ვინ შევა ანაკლიას ახალ კონსორციუმში - “ახალი ინვესტორი შესაძლოა ჩინური კომპანია იყოს”

ვინ შევა ანაკლიას ახალ კონსორციუმში - “ახალი ინვესტორი შესაძლოა ჩინური კომპანია იყოს”

access_time2020-01-09 21:00:56

მთავრობა „ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან ხელშეკრულებას წყვეტს. სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით ხელისუფლებაში აცხადებს, რომ პროექტი გაგრძელდება ახალ ინვესტორთან ერთად. მეტიც, საპარლამენტო უმრავლესობის წევრი რევაზ არველაძე „რეზონანსთან საუბრისას ამბობს, რომ ახალი ინვესტორი შესაძლოა ის ჩინური კომპანია იყოს, რომელიც პროექტით თავდაპირველად დაინტერესდა, (ჩინეთში სიდიდით მეორე ყველაზე მსხვილ სამშენებლო კომპანია China Railway International Group-ზეა საუბარი).

 

ხელშეკრულების შეწყვეტის სამართლებრივ პროცედურას მთავრობა უკვე იწყებს. საკითხზე 9 იანვრის სხდომაზე იმსჯელეს. რეგიონული განვთარებისა და ინფრასტრქუტურის მინისტრმა სხდომის დასრულების შემდეგ აღნიშნა, რომ მთავრობა „ანაკლიის განვითარების კონსორციუმს 2016 წლის ხელშეკრულებას უწყვეტს, რომლის მიხედვითაც, კონსორციუმს ანაკლიაში ღრმაწყლოვანი პორტი უნდა აეშენებინა. მაია ცქიტიშვილის თქმით, კონსორციუმმა ნაკისრი ვალდებულბები ვერ შეასრულა.

 

„პროექტი, რა თქმა უნდა, არ ჩაიშლება, გაგრძელდება, რადგან ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია. როდესაც იქმნება კონსორციუმი, უნდა იცოდნენ, რა რესურსების მოპოვება შეუძლიათ, აქ საუბარი მხოლოდ ფინანსურზე არ არის. მგონია, რომ თავიდან ვერ გათვალეს, როდესაც პარტნიორების შერჩევა ხდებოდა.

 

„გამოჩნდებიან ახლები. თავიდან, როდესაც ტენდერი გამოცხადდა, ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი მოთამაშე ჩინური მხარე იყო, რომელიც შემდეგ ამოვარდა. ახლა შეიძლება, თავიდან შეიქმნას ძალიან ძლიერი გუნდი, რომელიც ამ საქმეს მიხედავს, - განაცხადა რევაზ არველაძემ.

 

ანალიტიკოსი გია ხუხაშვილი „რეზონანსთან საუბრისას აცხადებს, რომ კონსორციუმს შეუძლია საკითხის სამართლებრივი შეფასება საერთაშორისო დონეზე მოახდინოს, რაც რეალურად პროექტის შეფერხებას გამოიწვევს. მისივე თქმით, არცერთი ინვესტორი არ დაინტერესდება ისეთი პროექტით, რომელიც სასამართლოში დავის საგანია, თანაც ამ საკითხმა უკვე, პოლიტიკური სახე მიიღო.

 


„პრობლემები თავიდანვე, რა თქმა უნდა, იყო, მაგრამ ამ ტიპის პროექტებს ხელისუფლების მხრიდან უნდა ჰქონდეთ ცალსახა მხარდაჭერა. სულ მცირე ერთი წლის განმავლობაში რიტორიკულად, ხელისუფლება მუდმივად ახდენდა მხარდაჭერის დეკლარირებას, მაგრამ მეორე ხელით ყველაფერს აკეთებდა, კონსორციუმის და მისი მენეჯმენტის დისკრედიტაციის მოსახდენად.

 

კონსორციუმის მფლობელს ფულის გათეთრებაში რომ დასდებ ბრალს, ბუნებრივია, ამით ინვერსტორს აფრთხობ. ხელისუფლება ამ პერიოდის განმავლობაში ერთგვარ შულერულ თამაშს თამაშობდა, თითქოს მომხრე იყო, თუმცა, ამასთანავე ინვერტორებს აფრთხობდა. ქმნიდა და ამწიფებდა იმ მოცემულობას, რაც დღეს უკვე გაფორმდა.

 

„კონსორციუმს ყველა საფუძველი აქვს იმისათვის, რომ სადაო გახადოს ეს გადაწყვეტილება საერთაშორისო სასამართლოებში შესაბამისი საქმეებით, რაც ამ პროექტის პერსპექტივას ბუნდოვანს გახდის. როდესაც თემა არის სადაო, ახალი ინვესტორის მოძიება გართულდება. ხელისუფლებამ შეიძლება მასთან აფილირებული ნახოს, რომელიც ამაზეც თვალს დახუჭავს.

 

„ვითარება ძალიან სამწუხაროა, სახელმწიფო დაზიანდა და ის, რისი გაკეთებაც შეიძლებოდა დღეის მდგომარეობით, არ გაკეთდა, რადგან წინა პლაზე პოლიტიკამ წამოიწია და არა სახელმწიფოს ინტერესებმა. პოლიტიკურ კონიუნქტურას შეეწირა ეს ყველაფერი. ჩაშლის რისკი არის მაღალი, თუმცა, ხელისუფლება ალბათ აქტივობების იმიტაციას შეეცდება. რა გამოვა აქედან, ამას დრო გვიჩვენებს, - განაცხადა გია ხუხაშვილმა.

 

ცნობისათვის, მთავრობის მიერ ბოლო გადავადების შედეგად კონსორციუმს 31 დეკემბრამდე ჰქონდა ვალდებულებების შესრულების ვადა, კერძოდ: პოტენციურ ინვესტორებთან 120 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის კონსორციუმის საკუთარი კაპიტალის შევსების თაობაზე შეთანხმება, საერთაშორისო ბანკებთან 400 მილიონი აშშ დოლარის ოდენობით სესხის გამოყოფის თაობაზე შეთანხმების მიღწევა და ხელშეკრულების გაფორმების, პორტის პირველი ფაზის ტერმინალის ოპერატორთან და სამშენებლო სამუშაოების კონტრაქტორთან ხელშეკრულების გაფორმება.

 

ამასთან, მაია ცქიტიშვილმა განაცხადა, რომ „ანაკლიის განვითარების კონსორციუმს დარიცხული პირგასამტეხლოს გადახდა მოუწევს. მინისტრს არ დაუკონკრეტებია, ამ დროისთვის რა თანხას შეადგენს პირგასამტეხლო, თუმცა, აღნიშნა, რომ სახელმწიფომ „ანაკლიის განვითარების კონსორციუმს 10 მილიონი დოლარის პირგასამტეხლო უკვე აპატია. მისივე განცხადებით, კონსორციუმს ასევე მოუწევს სახელმწიფოს დაუბრუნოს გადაცემული მიწები და ღრმაწყლოვანი პორტის პროექტი.

 

resonancedaily





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up