„ვინაიდან 65 წელს ზემოთ მოქალაქეების სიცოცხლის დაზღვევის პოლისი ბაზარზე არ არსებობს, ბანკებს რისკის საკუთარ თავზე აღება უწევთ“

„ვინაიდან 65 წელს ზემოთ მოქალაქეების სიცოცხლის დაზღვევის პოლისი ბაზარზე არ არსებობს, ბანკებს რისკის საკუთარ თავზე აღება უწევთ“

access_time2021-11-25 14:55:20

„ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციამ“ სადაზღვევო ბაზარზე ჩატარებული მოკვლევის შედეგები გაასაჯაროვა. მოკვლევის  მიზანი იმის გარკვევა იყო,  ხელმისაწვდომია თუ არა, სიცოცხლის დაზღვევის პროდუქტით სარგებლობა 65 წელს გადაცილებული მოსახლეობისთვის. შედეგების თაობაზე „კომერსანტი“ აფბას ხელმძღვანელს გიორგი კაპანაძეს ესაუბრა.



რა გახდა აღნიშნული მოკვლევის ჩატარების ინსპირაცია. რატომ გადაწყვიტა აფბამ ამ კონკრეტული სადაზღვევო პროდუქტის შესწავლა?


 დაინტერესებულმა საზოგადოებამ იცის, რომ აფბა საფუძვლიანად სწავლობს საპენსიო და სხვა სოციალური გასაცემლების საკითხს. გარდა ამისა, ასევე ჩვენი შესწავლის საგანია უფროსი თაობის ადამიანებზე გაცემული კრედიტების პირობები და საპროცენტო განაკვეთები. კერძოდ, ე.წ. საპენსიო სესხებზე ვსაუბრობ. ეს თემა არაერთხელ გამხდარა პოლიტიკური ინსინუაციების საგანი და, სამწუხაროდ, კონკრეტულ ანალიზზე და რიცხვებზე დაფუძნებული მსჯელობა არცერთი მხრიდან არ მოგვისმენია.

 

განსაკუთრებით საინტერესო აქ არის ამ პროდუქტზე არსებული საპროცენტო განაკვეთის სამართლიანობა და ის, თუ რა კომპონენტებისგან შედგება აღნიშნული განაკვეთი. საინტერესო იყო იმის დანახვა, თუ რა მოცულობა უჭირავს საპროცენტო განაკვეთში ბენეფიციარის სიცოცხლის დაზღვევის კომპონენტს. ეს მომენტი საგულისხმოა იმიტომაც, რომ საკითხზე საუბრისას, სხვადასხვა მხრიდან, ხშირად ისმოდა მსჯელობა, მათ შორის არცთუ იშვიათად, უარგუმენტო, სწორედ ამ კომპონენტის არსებობა-არარსებობაზე და მის როლზე საბაზრო საპროცენტო განაკვეთის დადგენისას.



რა გამოიკვეთა თქვენი მოკვლევის შედეგად?


მოკვლევის პროცესში ჩვენმა ორგანიზაციამ შესაბამისი კითხვით მიმართა  ბაზარზე არსებულ ყველა სადაზღვევო კომპანიას. როგორც მათ  მიერ მოწოდებული ინფორმაციიდან გამოიკვეთა, სიცოცხლის დაზღვევას ექვემდებარება მხოლოდ 65 წლის ასაკამდე პიროვნება, ხოლო 65 წელზე უფროსი ადამიანისთვის, ანუ საპენსიო ასაკობრივი სეგმენტისთვის, აღნიშნული პროდუქტი, ხელმისაწვდომი უბრალოდ  არ არის.

რა თქმა უნდა, აღნიშნული ფაქტორი განაპირობებს უფროსი თაობის ადამიანებისთვის კრედიტებზე საპროცენტო განაკვეთების ზრდას. უფრო მარტივად რომ ვთქვა, ვინაიდან 65 წელს ზემოთ მოქალაქეების სიცოცხლის დაზღვევის პოლისი ბაზარზე არ არსებობს, ბანკებს რისკის საკუთარ თავზე აღება უწევთ. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ბანკებს სიცოცხლის დაზღვევის საფასური საპროცენტო განაკვეთში აქვთ გათვალისწინებული. მესმის, რომ ეს შეიძლება უფროსი თაობის ადამიანებს დიდად არ აინტერესებთ, თუმცა ალბათ ყველას ესმის, რომ ნებისმიერ კომერციულ სტრუქტურას, მათ შორის ბანკს, საკუთარი დღის წესრიგი აქვს და, შესაბამისად, მათი პოლიტიკა საქველმოქმედო მიზნებზე ვერ იქნება დამყარებული.




რით ხსნიან სადაზღვევო კომპანიები იმას, რომ სიცოცხლის დაზღვევის პროდუქტი ამ ასაკობრივი ჯგუფისთვის ხელმისაწვდომი არ არის?


კომპანიების განმარტებით, ასაკობრივ შეზღუდვას განაპირობებს  სადაზღვევო ლიმიტი და გადამზღვეველთან შეთანხმებული ასაკი. ასევე, სტატისტიკური მონაცემების და სხვა პარამეტრების გათვალისწინებით, სადაზღვევო კომპანიები უარს ამბობენ გარკვეული ასაკის (ეს ზღვარი, უკეთეს შემთხვევაში,  65 წელია. ხშირად გვხდება 60 წელის ნიშნულიც) ზევით პიროვნების დაზღვევაზე. სადაზღვევო კომპანიების განმარტებით, ასაკის მატებასთან ერთად იმდენად მაღალია სიცოცხლის დაზღვევის პროდუქტის ღირებულება, რომ ასაკოვანი მოქალაქისთვის მისი შეძენა აზრს მოკლებულია.



გასაგებია, რომ ასაკის მატებასთან ერთად ეს პროდუქტი ძვირდება და ამდენად კომპანიებს ის უბრალოდ არ აქვთ გაყიდვაში. რა უარყოფით ტენდენციას იწვევს არსებული ვითარება?



ფაქტია, რომ  საპენსიო ასაკის მოქალაქეებს კრედიტზე ხელმისაწვდომობას სიცოცხლის დაზღვევის ბაზრის არარსებობაც უზღუდავს. ფაქტია ისიც, რომ ეს ვითარება, ამავადროულად, საგრძნობლად უძვირებს მათ საკრედიტო პროდუქტებს.

 

როგორც აღმოჩნდა, მიმდინარე მომენტისთვის, ერთი მხრივ, სადაზღვევო ბაზარზე 65 წელს გადაცილებული მომხმარებლებისთვის უბრალოდ არ არსებობს სიცოცხლის დაზღვევის პროდუქტი, ხოლო მეორე მხრივ არც სახელმწიფოს მხრიდან ხდება სიცოცხლის დაზღვევის რისკის გაზიარება. 



სად ხედავთ გამოსავალს, ანუ შესაძლებელია თუ არა, მოცემულ ეტაპზე,  არსებული ვითარების რაიმე გზით შემსუბუქება, - ვგულისხმობ გზებს, რომლებმაც შედეგად სწორედ ამ ასაკობრივი სეგმნენტისთვის საკრედიტო პროდუქტის გაიაფება უნდა მოიტანოს. შესაძლებელია თუ არა, რომ სიცოცხლის დაზღვევის კომპონენტის განვითარებამ ან/და ამ რისკის სახელმწიფოს მიერ გაზიარებამ, ეს შედეგი დააყენოს?


აფბაში მიგვაჩნია, რომ 65 წელს ზევით ასაკობრივი სეგმენტისთვის სიცოცხლის დაზღვევის პროდუქტის ხელმისაწვდომობის პრობლემა სერიოზული გამოწვევაა, რომლის დაძლევასაც სადაზღვევო ბაზრის ფიგურანტების და მთლიანად მთავრობის მხრიდან, ერთობლივი, კოორდინირებული მუშაობა ესაჭიროება.


ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია, გამოიკვეთოს ის შესაძლებლობები, რომელთა ამოქმედება 65 წელს გადაცილებული ასაკობრივი კატეგორიისთვის მოქალაქეებისთვის ამ პროდუქტის ხელმისაწვდომობას მნიშვნელოვნად გაზრდის. რა უნდა იყოს ეს შესაძლებლობები, მზა რეცეპტის მოცემას, ვფიქრობ, ვერავინ შეძლებს, სწორედ საამისოდაა საჭირო მუშაობა ყველა დაინტერესებული მხარის მონაწილეობთ, მათ შორის, პროფილური საზოგადოებრივი ორგანიზაციების აქტიური ჩართულობით. რაც შეეხება საკუთრივ სიცოცხლის დაზღვევის კომპონენტის რაიმე ფორმითა და ფორმატით უფრო მასშტაბურად ჩართვას ამ პროცესში, ბუნებრივია, ეს სესხზე პროცენტს შეამცირებს. საქმე ის არის, ვინ უნდა გასწიოს აღნიშნული სადაზღვევო პროდუქტის ხარჯი.

 


თეგები:
დაზღვევა



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up