„ვინც იჩქარა, დაზარალდა, დაკარგა ლარის ანაბარზე დარიცხული პროცენტი და ძვირად შეიძინა დოლარი“

„ვინც იჩქარა, დაზარალდა, დაკარგა ლარის ანაბარზე დარიცხული პროცენტი და ძვირად შეიძინა დოლარი“

access_time2020-03-29 14:33:17

„ვინც იჩქარა, დაზარალდა. დაკარგა ლარის ანაბარზე დარიცხული პროცენტი და ძვირად შეიძინა დოლარი“, -ამის შესახებ ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე რომან გოცირიძე საკუთარ "ფეისბუკ" გვერდზე წერს.

მისი თქმით, ეროვნული ბანკი ზედმეტად ანებივრებდა კომერციულ ბანკებს, გასცემდა რა დიდძალ რეფინანსირების სესხებს, თანაც არასტაბილური ლარისა და მზარდი ფასების პირობებში.

"ეროვნულმა ბანკმა სარეკორდო ოდენობის ერთკვირიანი სესხი გასცა-2,420 მილიარდი ლარი. წინა კვირას მხოლოდ 1,850 მილიარდი ლარი იყო. ამას დაემატა 400 მილიონი ლარი ერთთვიანი სესხების სახით. ბუნებრივია, იბადება კითხვა: როცა ერთი ხელით ეროვნულმა ბანკმა ინტერვენციების შედეგად, 100 მილიონი დოლარის გაყიდვით, მიმოქცევიდან ამოიღო 300 მილიონი ლარი, მეორე ხელით რატომ დააბრუნა უფრო მეტი უკან?ეს ის შემთხვევაა, როცა კრიტიკისგან თავს შევიკავებ.

როგორ უნდა ავხსნათ ეს? რად უნდა კომერციულ ბანკებს ამდენი ფული, როცა ყველაფერი გაჩერებულია და სესხებზე მოთხოვნა მინიმუმამდე არის დასული? უნდა იმიტომ, რომ პანიკურად მიაწყდა ხალხი ბანკომატებს, გამოაქვთ ფული და ყიდულობენ დოლარს და მასობრივად ხდება ანაბრებიდან ლარების გამოტანა ან დოლარში გადაყვანა. ასევე მოიქცა ზოგი იურიდიული პირიც. ანუ კომერციულმა ბანკებმა ლარები მოიმარაგეს ამ პროცესის გაგრძელების შემთხვავაში მასზე აჟიოტაჟური მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად.

იმედია, ბანკებს ამ ფულის გამოყენება არ დასჭირდებათ. პანიკამ და პირველმა ტალღამ გადაიარა. ვინც იჩქარა, დაზარალდა. დაკარგა ლარის ანაბარზე დარიცხული პროცენტი და ძვირად შეიძინა დოლარი. პროცესების დაწყნარება მოხდა მინიმალური ინტერვენციით. მან ამ ეტაპზე იმუშავა. ლარის მკვეთრი გაუფასურება პანიკის ბრალი იყო და არა ფუნდამენტური ცვლილებების. ასეთი ცვლილებები ნელ-ნელა თავს იჩენს მოგვიანებით. ამას კი ხელისუფლებამ უნდა დაუპირისპიროს ჯანსაღი ბიუჯეტი, გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკა და უცხოური დახმარებების რაც შეიძლება სწრაფად მოზიდვა. ილუზიებში ნუ ჩავვარდებით, ეს უკანასკნელი არ იქნება დიდი. დასახმარებელი ძალიან ბევრია.


წინ გველოდება სამწლიანი აღდგენის პერიოდი. ბევრი რამ ისე არ იქნება, როგორც ეს ვირუსამდე იყო. გადავიტანთ. მთავარია ჯანმრთელად ვიყოთ",- წერს რომან გოცირიძე.


თეგები:
ლარი



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up