გადაწყვეტილებები, იგივე მოლოდინში ვართ სინგაპურთან დაკავშირებით და ამ მხრივ ეჭვი არ გვეპარება, რომ შედეგი იქნება საჩვენო. აღსრულების ნაწილს რომ დავუბრუნდეთ, გადაწყვეტილების გამოქვეყნებიდან 42 დღეში ამ თანხის განთავსება უნდა მოხდეს სპეციალურად შექმნილ ანგარიშზე“, – განაცხადა ადვოკატმა.


კითხვაზე, თუ ბანკი სხვებთან ცდილობს მორიგებას, ამ შემთხვევაში რატომ სურს დავის გაგრძელება, ადვოკატმა აღნიშნა, რომ ეს დავა არის სამართლის ფარგლებს მიღმა.


„არის სხვადასხვა ფაქტები და გარემოებები, რომლებიც ბადებს საფუძვლიან ეჭვებს. ჩვენ მოგეხსენებათ, ფრთხილნი ვართ შეფასებებში და არ მივდივართ სიღრმეში, მაგრამ ასეთი სიჯიუტე, განგრძობითი ხასიათი დავის, რომელიც ანგრევს ბანკის რეპუტაციას, რა თქმა უნდა, ბადებს ეჭვს, რომ აქ სხვა რამე ხომ არ არისმ გარდა ბიზნესისა და კომერციის ინტერესისა“, – განაცხადა ყიფიანმა.


ბერმუდის უზენაესმა სასამართლომ Credit Suisse-ის შვილობილ კომპანიას 42 დღის ვადაში 607,35 მილიონი დოლარის გადახდა დააკისრა.


1tv.ge








ევროკავშირის ზოგიერთი ქვეყანა რუსული ბრილიანტის იმპორტის აკრძალვას ცდილობს

ევროკავშირის ზოგიერთი ქვეყანა რუსული ბრილიანტის იმპორტის აკრძალვას ცდილობს
access_time2022-09-25 23:00:23
ევროკავშირმა უნდა შეწყვიტოს ბრილიანტების იმპორტი რუსეთიდან, თქვა ბლოკის 27 ქვეყნიდან ხუთმა ერთობლივ წინადადებაში — აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი აქვეყნებს. ევროკავშირი ამზადებს ახალ სანქციებს მოსკოვის წინააღმდეგ უკრაინის ომის გამო. ევროკავშირს,...

კატასტროფული შედეგები დადგება, თუ მოსკოვი გამოიყენებს ბირთვულ იარაღს უკრაინაში - აშშ

კატასტროფული შედეგები დადგება, თუ მოსკოვი გამოიყენებს ბირთვულ იარაღს უკრაინაში - აშშ
access_time2022-09-25 22:00:43
შეერთებულმა შტატების განცხადებით კატასტროფული შედეგები დადგება, თუ მოსკოვი გამოიყენებს ბირთვულ იარაღს უკრაინაში, მას შემდეგ რაც რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა თქვა, რომ რეგიონები, სადაც ფართოდ აკრიტიკებენ რეფერენდუმებს, მიიღებენ სრულ დაცვას მოსკოვის მიერ ანექსიის შემთხვევაში — აღნიშნულის შესახებ...

Toyota Motor-ი რუსეთში ქარხანას ხურავს

 Toyota Motor-ი რუსეთში ქარხანას ხურავს
access_time2022-09-25 21:00:23
იაპონურმა Toyota Motor Corp-მა (7203.T) პარასკევს განაცხადა, რომ მან გადაწყვიტა შეწყვიტოს ავტომობილების წარმოება რუსეთში — აღნიშნულის შესახებ Reuters-ი წერს.   Toyota-მ მარტში შეაჩერა წარმოება სანკტ-პეტერბურგში მიწოდების...

დანია და გერმანია მსოფლიოში ყველაზე გრძელ გვირაბს ააშენებენ

დანია და გერმანია მსოფლიოში ყველაზე გრძელ გვირაბს ააშენებენ
access_time2022-09-25 20:00:29
(CNN) - ბალტიის ზღვის ქვეშ 40 მეტრამდე დაშვებით, მსოფლიოში ყველაზე გრძელი გვირაბი დააკავშირებს დანიასა და გერმანიას, რაც შეამცირებს მოგზაურობის დროს ორ ქვეყანას შორის, როდესაც ის 2029 წელს გაიხსნება. ათწლეულზე მეტი დაგეგმვის შემდეგ,...

რაც ჩვენ უნდა გავაკეთოთ არის უკრაინელების მხარდაჭერა - ლიზ ტრასი

რაც ჩვენ უნდა გავაკეთოთ არის უკრაინელების მხარდაჭერა - ლიზ ტრასი
access_time2022-09-25 19:00:12
დიდი ბრიტანეთის პრემიერ მინისტრმა ლიზ ტრასმა თქვა, რომ მოკავშირეები მტკიცედ უნდა დადგნენ უკრაინასთან დაკავშირებით — აღნიშნულის შესახებ Reuters-ი წერს.   ტრასი, რომელიც შეხვდა აშშ-ს პრეზიდენტს ჯო ბაიდენსა და...


მსგავსი სიახლეები

up