ვიქტორ დოლიძე სერგეი ლავროვს პასუხობს

ვიქტორ დოლიძე სერგეი ლავროვს პასუხობს

access_time2017-02-22 13:05:52

„არ მიკვირს, არც ახალია და არც რევოლუციური ჩემთვის ლავროვის განცხადებები“, - ასე გამოეხმაურა ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ვიქტორ დოლიძე რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვის მიერ გუშინ გაკეთებულ განცხადებებს.

 

მისივე თქმით, საქართველოს პასუხი უცვლელია და მყარი.

 

„ეს პასუხი მდგომარეობს იმაში, რომ საქართველო ადგას განვითარების გზას, საქართველო მიიწევს წინ, საქართველო არის, როგორც ინვესტორებისთვის, ასევე ტურისტებისთვის ძალიან მიმზიდველი ქვეყანა. ჩვენ ვაპირებთ განვითარებას, ჩვენ ვაპირებთ ინტეგრაციას, ვაპირებთ ჩვენი თანამოქალაქეების კეთილდღეობას და აქედან გამომდინარე, კიდევ უფრო სრულფასოვან ინტეგრაციას როგორც ნატო-ში, ასევე ევროკავშირში, რომელიც იქნება გარანტორი, როგორც რეგიონალური უსაფრთხოების, ასევე თვითონ რუსეთის უსაფრთხოების", - აღნიშნა დოლიძემ.


 

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის გაუქმების წინაპირობად რუს და ქართველ სამართალდამცავ ორგანოებს შორის „სრულფასოვან თანამშრომლობას" ასახელებს. ლავროვი საუბრობს ტერორისტების მიერ სამხრეთ კავკასიის რეგიონის მარშრუტის გამოყენების საფრთხეზე და აცხადებს, რომ ასეთ პირობებში სავიზო რეჟიმის გაუქმება როგორც დიპლომატიური ურთიერთობების, ისე უსაფრთხოების საკითხებს უკავშირდება.

 

„ინტერპრესნიუსი“



თავდამსხმელი 3 მძევალთან ერთად ბანკის შენობიდან გამოვიდა და მანქანით ტერიტორია დატოვა

თავდამსხმელი 3 მძევალთან ერთად ბანკის შენობიდან გამოვიდა და მანქანით ტერიტორია დატოვა
access_time2020-10-21 22:30:43
თავდამსხმელმა 3 მძევლის თანხლებით ზუგდიდში, საქართველოს ბანკის ფილიალის შენობა დატოვა.   ერთ-ერთი განთავისუფლებული მძევლის, ირაკლი კვარაცხელიას ცნობით, პოლიციელებმა თავდამსმხელს ფული მოუტანეს, რის შემდეგაც მან, სამართალდამცველებთან და მძევლებთან ერთად საქართველოს ბანკის ოფისი დატოვა.   გავრცელებულ კადრებში ჩანს, რომ თავდამსხმელს გამოსვლისას გახსნილი ხელყუმბარა ეჭირა ხელში.   ფორმულას ინფორმაციით, თავდამსხმელი პიკაპის ტიპის...

ზუგდიდში „საქართველოს ბანკზე“ თავდამსხმელმა კიდევ 2 მძევალი გაათავისუფლა

ზუგდიდში „საქართველოს ბანკზე“ თავდამსხმელმა კიდევ 2 მძევალი გაათავისუფლა
access_time2020-10-21 19:44:46
ზუგდიდში „საქართველოს ბანკზე“ თავდამსხმელმა 2 მძევალი გაათავისუფლა. როგორც „ინტერპრესნიუსის“ კორესპონდენტი ადგილიდან იუწყება, 2-მა ქალმა შენობა უკვე...

ვახტანგ გომელაური ზუგდიდში ჩავიდა

ვახტანგ გომელაური ზუგდიდში ჩავიდა
access_time2020-10-21 19:15:40
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური ზუგდიდის მერიაში იმყოფება. მინისტრი ხვდება ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს, ზუგდიდის მერს, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში სახელმწიფო რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებელ მალხაზ თორიას, შეხვედრას ესწრება ყველა ძალოვანი უწყების წარმომადგენელი. მერიის შენობის წინ სამხედრო ტექნიკაა მობილიზებული. ასევე, სამართალდამცველები იმყოფებიან „საქართველოს ბანკის“ შენობის პერიმეტრზე და საპოლიციო...

კახა საბანაძე - კატეგორიულად მოვითხოვთ მედიასაშუალებებისგან, მოხდეს ლაივსიგნალის გათიშვა, წინააღმდეგ შემთხვევაში კი, სახელმწიფო გამოიყენებს კანონმდებლობით არსებულ ყველა ბერკეტს

კახა საბანაძე - კატეგორიულად მოვითხოვთ მედიასაშუალებებისგან, მოხდეს ლაივსიგნალის გათიშვა, წინააღმდეგ შემთხვევაში კი, სახელმწიფო გამოიყენებს კანონმდებლობით არსებულ ყველა ბერკეტს
access_time2020-10-21 18:15:49
„მოგესალმებით, როგორც თქვენთვის ცნობილია, ზუგდიდში უმძიმეს შემთხვევასთან გვაქვს საქმე. მძევლად არიან აყვანილი ჩვენი მოქალაქეები. შეტყობინების მიღებისთანავე დაიწყო გამოძიება და მიმდინარეობს გადაუდებელი ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებები. შინაგან საქმეთა სამინისტრო აკეთებს მაქსიმუმს, რათა მოხდეს მძევლების გათავისუფლება და საპოლიციო ღონისძიება დასრულდეს მშვიდობიანად“ – განაცხადა ბრიფინგზე საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ კახაბერ საბანაძემ. ინფორმაციას ამის...

21 ოქტომბერი - რეგიონში მხოლოდ ქართული ლარი გაუფასურდა

21 ოქტომბერი - რეგიონში მხოლოდ ქართული ლარი გაუფასურდა
access_time2020-10-21 18:00:09
კორონავირუსის უარყოფითი ეფექტი რეგიონში ყველაზე მკვეთრად ქართული ლარის კურსზე აისახა. 2020 წლის განმავლობაში, ქართული ლარი აშშ დოლართან მიმართებაში დაახლოებით 12%-ით გაუფასურდა. შედარებისთვის, დაახლოებით 11%-ით არის შემცირებული თურქული ლირა, სომხური დრამი და აზერბაიჯანული მანათი კი 2%-ის ქვემოთ მერყეობს. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული 21 ოქტომბრის ვაჭრობის შედეგად, ქართული ლარის კურსი გაუფასურდა და ერთი აშშ დოლარის ღირებულებამ 3.2274 ლარი შეადგინა....


მსგავსი სიახლეები

up