ვინა ხართ? სად ისწავლეთ? - ფეისბუქმა პარლამენტარების საჯარო კრიტიკა აიტაცა

ვინა ხართ? სად ისწავლეთ? - ფეისბუქმა პარლამენტარების საჯარო კრიტიკა აიტაცა

access_time2019-03-28 15:56:20


“ამ კანონით საქართველოს პარლამენტი აკანონებს უცოდინრობას იმის შიშით, რომ სიამოვნების მიღება აკრძალულია და სირცხვილია მათი აზრით. და ასევე ხელს უწყობს ავტორიტეტის მიმართ (მშობლის ნებართვა და თხოვნა) მორჩილებას და აფერხებს ინდივიდუალიზაციის გზაზე საკუთარი თავის გაცნობიერებას და ემოციური ზრდასრულობის მიღწევას”,- წერს ფსიქოლოგი მარინე ჩიტაშვილი ფეისბუკის პირად გვერდზე.


ასე ეხმაურება ის ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარის სოფო კილაძის კომენტარს ბავშვთა უფლებების კოდექსის იმ პუნქტთან მიმართებით, რომელიც სექსუალური აღზრის გაკვეთილებს შეეხება.


მისი ეს გზავნილი ფეიბუქზე ასობით ადამიანმა გაიზიარა.



ადამიანის უფლება და სოციალური ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის სოფო კილაძის განცხადებით სქესობრივი აღზრდის შესახებ განათლების მიღება შესაძლებელია გახდება მხოლოდ მშობლის თანხმობის შემთხვევაში.


„კანონში პირდაპირაა მითითებული, რომ ჩვენი შვილები მაღალი ზნეობრივი ღირებულებებით უნდა აღვზარდოთ. სქესობრივი აღზრდის შესახებ განათლების მიღება შესაძლებელი იქნება მხოლოდ მშობლის თანხმობით. კონფესიებს შეეძლებათ ჩაერთონ პრობლემურ შემთხვევებში, როდესაც ამას ოჯახის წევრი ითხოვს. და მე მინდა ვკითხო საზოგადოებას - ეს ყველაფერი შეიძლება იყოს ანტიეროვნული? საზოგადოების წევრების უმეტესობას არ აქვს წაკითხული ეს კოდექსი, მათ არც მოეთხოვებათ ეს და არასწორი ინფორმაციის მიწოდების შედეგად, არასწორი შთაბეჭდილება დარჩათ.“ - განაცხადა სოფიო კილაძემ კომიტეტის სხომაზე, კოდექსის განხილვისას.


ამჟამად პარლამენტი მუშაობს ბავშვთა უფლებების ახალ კოდექსზე. კანონპროექტს 26 მარტს ადამიანის უფლებების დაცვისა და სამოქალაქო ინტრეგრაციის კომიტეტმა პირველი მოსმენით უკვე დაუჭირა მხარი.


წინ კიდევ 2 საჯარო საკომიტეტო მოსმენაა.


რადიო თავისუფლება





„სინოფარმმა“ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ავტორიზაცია მიიღო

„სინოფარმმა“ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ავტორიზაცია მიიღო
access_time2021-05-07 19:26:49
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ჩინური წარმოების „სინოფარმის“ ვაქცინას ავტორიზაცია მიანიჭა. როგორც მიმდინარე ბრიფინგზე ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა, ტედროს ადანომ გებრეიესუსმა განაცხადა, შესაბამისი გადაწყვეტილება ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ექსპერტთა ჯგუფმა დღეს გამართულ სხდომაზე მიიღო. „ვაქცინები რჩება სასიცოცხლო მნიშვნელობის იარაღად, თუმცა ახლა პანდემიის დასასრულებლად ვაქცინის მოცულობა, დისტრიბუცია საზოგადოებრივი ჯანდაცვის ზომების თანმიმდევრული და...

ბაქოში ევროპის ჩემპიონატის თასი ჩაიტანეს

ბაქოში ევროპის ჩემპიონატის თასი ჩაიტანეს
access_time2021-05-07 17:50:48
თასი, რომელიც ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატის EURO 2020-ის გამარჯვებულს გადაეცემა, უკვე ბაქოშია. აზერბაიჯანის დედაქალაქში მატჩები EURO 2020 თასის რაუნდის ფარგლებში მიმდინარე წლის 11 ივნისიდან 11 ივლისის ჩათვლით ჩატარდება. ევროპის ჩემპიონატის თასი, რომელიც ბაქოში 7-დან 9 მაისამდე იქნება გამოფენილი, დღეს აზერბაიჯანის პრეზიდენტს, ილჰამ ალიევს გადასცეს. მოგვიანებით კი EURO 2020-ის ჯილდო ქალაქის სხვადასხვა ლოკაციაზე მიიტანეს. სპეციალური ფოტოსესია მოეწყო გობუსტანის სახელმწიფო...

ტექნიკის ბაზრის შემცირების პროცესი დაიწყო - BEKO

ტექნიკის ბაზრის შემცირების პროცესი დაიწყო - BEKO
access_time2021-05-08 14:00:42
საყოფაცხოვრებო ტექნიკის მაღაზიათა ქსელი Beko-ს გენერალური დირექტორი მეჰმედ მელექი „ბიზნესპარტნიორთან“ აცხადებს, რომ საქართველოში ტექნიკის ბაზრის შემცირების პროცესი დაწყებულია. მისი განცხადებით, შედარებით მცირე და საშუალო კომპანიები ბაზრიდან გადიან, საბოლოოდ, კი ბაზარზე ფინანსურად ძლიერი 5-6 კომპანია დარჩება. „ოპერირებას გააგრძელებს ის მსხვილი კომპანიები, რომლებიც საერთაშორისო ბრენდების ექსკლუზიური იმპორტიორები არიან. 2020 წელს ტექნიკის ბაზარი...

7 მაისი - რეგიონში ქართული ლარი და თურქული ლირა გამყარდა

7 მაისი - რეგიონში ქართული ლარი და თურქული ლირა გამყარდა
access_time2021-05-07 18:00:28
კორონავირუსის უარყოფითი ეფექტი ქართული ლარის კურსზე მკვეთრად აისახა. 2021 წლის 7 მაისის ოფიციალური კურსების მიხედვით, წლის დასაწყისიდან ქართული ლარი აშშ დოლართან მიმართებაში დაახლოებით 16 პუნქტით გაუფასურდა. შედარებისთვის, დაახლოებით 62 პუნქტით არის გაუფასურებული თურქული ლირა, სომხური დრამი მცირედით გამყარდა და აზერბაიჯანული მანათი კი პრაქტიკულად უცვლელია. ეროვნული ბანკის მიერ 7 მაისის ვაჭრობის შედეგად (რომლის ოფიციალური კურსი 8 მაისისაა) ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან...

დღის TOP 10 საინტერესო ამბავი

დღის TOP 10 საინტერესო ამბავი
access_time2021-05-07 21:00:24
დღის TOP 10 საინტერესო ამბავი: 1.„რეფინანსირების განაკვეთის გაზრდით შესაძლოა საფრთხე საბანკო პორტფელებსაც შეექმნას“ ეროვნულმა ბანკმა რამდენიმე დღის წინ რეფინანსირების განაკვეთის 1 პროცენტული პუნქტით, 9.5%-მდე გაზრდის გადაწყვეტილება მიიღო, რაც უკანასკნელი წლების განმავლობაში რეფინანსირების...


მსგავსი სიახლეები

up