ბოლო წლებში ვინილის ფირფიტების გაყიდვები მზარდია. გამოცემა Rolling Stone-ს ცნობით, რომელიც აშშ-ის ხმის ჩამწერი ასოციაციის მონაცემებს ეყრდნობა, ვინილის ფირფიტები გაყიდვების ლიდერის პოზიციებს ბაზარზე 1986 წლის შემდეგ პირველად იბრუნებს.
გასულ წელს CD დისკების გაყიდვები 3-ჯერ შემცირდა. ეს ტენდენცია 2019 წელსაც არის შენარჩუნებული. გაომოცემის ცნობით, 2019 წლის პირველ ნახევარში ვინილის ფირფიტების გაყიდვის მაჩვენებელმა $224,1 მილიონი შეადგინა (8,6 მილიონი ცალი), ხოლო CD დისკებისამ $247,9 მილიონი (18,6 მილიონი ცალი)
ვინილის ფირფიტების გაყიდვების ზრდამ რამდენიმე ჯგუფს მოგება მოუტანა. მაგალითად 2018 წელს The Beatles-მა 300 ათასი ფირფიტა გაყიდა. Pink Floyd-მა, დევიდ ბოუიმ, Fleetwood Mac, Led Zeppelin, Jimi Hendrix -მა და Queen-მა დაახლოებით 100 ათასი.
imedinews.ge