ვინილი, კასეტა, Levi Jeans 505 - ძველმოდური პროდუქტები, რომლებიც თანამედროვე ბაზარზე სენსაციურად დაბრუნდნენ

ვინილი, კასეტა, Levi Jeans 505 - ძველმოდური პროდუქტები, რომლებიც თანამედროვე ბაზარზე სენსაციურად დაბრუნდნენ

access_time2022-01-16 22:30:37

კასეტები, ვინილები და სხვადასხვა ნივთები, რომლებმაც გარკვეული პერიოდის განმავლობაში აქტუალურობა დაკარგეს, დღეს ბაზარზე გრანდიოზულად ბრუნდებიან.

კლასიკურ ნივთებს ორმაგი და სამმაგი ფასიც კი დაედოთ. წარმოგიდგენთ რამდენიმე მათგანს:

ვინილი

1930-იან წლებში გამოჩენილი ვინილის ჩანაწერები მალე მსოფლიოში მუსიკის მოსასმენად ყველაზე პოპულარული საშუალება გახდა. თუმცა, ტექნოლოგიურმა მიღწევებმა, როგორიცაა კასეტები და CD-ები, ვინილი ყურადღების მიღმა დატოვა.

2021 წელს ვინილის ჩანაწერების გაყიდვამ პიკს მიაღწია. ბრიტანული ფონოგრაფიული ინდუსტრიის თანახმად, მხოლოდ დიდ ბრიტანეთში 2021 წელს ხუთ მილიონზე მეტი ვინილის ჩანაწერი გაიყიდა.


IKEA-ს Löwet მაგიდა

Lövet მაგიდა, IKEA-ს ბესტსელერი იყო, რომელიც მომხმარებელს თავად უნდა აეწყო. სამფეხა მაგიდა 1956 წელს გამოვიდა და მალევე შვედური ავეჯის კომპანიის ერთ-ერთი ყველაზე გაყიდვადი მოდელი გახდა.

2013 წელს IKEA-მ მე-20 საუკუნის შუა პერიოდის ავეჯის დიზაინი განაახლა და Lövet მაგიდა ხელახლა გამოუშვა. ახლა ის ცნობილია როგორც Lövbacken და ხელმისაწვდომია დიდ ბრიტანეთში, ნიდერლანდებში, IKEA-ს მაღაზიებში მთელს მსოფლიოში.


Levi Jeans 505

Levi Jeans 505, მე-20 საუკუნის ერთ-ერთი მოდური ჯინსი Levi Strauss & Co -მ 1967 წელს გამოუშვა, პოპულარული კი 1970-იანი წლების დასაწყისში გახდა. ამ სტილს უპირატესობას ანიჭებდნენ ბენდები, როგორიცაა Ramones და Blondie.

სტილი Levi's-მა 2016 წელს აღადგინა. Levi's-ის დიზაინი დღეს ერთ-ერთი ყველაზე გაყიდვადია.



Super 8 camera


Kodak-მა Super 8 camera პირველად 1965 წელს გამოუშვა. იმ დროს კამერა და ფილმის ფორმატი კინოსთვის სტანდარტი გახდა. მას შემდეგ, რაც ამ მოდელმა აქტუალურობა დაკარგა, Kodak-მა გადაწყვიტა კამერის განახლება და გაყიდვაში გაშვება ისევ გადაწყვიტა. ახალ ვერსიას აქვს თანამედროვე ვიზუალი და აღჭურვილია ციფრული მახასიათებლებით.



კასეტა

ბელგიაში Philips-ის მიერ 1962 წელს გამოგონილმა კასეტებმა რევოლუცია მოახდინეს მუსიკალურ ინდუსტრიაში. შემდეგ, 1979 წელს, ბაზარზე Sony-ს ლეგენდარული Walkman გამოჩნდა და კასეტების გაყიდვები გაიზარდა. 1980-იან წლებში კასეტები პოპულარული იყო, მაგრამ 1990-იან წლებში ისინი დისკებმა ჩაანაცვლა.

თუმცა, კასეტები მსოფლიო ბაზარზე ბრუნდებიან. ბრიტანული ფონოგრაფიული ინდუსტრიის მონაცემებით, მხოლოდ 2021 წელს დიდ ბრიტანეთში 190 000 კასეტა გაიყიდა. ეს არის ყველაზე მეტი გაყიდული კასეტა 2003 წლის შემდეგ.


Swan Teasmade

Swan Teasmade-მა უგემრიელესი ფინჯანი ჩაით ათწლეულების განმავლობაში დიდ ბრიტანეთში ასობით ათასი ადამიანი გააღვიძა, სანამ ის მოდიდან გადავიდოდა.

2001 წელს მისი გამოშვება შეწყდა. გაჯეტის ერთგული თაყვანისმცემლების მეშვეობით, კომპანიამ Swan Teasmade-ის წარმოება განაახლა. მისი ფასი დაახლოებით 100 დოლარია.


Raleigh Chopper ველოსიპედი

1970-იან წლებში Raleigh Chopper-ის ველოსიპედი წარმოდგენილი იყო საშობაო სურვილების ბევრ სიაში - იმ დროს ის ბავშვებისთვის საოცნებო ნივთი იყო. 1979 წლამდე, სანამ მისი წარმოება შეიცვლებოდა, 1,5 მილიონი ველოსიპედი გაიყიდა.

პოპულარული ველოსიპედის შეზღუდული გამოცემა 2014 წელს გამოვიდა და 400 ერთეული იყო.


Polaroid OneStep კამერა

Polaroid-მა კამერების დამზადება 1948 წელს დაიწყო და გაყიდვების პიკმა 1977 წელს მიაღწია. ამერიკაში ყველაზე გაყიდვადი კამერა OneStep Polaroid იყო.

90-იან წლებში Polaroid-ის რამდენიმე მოდელი ძალიან პოპულარული იყო. კამერა, რომელსაც შეეძლო ფოტოების მყისიერად დამუშავება, ფოტოგრაფებისთვის დიდ ფუფუნებას წარმოადგენდა. თუმცა, დროთა განმავლობაში ციფრულმა კამერებმა გაზარდა კონკურენცია და გაყიდვების მუდმივი კლების გამო 2009 წლისთვის კომპანიამ წარმოება შეაჩერა.

ჯგუფმა, რომელიც ცნობილია როგორც Impossible Project, გადაწყვიტა ემოქმედათ. 2017 წლის მაისში მათ შეიძინეს Polaroid Corporation-ის ბრენდი, ინტელექტუალური საკუთრება და ბოლო დარჩენილი ქარხანა ნიდერლანდებში. ანალოგური და ძველი სკოლის ტენდენციით შთაგონებულმა მათ გააცოცხლეს OneStep. პოპულარული მოდის ფოტოგრაფებსა და მხატვრებში, კამერა გაიყიდა, როგორც შეზღუდული გამოცემის ნაკრების ნაწილი, ფასი 470 აშშ დოლარია.


Sega Genesis / Mega Drive

1988 წელს გამოშვებული Sega Genesis, ცნობილი როგორც Sega Mega Drive, იყო იმ დროის ყველაზე გაყიდვადი კონსოლი. მთელ მსოფლიოში სულ 30,75 მილიონი Sega კონსოლი გაიყიდა, მაგრამ მოწყობილობის წარმოება შეწყდა 1997 წელს.

2019 წლის სექტემბერში Sega-მ გამოუშვა Sega Genesis-ის მინიატურული ასლი, სახელწოდებით Mega Drive Mini, რომლის შეძენაც შესაძლებელია დაახლოებით 60 დოლარად.


playstation

Sony-მ დაიჭირა ნოსტალგიური ტენდენცია და 2018 წელს ორიგინალური 1994 წლის PlayStation კონსოლის ვერსია - სახელწოდებით PlayStation Classic გამოუშვა. ამ "ახალ" ვერსიას აქვს 20 წინასწარ დაინსტალირებული თამაში. იგი გამოიყურება ზუსტად ისე, როგორც ორიგინალი, მაგრამ მათ, ვისაც რეალურად ახსოვს პირველი ვერსია, შეამჩნევს, რომ კონსოლი 45%-ით პატარაა.



წყარო: lovemoney.com,  "ბიზნესპრესნიუსი"





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up