საქართველო, აღმოსავლეთის პარტნიორობის ლიდერი ქვეყანა, პოლიტიკური კრიზისის წინაშე დგას, - განაცხადა ევროპარლამენტში საქართველოს საკითხზე გამართული დებატების დროს ევროპარლამენტარმა, ვიოლა ფონ კრამონმა.
„ეს აურზაური ორივე პოლიტიკური ბანაკის წარმომადგენლების ბრალია. ისინი ქვეყნის ინტერესებზე წინ საკუთარ ეგოს აყენებენ და თანამშრომლობას პოლარიზაციას ამჯობინებენ. კრიზისის გადასაწყვეტად ევროკავშირმა ფასილიტაციიდან მედიაციამდე უნდა გადაინაცვლოს“, - აღნიშნა ვიოლა ფონ კრამონმა.
ევროპარლამენტარმა ასევე განაცხადა, რომ გამოსავლის ქვაკუთხედი ქართველი ხალხი უნდა იყოს.
„მათ უნდა გადაწყვიტონ მომავალი არჩევნების ბედი და თარიღი. ეს არჩევნები იქნება მხოლოდ სწრაფი და არა გრძელვადიანი გამოსავალი. აბსოლუტურად ახალი საარჩევნო სისტემის გარეშე, ჩვენ პოლიტიკური კრიზისის კვლავ დაბრუნებას ვიხილავთ. მართლმსაჯულების რეფორმა და ოპოზიციისთვის გაზრდილი საპარლამენტო ზედამხედველობა პოლიტიკურ პრიორიტეტად უნდა იქცეს. ორივე მავნე ჩრდილოვანმა აქტორმა, სააკაშვილმაც და ივანიშვილმაც უნდა შეწყვიტონ პროცესებში ჩარევა. ევროკავშირმა საქართველოში უნდა იმოქმედოს. ჩვენ ვერ გამოვტოვებთ კიდევ ერთ კრიზისს ამ რეგიონში. მზად ვართ, რომ გზას გავუძღვეთ“, - განაცხადა ვიოლა ფონ კრამონმა.
imedinews.ge