შეკითხვა ბიძინა ივანიშვილს: ვინ არის პასუხისმგებელი უხარისხო გზებზე, რომელშიც 6,3 მილიარდი დაიხარჯა

შეკითხვა ბიძინა ივანიშვილს: ვინ არის პასუხისმგებელი უხარისხო გზებზე, რომელშიც 6,3 მილიარდი დაიხარჯა

access_time2018-06-25 20:20:00

  6,3  მილიარდი ლარი ინფრასტრუქტურაში   შეცვლილი 6 მინისტრი,   საქართველოს საავტომობილო გზების   დეპარტამენტის  5 ხელმძღვანელი და 82 -ე ადგილი ბოცვანას და ჰონდურასის შემდეგ.


საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს დაფინანსებამ  2012 -2018 წლებში 6 მილიარდ  351  მილიონ 177 848  ლარი შეადგინა.  სოლიდური დაფინანსების ფონზე „მსოფლიო ეკონომიკურმა ფორუმმაგზების ხარისხის მიხედვით გლობალური კონკურენტუნარიანობის ინდექსში  საქართველო  82-ე ადგილზეა. შვიდბალიანი შეფასებით 3,8 ქულით შეფასდა გზების ხარისხი საქართველოში და  სამხრეთ აფრიკაში მდებარე ბოტსვანის რესპუბლიკისა და ცენტრალური ამერიკის სახელმწიფო ჰონდურასის გვერდით აღმოჩნდა.  


რატომ აქვს ასეთი დაბალი შეფასება გზების ხარისხს საქართველოში? 


„ქართულმა ოცნებამ“  ხელისუფლებაში მოსვლისთანავე ინფრასტრუქტურული პროექტები პრიორიტეტად დაასახელა.  რატომ ვერ სრულდება გზების მშენებლობა  დათქმულ  ვადებში, როცა სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსება და დონორების ფული შეუფერხებლად ნაწილდება.


ვინ არის  პასუხისმგებელი ჩავარდნილ ინფრასტრუქტურულ პროქტებზე და გზების დაბალ ხარისხზე?


საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს

ბიუჯეტი  2012 -2018 წლებში

  • 2018  წელი- 1 მილიარდ 033 500 ლარი
  • 2017 წელი -1 მილიარდ 288 047 ლარი
  • 2016 წელი - 965 მლნ 842 500 ლარი
  • 2015 წელი- 898 მლნ 398 000 ლარი
  • 2014 წელი  -904 მლნ 961 100 ლარი
  • 2013 წელი  - 929 მლნ  500 000 ლარი
  • 2012 წელი  - 663 მლნ 054 700 ლარი


ინფრასტრუქტურული „მინისტრთცვენა“  


რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში 6 წლის მანძილზე 6 მინისტრი შეიცვალა. რამდენიმე  პირადი განცხადებით წავიდა, ზოგი „გაუშვეს“.  ოფიციალურად  წასვლის მიზეზად  ინფრასტრუქტურული პროექტების „ნელი ტემპი“ დასახელდა. წლების განმავლობაში სამინისტრო სოლიდურ დაფინანსებას მიზანმიმართულად  ვერ ხარჯავდა. მიუხედავად იმისა, რომ ჩავარდნილი ტენდერები, „ქართულ ოცნებასთან“ დაახლოებული ბიზნესჯგუფების  და საეჭვო რეპუტაციის კომპანიების მონაწილეობა ინფრასტრუქტურულ პროექტებში პრესაში მწვავედ გაშუქდა, ეს საკითხი სამართლებრივი შესწავლის საგანი ამ დრომდე არ გამხდარა.  ამის არაოფიციალურ მიზეზად კლანური მფარველობა სახელდება. 

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის  მინისტრები 2012 - 2018  წლებში

  • დავით ნარმანია
  • ელგუჯა ხოკრაშვილი
  • დავით შავლიაშვილი
  • ნოდარ ჯავახიშვილი
  • ზურაბ ალავიძე
  • მაია  ცქიტიშვილი


ხშირად ხმაურით ან მოულოდნელად იცვლებოდნენ საქართველოს საავტომობილო გზების  დეპარტამენტის ხელმძღვანელებიც.  2012-2018 წლებში აქ საკადრო ცვლილება 5 ჯერ მოხდა.  


2012 წელს საპარლამენტო არჩევნებში „ქართული ოცნების“ გამარჯვების შემდეგ  დეპარტამენტის თავმჯდომარედ  ზაქარია ხუნძაყიშვილი დაინიშნა, რომელიც დავით შავლიაშვილმა შეცვალა (მას ოპოზიცია ღარიბაშვილი-ჯანყარაშვილის კლანის  წევრად მოიაზრებს). შემდეგ უწყებას  ვაჟა ფანჩულაძე ხელმძღვანელობდა, რომელმაც თანამდებობა პირადი განცხადების საფუძველზე დატოვა. ყველაზე დიდხანს თავმჯდომარის თანამდებობას   გიორგი სეთურიძე  იკავებდა, რომელიც  2018 წლის აპრილში ირაკლი ქარსელაძემ ჩაანაცვლა.


მიუხედავად მედიაში, ოპოზიციური პარტიების თუ არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ  წარმოდგენილი დოკუმენტებისა თუ გაკეთებული ხმაურიანი განცხადებისა,  ჩავარდნილ ინფრასტრუქტურულ პროქტებზე და გზების დაბალ ხარისხზე დღემდე პასუხი არავის არავისთვის მოუთხოვია. 

                                                                                                                                                                                                                                                                           


ნინო   ნატროშვილი                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                   

 

 





არის თუ არა სასამართლოს გადაწყვეტილებაში კორუფციის ნიშნები? - „ლიდერფუდის“ 50%-იანი წილი სასამართლომ განხილვის გარეშე გაასხვისა

არის თუ არა  სასამართლოს გადაწყვეტილებაში კორუფციის ნიშნები? - „ლიდერფუდის“  50%-იანი წილი სასამართლომ განხილვის გარეშე გაასხვისა
access_time2020-05-29 14:30:37
„რაც თანამდებობაზე აღარ ვარ და ვაგრძელებ საადვოკატო პრაქტიკას, ეს არის ჩემი პირველი შეხვედრა მედიასთან. ამ გამონაკლისს ვუშვებ, რადგან კონკრეტული საქმე ერთგვარი ტესტი გახდება ქართული მართლმსაჯულებისთვის“, - ამ სიტყვებით დაიწყო თავისი პრესკონფერენცია ადვოკატმა, არჩილ კბილაშვილმა, რომელიც კომპანია „ლიდერფუდის“ დამფუძნებლის დავით ზეიკიძის ინტერესებს იცავს. მან დასაწყისშივე მიმართა საზოგადოებას თხოვნით, ამ კონკრეტული საქმის უკვე მესამე ინსტანციაში მიმდინარეობას...

სწორი ეკონომიკური პოლიტიკა თუ არ გატარდა, ეკონომიკის შემცირება მომდევნო წლებში ქრონიკულში გადაგვივა

სწორი ეკონომიკური პოლიტიკა თუ არ გატარდა, ეკონომიკის შემცირება მომდევნო წლებში ქრონიკულში გადაგვივა
access_time2020-05-29 14:00:00
„ეკონომიკური აქტივობის გაჩერებამ გამოიწვია აპრილში ეკონომიკის შემცირება და რაც უფრო მყიფე და სუსტი არის ეკონომიკა, მით უფრო მეტად მცირდება ის და სახეზე მივიღეთ ჩვენი ეკონომიკის ორნიშნა მაჩვენებლით შემცირება“, - ასე შეაფასა ეკონომისტმა ირაკლი ყიფიანმა 2020 წლის აპრილში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი მშპ-ს 16.6%-იანი კლება. ეკონომისტის შეფასებით, თუ არ მოხდება მთვარობის მიერ პანდემიის პირობებში აღებული ვალების სწორად გადანაწილება,...

„Lolita“, „Cafe Stamba“, „Rooms Hotel Tbilisi“, „Fabrika“ დაგეგმილზე ადრე, 1 ივნისს გაიხსნება

„Lolita“, „Cafe Stamba“, „Rooms Hotel Tbilisi“, „Fabrika“  დაგეგმილზე ადრე, 1 ივნისს გაიხსნება
access_time2020-05-29 12:04:26
„აჭარა ჯგუფი“  რესტორნებსა და კაფეებს  დაგეგმილზე ადრე გახსნის. „გვსურს სიხარულით შეგატყობინოთ, რომ ჩვენი შეხვედრა იმაზე მალე იქნება შესაძლებელი, ვიდრე გვეგონა!უკვე 1 ივნისიდან გიმასპინძლებთ Lolita-სა და Cafe Stamba-ს ღია სივრცეებში. ასევე, 8 ივნისიდან შეძლებთ ისიამოვნოთ Holiday Inn Tbilisi-ის ღია საცურაო აუზითა და ბარით. Rooms Hotel Kazbegi და Rooms Hotel Kokhta კი სტუმრების მიღებას 12 ივნისიდან განაახლებს. ჩვენი...

„ეკონომიკის 16.6%-იანი კლება დამატებული ღირებულების გადამხდელი საწარმოების ბრუნვის 32.8%-ით შემცირებამ გამოიწვია“ - საქსტატი

„ეკონომიკის 16.6%-იანი კლება დამატებული ღირებულების გადამხდელი საწარმოების ბრუნვის 32.8%-ით შემცირებამ გამოიწვია“ - საქსტატი
access_time2020-05-29 12:00:13
წინასწარი შეფასებით, 2020 წლის აპრილში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) კლებამ 16.6 პროცენტი შეადგინა, ხოლო 2020 წლის პირველი ოთხი თვის საშუალო მაჩვენებელი -3.6 პროცენტია. ინფორმაციას „საქსტატი“ აქვეყნებს. 2020 წლის აპრილში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, კლების ტენდენცია გამოვლინდა თითქმის ყველა...

ქართულმა კომპანიებმა შემოსავლების 65% ვერ მიიღეს

ქართულმა კომპანიებმა შემოსავლების 65%  ვერ მიიღეს
access_time2020-05-29 13:00:09
COVID-19-მა კომპანიების 65%-ს შემოსავლები გაუნახევრა, კლიენტების მხრიდან დაგვიანებულმა გადახდებმა კი კომპანიებს ლიკვიდობის პრობლემა შეუქმნა. PwC საქართველოს ჩატარებული კვლევის შედეგებით, გამოკითხული კომპანიების 28%-ს უკვე შეექმნა პრობლემები ვალდებულებების გასტუმრებასთან დაკავშირებით, ნახევარი ამ გამოწვევის წინაშე 1-6 თვეში დადგება, 15% კი გეგმავს შემცირებების გარეშე ლიკვიდობის შენარჩუნებას. პრობლემების დროულად საპასუხოდ კომპანიებს თანამშრომლების...


მსგავსი სიახლეები

up