ვინმეს სჯერა რომ მილიარდ დოლარს ჩადებს რომელიმე ჭკუათმყოფელი პროექტში, რომელიც დაინგრევა? - ზურაბ ჯაფარიძე

ვინმეს სჯერა რომ მილიარდ დოლარს ჩადებს რომელიმე ჭკუათმყოფელი პროექტში, რომელიც დაინგრევა? - ზურაბ ჯაფარიძე

access_time2021-03-01 14:00:40

გირჩი – მეტი თავისუფლებას ლიდერის, ზურაბ ჯაფარიძის თქმით, როგორც კი ნამახვანჰესის აქციაზე ბევრი ხალხი დაინახეს, მაშინვე დაიწყო პროტესტზე კაპიტალიზაციისა და სათავეში მოქცევის მცდელობები. ჯაფარიძე აცხადებს, რომ პრობლემა საკუთრების უფლების ფორმალურ გაუმიჯნაობაში, აქტივების ფორმალურად სახელმწიფოს ხელში არსებობასა და რეალურ მესაკუთრეთა უფლებების შელახვაშია. გირჩი – მეტი თავისუფლებას ლიდერის Facebook პოსტს კომერსანტი უცვლელად სთავაზობს.

 

„როგორც კი ბევრი ხალხი დაინახეს, ეგრევე დაიწყო პროტესტზე კაპიტალიზაციის და სათავეში მოქცევის მცდელობები

პრობლემა, როგორც ასეთი ტიპის კონფლიქტების აბსოლუტურ უმრავლესობა შემთხვევებში, საკუთრების უფლების ფორმალურ გაუმიჯნაობაში, აქტივების ფორმალურად სახელმწიფოს ხელში არსებობასა და რეალურ მესაკუთრეთა უფლებების შელახვაშია

სისტემა გვაქვს იდიოტურად მოწყობილი, მოყოლებული საბჭოთა კავშირიდან, რაც ასეთი ტიპის კონფლიქტებს გარდაუვალს ხდის

ინვესტორი მიდის მთავრობასთან, თეთრი და შავი ფულით ყიდულობს მშენებლობის ნებართვას და მთავრობა მას არწმუნებს რომ მან გადაიხადა ნებართვის შესაბამისი ფასი

სინამდვილეში რა ჯდება რეალურად ნებართვა დამოკიდებულია იმაზე რა ფასს ითხოვს ის ხალხი ვისაც იმ ტერიტორიაზე გააჩნია აქტივები, რომლებიც მათ ტრადიციულ და/ან ფორმალურ მფლობელობაშია და რომლებიც უნდა დათმონ ან რომელთა ფასიც შემცირდება ჰესის მშენებლობის შედეგად

სხვაობა ამ ორ ფასს შორის წარმოშობს კონფლიქტს


შესაბამისად, კითხვა - უნდა აშენდეს თუ არა ნამახვანი (ან რომელიმე სხვა ჰესი) უშინაარსოა.

თუ არსებობს ვიღაც, ვისაც აქვს აშენების სურვილი - ეს საკითხი უნდა გადაწყდეს ამ ვიღაცასა და ადგილობრივ მესაკუთრეებს შორის მოლაპარაკებით, რომელთა აქტივებსაც ეხებათ მშენებლობა

დანარჩენი ყველაფერი სისულელეა:

1. დიდი ჰესები არ გვინდა არის სისულელე. რანაირად არ გვინდა ან რატომ არ გვინდა? დიდი ჰესები არის უამრავ ქვეყანაში, რომელსაც აქვს წყლის რესურსი. დიდი ანუ კაშხლიანი ჰესი ნიშნავს რომ შესაძლებელია დაგუბება და დენის მაშინ გამომუშავება როცა ის ყველაზე მეტად გჭირდება (მაგალითად ზამთარში, ჩვენს შემთხვევაში, როცა პიკური მოთხოვნა ყველაზე მაღალი გვაქვს)

2. დიდი ჰესები საშიშია არის სისულელე. ნამახვანის საინვესტიციო ღირებულება არის მილიარდ დოლარამდე. ვინმეს გულწრფელად სჯერა რომ მილიარდ დოლარს ჩადებს რომელიმე ჭკუათმყოფელი პროექტში, რომელიც დაინგრევა? ან იმის სჯერა ვინმეს რომ მილიარდი დოლარის ჩამდებზე მეტად აინტერესებს კაშხლის უსაფრთხოება რომელიმე ქართული სამინისტროს რომელიმე ბიუროკრატს ან რომელიმე მწვანე არასამთავრობოს რომელიმე თანამშრომელს?

3. გარემოს შეცვლის / დააზიანებს არის სისულელე. რა თქმა უნდა შეცვლის. ადამიანები სულ ვცვლით გარემოს. მაგით განვსხვავდებით სხვა ცხოველებისგან რომ შეგვიძლია გარემოს საკუთარ სურვილებზე მორგება და ცხოვრების გაადვილება. სხვა შემთხვევაში ვისხდებოდით ახლაც მღვიმეში, სუფთა ჰაერით და წათლილი ქვით ხელში. გარემოს შეცვლა არ არის პრობლემა. პრობლემა იმაშია რომ ეს ‘გარემო’ ვიღაცის საკუთრებაა ან ამ ‘გარემოთი’ ვიღაცა სარგებლობს. და როდესაც სხვა ამ გარემოს ცვლის, იმათ ზიანი ადგებათ და შესაბამის კომპენსაციას ვერ იღებენ.

4. ადრე გვჭირდებოდა დიდი ჰესები და ახლა აღარ გვჭირდება, რაც პრეზიდენტმა სააკაშვილმა თქვა, ასევე არის სისულელე. ზემოთ უკვე დავწერე რატომ არის საკითხის ასე დაყენება (გვინდა თუ არა დიდი ჰესები) არასწორი, თუმცა ეს განცხადება კიდევ ერთხელ ადასტურებს რომ ამ ქვეყენაში პოლიტიკოსებს სჯერათ რომ როდესაც ძალაუფლებას ჩაიგდებენ ხელში, მათ უნდა წყვიტონ ადამიანების საკუთრების ბედი, მათ შორის სადმე, ვიღაცეების საკუთრებაზე უნდა აშენდეს თუ არა ჰესი ან ავტომაგისტრალი. და ამ ხედვებს იცვლიან იქიდან გამომდინარე რომელი პოზიციაა მოგებიანი პოლიტიკურად დროის კონკრეტულ მომენტში. დენი გვჭირდება, არანაკლებ ვიდრე ოდესმე გვჭირდებოდა. განვითარება მათ შორის თუ რამეს ნიშნავს, ნიშნავს იმას რომ ერთ სულ მოსახლეზე სულ უფრო მეტი ენერგია დაგვჭირდება. ანუ, ან გვექნება ენერგია და ვიქნებით მდიდრები ან არ გვექნება ენერგია და დავრჩებით წუმპეში. ასე მარტივად დგას საკითხი.

5. ბიტკოინებისთვის უნდა ბიძინას ეს ჰესი და ამიტომ არ გვინდა, რაც ასევე პრეზიდენტმა სააკაშვილმა თქვა, ასევე არის სისულელე. არვის საქმე არაა დენს ვინ რაში მოიხმარს. მანდ პრობლემა იმაშია რომ ის მაინინგის ფერმა, რომელშიც ბიძინას ფონდის ფული იდო, საგადასახადო შეღავათებით სარგებლობდა (არ ვიცი ისევ მისია თუ არა და არ ვიცი ისევ აქვს თუ არა შეღავათი), ანუ ჩვენ, მოსახლეობა ვასუბსიდირებდით ირიბად. უსამართლო საგადასახადო შეღავათია პრობლემა და არა კრიპტოვალუტის მაინინგისთვის დენის გენერირება ან გამოყენება, ვინც არ უნდა აკეთებდეს ამას.

6. და ბოლოს, რაც ყველაზე ხშირად მომხვდა ყურში - თურქების აშენებული არ გვინდა, თურქებს რატომ უნდა მივცეთ მიწა 40 წლიანი იჯარით? - არის არა უბრალოდ სისულელე, არამედ ძალიან საშიში სისულელე. არანაირი მნიშვნელობა არ აქვს ინვესტორის ეთნიკურ წარმომავლობას. მადლობა ვუთხრათ ნებისმიერს (!) ვინც აქ გადაწყვეტს თუნდაც 100 დოლარის ჩადებას, აქ, ამ საგიჟეთში. ვიღაცა შემოდის, მილიარდი დოლარის ჩადებას აპირებს აქ და პასპორტს ვუმოწმებთ?  40 წლიანი იჯარა გვგონია ბევრი? ესეთი ტიპის ქსენოფობია, რომელიც ბოლო ორი საუკუნის განმავლობაში რუსეთის იმპერიის მიერ კულტივირებულ ირაციონალურ შიშებს ეფუძნება, არის ნომერ პირველი მიზეზი იმისა რომ დღემდე ვზივართ წუმპეში. და ასეც დავრჩებით სანამ აზრზე არ მოვალთ., მშიერი, მაგრამ ამაყი, სანამ რუსეთი არ მოვა და მორიგ ჯერზე არ დაგვაჩმორებს.

პ.ს. ლაშა ჩხარტიშვილია იქ ლეიბორისტებიდან ერთადერთი გულწრფელი, ამ თემაზე რამდენჯერმე გვისაუბრია და მართლა სჯერა იმის რასაც ამბობს - რეგიონული პლებისციტით წყდებოდეს ეგეთი საკითხებიო“, - წერს ჯაფარიძე.





მთავრობის წვლილი წამლების გაძვირებაში - ცვლილება კანონში, რომელმაც მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობა შეზღუდა 

მთავრობის წვლილი წამლების გაძვირებაში - ცვლილება კანონში, რომელმაც მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობა შეზღუდა 
access_time2021-04-14 10:00:02
მედიკამენტების ფასები საქართველოს მოსახლობის ყველაზე დიდი, მოუგვარებელი პრობლემაა, პრობლემა რომლის შესახებაც იცის ყველამ. საკითხზე წლებია საუბრობს როგორც მმართველი გუნდი, ისე ოპოზიციური პარტიებიც და თვითონ ფარმაცევტული კომპანიებიც, თუმცა ფაქტი ერთია, საუბართან ერთად ფასები მხოლოდ და მხოლოდ იზრდება. 2011 წლიდან საქსტატის მონაცემებით სისხლძარღვთა გამაფართოებელი მედიკამენტების ფასი 105 პროცენტით, ტკივილგამაყუჩებელი მედიკამენტები 60 პროცენტით, ხოლო ანტიბიოტიკები 78 პროცენტით გაიზარდა. როგორც...

„2021-2026 წლებში მშპ 60%-ით გაიზრდება და 6782 აშშ დოლარი გახდება“ - მიხეილ დუნდუა

„2021-2026 წლებში მშპ 60%-ით გაიზრდება და 6782 აშშ დოლარი გახდება“ - მიხეილ დუნდუა
access_time2021-04-13 18:30:53
„სავალუტო ფონდის პროგნოზით საქართველოს მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი 2021 წლიდან გაუმჯობესდება, 2022 წელს 7.98%_მდე დაიწევს, 2024 წლიდან კი 6%_ს ჩამოცდება და 2026 წლისთვის 5.56%_მდე შემცირდება. ერთ სულ მოსახლეზე მშპ აშშ დოლარში 2021-2026 წლებში 60%_ით გაიზრდება და ერთ სულზე 6782 აშშ დოლარი გახდება“ - ამის შესახებ საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე მიხეილ დუნდუამ „კომერსანტთან“ განაცხადა. მიხეილ დუნდუას განცხადებით, საერთაშორისო სავალუტო ფონდის...

13 აპრილი - რეგიონში მხოლოდ ქართული ლარი გაუფასურდა

13 აპრილი - რეგიონში მხოლოდ ქართული ლარი გაუფასურდა
access_time2021-04-13 18:00:28
კორონავირუსის უარყოფითი ეფექტი ქართული ლარის კურსზე მკვეთრად აისახა. 2021 წლის 13 აპრილის ოფიციალური კურსების მიხედვით, წლის დასაწყისიდან ქართული ლარი აშშ დოლართან მიმართებაში დაახლოებით 15 პუნქტით გაუფასურდა. შედარებისთვის, დაახლოებით 68 პუნქტით არის გაუფასურებული თურქული ლირა, სომხური დრამი 16 პუნქტით გაუფასურდა და აზერბაიჯანული მანათი კი პრაქტიკულად უცვლელია. ეროვნული ბანკის მიერ 13 აპრილის ვაჭრობის შედეგად (რომლის ოფიციალური კურსი 14 აპრილისთვისაა) ეროვნული...

საქართველოს მთავრობა ლონდონის ბირჟაზე ახალი $500-მილიონიანი ევრობონდების განთავსებაზე განცხადებას აკეთებს

საქართველოს მთავრობა ლონდონის ბირჟაზე ახალი $500-მილიონიანი ევრობონდების განთავსებაზე განცხადებას აკეთებს
access_time2021-04-13 16:10:00
საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ, შერჩეულ საერთაშორისო და ადგილობრივ საინვესტიციო ბანკებთან (JP Morgan, Goldman Sachs, ICBC Standard, TBC Capital და Galt & Taggart), იურიდიულ მრჩევლებთან (Backer & McKenzie და BLC) და საერთაშორისო ფისკალურ აგენტთან (Citi) ერთად, დაასრულა ევრობონდების ლონდონის საფონდო ბირჟაზე განთავსებისთვის მოსამზადებელი ეტაპი. ინფორმაციას სამინისტრო ავრცელებს. „ტრანზაქცია დღეს ოფიციალურად გამოცხადდა Bloomberg-ის სავაჭრო პლატფორმაზე. 13 და 14...

დღის Top 10 საინტერესო ამბავი

დღის Top 10 საინტერესო ამბავი
access_time2021-04-13 21:00:13
დღის Top 10 საინტერესო ამბავი: 1.„ნამახვანჰესის მოქმედი ხელშეკრულებით აშენება მიუღებელია“ - სოციალური სამართლიანობის ცენტრი მშენებარე ნამახვანჰესის გარშემო პროტესტი გრძელდება. აქტივისტები პროექტის სრულ გაუქმებას ითხოვენ. მოწინააღმდეგეთა ერთი ნაწილისთვის თავად ჰესი...


მსგავსი სიახლეები

up