„ვინც კარგად დათვლის, მიხვდება რომ სესხის დაფარვა ახლა სჯობს“ - ექსპერტები საბანკო სესხების რესტრუქტურიციის ინიციატივას აფასებენ

„ვინც კარგად დათვლის, მიხვდება რომ სესხის დაფარვა ახლა სჯობს“ - ექსპერტები საბანკო სესხების რესტრუქტურიციის ინიციატივას აფასებენ

access_time2020-03-17 10:00:22

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ეკონომიკური გუნდის, ეროვნული ბანკისა და საბანკო სექტორის წარმომადგენლებთან, ეკონომიკური სტიმულირების გეგმა განიხილა. საბანკო სექტორმა კოორდინირებულ რეჟიმში თანამშრომლობისთვის მზადყოფნა გამოთქვა და მსესხებლებისთვის საშეღავათო პერიოდის შეთავაზება აქტიურად დაიწყო. ბანკები სესხების რესტრუქტურიზაციას  3-4 თვის მანძილზე უზრუნველყოფენ.


საბანკო ექსპერტი გოჩა თუთბერიძე აცხადებს, რომ კომერციული ბანკების მიერ გადადგმული ასეთი ნაბიჯი განსაკუთრებულ შედეგს არ მოიტანს, რადგან  მსესხებელს რეალურად საპროცენტო ხარჯი გაეზრდება, ხოლო ბანკებს ფულადი ნაკადები ოდნავ შეუმცირდებათ.


„ბანკების მიერ გადადგმული ეს ნაბიჯი დიდი შედეგების მომტანი არ არის, რადგან რეალურად ეს ნიშნავს იმას, რომ მსესხებელს გაეზრდება საპროცენტო ხარჯი, ბანკები კი ბევრს არაფერს კარგავენ, უბრალოდ ფულადი ნაკადები ოდნავ შეუმცირდებათ. ამ ინიციატივით, სესხის ძირი თანხების დაფარვის ნაწილში კლიენტებს შეღავათი ექნებათ, რაც იმას ნიშნავს, რომ მათ 3 თვის შემდეგ მეტი ექნებათ სესხის თანხა და შესაბამისად, მეტი პროცენტი დაერიცხებათ. ამით მომხმარებლებს საპროცენტო ხარჯი გაეზრდებათ. მეორე მომენტი არის ის, რომ ამ ეტაპზე შეიძლება ნაღდი ფულის პრობლემა შეიქმნას და შესაბამისად, მომხმარებლებს ნაკლები ნაღდი ფული დასჭირდებათ საკუთარი ვალდებულებების შესასრულებლად. ბანკებისთვის ეს არაფერს ცვლის, ისინი შემოსავალს სრულად იღებენ, რაც შეეხება მომხმარებლებს, მათ საპროცენტო ხარჯი გაეზრდებათ ანუ ამ 3 თვის განმავლობაში დარიცხული პროცენტი დარჩენილ პერიოდზე გადანაწილდება,  უბრალოდ, საურავებს და ჯარიმებს არ გადაიხდიან. ვინც კარგად დათვლის, მიხვდება, რომ თუ შესაბამისი რესურსი აქვს ჯობია, რომ გრაფიკით გააგრძელოს  სესხის გადახდა და ამით ნაკლები ხარჯი ექნება, ვინც ამას ვერ მიხვდება გამოიყენებს და სესხის მომსახურების  თანხა გაეზრდება. უფრო რეალური იქნებოდა, მთავრობას საშემოსავლო გადასახადი შეემცირებინა ან 2-3 თვე უარი ეთქვა მასზე, ეს იქნებოდა ყველაზე კარგი, რადგან იმ ადამიანებს ვინც მუშაობენ გაეზრდებოდათ შემოსავლები და საბანკო გადავადებების გარეშეც შეძლებენ სესხის მომსახურებას. ყველაზე სწორი ნაბიჯი თბილისის მერმა გადადგა, როცა დაწესებულებებს იჯარის გადასახადი გაუუქმა, დანარჩენი პლიუსი ჩასაწერად არის გაკეთებული, რადგან არ არის რეალურად მოსახლეობისთვის ყოფის შემამსუბუქებელი“, - განაცხადა გოჩა თუთბერიძემ.


თავისუფლებისა და დემოკრატიის ფონდის აღმასრულებელი დირექტორი ანა გოგოლაძე მიიჩნევს, რომ სესხების გადავადება თუ არ მოხდებოდა, ეკონომიკა და მომხმარებლები ფინანსური თვალსაზრისით უარეს დღეში აღმოჩნდებოდნენ.



„ეს იყო მთავრობის მხრიდან ბანკებთან შეთანხმება. ბანკების მხრიდან აუცილებლად გადასადგმელი ნაბიჯია, რადგან რომ არა სესხების გადავადება რეალურად ეკონომიკა, ისევე როგორც მომხმარებლები ფინანსური თვალსაზრისით უარეს დღეში აღმოჩნდებოდნენ. გარდა ამისა, ბანკებიც იზარალებდნენ, რადგან შესაბამისად დარიცხული ჯარიმების და საურავების ამოღება მერე უფრო გაჭიანურდებოდა, რეცესიაც უფრო გაღრმავდებოდა და ა.შ. ერთია, რომ ეს ბანკების კეთილ ნებად ჩაითვალოს, მაგრამ რეალურად აუცილებლად გადასადგმელი ნაბიჯი იყო. აქ საინტერესო არის კიდევ ის, რომ ზოგიერთმა ბანკმა მხოლოდ სამომხმარებლო სესხზე გამოაცხადა აღნიშნული აქცია და გამორიცხა ბიზნეს სესხები რაც არასწორი ნაბიჯია, რადგან ძირითადად, ახლა წნეხს ბიზნესი განიცდის, განსაკუთრებით ტურიზმი, ექსპორტ-იმპორტში დასაქმებულები და ა.შ. პირველი რაც უნდა გაეკეთებინათ, ეს იყო ბიზნესისთვის შეღავათების დაწესება. თუმცა, მეორე საკითხია ის, რომ მსგავს ფორსმაჟორში ისედაც ვალდებულები იყვნენ ქვეყნის ეკონომიკური ინტერესებიდან გამომდინარე ეს ნაბიჯი გადაედგათ. აღნიშნული აქციით ვერ ისარგებლებს ყველა მსესხებელი, მათ შორის ის, ვინც დასაქმებულია საჯარო სექტორში ან ისეთ კომპანიებში, სადაც ხელფასების გაცემა უწყვეტად ხდება“, - განაცხადა ანა გოგოლაძემ.


ეკონომიკის ექსპერტი და ანალიტიკოსი ნიკა ობოლაძე თვლის, რომ ბანკების მიერ დაწესებული შეღავათები ამ ეტაპზე საკმარისია, თუმცა დროთა განმავლობაში შესაძლოა დამატებითი ღონისძიებების გატარება გახდეს საჭირო.


„კორონავირუსისგან მიღებული ზარალის გათვლა ამ ეტაპზე შეუძლებელია, რადგან საბოოლოო სურათს ჯერ კიდევ ვერ ვხედავთ, პროცესი მიდის და მისი ზიანის პიკი როდის იქნება და როდის დასრულდება - ჯერ უცნობია. თუმცა ის, რომ დიდ ეკონომიკურ პრობლემებს გვიქმნის ეს ფაქტია. ამიტომ რა უნდა მოხდეს და რა მასშტაბის ღონისძიებები გატარდეს, ამას ეტაპობრივად უნდა მივყვეთ, ვითარებიდან გამომდინარე. ის ნაბიჯი რაც ბანკებმა გადადგეს ეს არის სწორი, მაგრამ ახლა მთავარი მისია სახელმწიფოზეა, რა თქმა უნდა ეს ღონისძიებები გამოიწვევს ეკონომიკურ დარტყმებს, უბრალოდ, ვისაც რა შეუძლია იმის მიხედვით უნდა იმოქმედოს. შეიძლება დღეს საკმარისად მივიჩნიოთ, მაგრამ მომავალში აღმოჩნდეს რომ ბანკების ეს გადაწყვეტილება არასაკმარისია. პროცესი მიდის და ამ ეტაპზე ეს გადაწყვეტილება მისაღებია, დანარჩენი თუ უფრო დამძიმდება პროცესი შემდეგ დეტალებზე და გაუმჯობესებაზე მერე უნდა ვილაპარაკოთ“, - განმარტა ნიკა ობოლაძე.


აღსანიშნავია, რომ ეკონომიკურ გუნდის მიერ ეკონომიკის სტიმულირების ღონისძიებების კონკრეტული გეგმის მიხედვით, ბიზნესს, რომელსაც შეექმნება სესხის გადახდის პრობლემა ბანკები ინდივიდუალურად გაუკეთებენ სესხის რესტრუქტურიზაციას. გარდა ამისა, მოქალაქეებს, რომლებსაც აქვთ სურვილი გადაავადონ სესხის გადახდა, მომდევნო სამი თვის განმავლობაში ბანკი მათ მისცემს შენატანის გადავადების საშუალებას.

 

ნინო თამაზაშვილი 




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up