მათ, ვინც კორონავირუსით ეკლესიებში დაინფიცირდება, მხოლოდ ლოცვით ვუმკურნალებთ. ამის შესახებ იტალიის რეგიონის - კამპანიის პრეზიდენტმა განაცხადა. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.
გავრცელებული ცნობით, განცხადება ვინჩენცო დე ლუკამ იტალიის შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის, მატეო სალვინის ინიციატივის გაჟღერების შემდეგ გააკეთა. სალვინის ქვეყნის მასშტაბით COVID 19-ის გავრცელების პრევენციის მიზნით დახურული ეკლესიების გახსნა უნდა.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.
21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.
imedinews,ge