ვინ რამდენი დაზოგა ხარჯების ოპტიმიზაციის ფარგლებში

ვინ რამდენი დაზოგა ხარჯების ოპტიმიზაციის ფარგლებში

access_time2017-02-10 10:00:00

მთავრობამ სახელმწიფო უწყებებში ხარჯების ოპტიმიზაციის შესახებ გასული წლის ბოლოს დააანონსა, თუმცა, ამ დრომდე სრული ინფორმაცია ოპტიმიზაციის შესახებ გავრცელებული არ არის. "ბიზნესკონტრაქტი" შეეცადა მოეპოვებინა ინფორმაცია ამ საკითხთან დაკავშირებით, მაგრამ ირკვევა, რომ პროცესის სრული შედეგები ჯერ ცნობილი არ არის. მიზეზი ისაა, რომ უწყებების ნაწილს ხარჯების ოპტიმიზაცია ჯერ დასრულებული არ აქვს. მაგალითად, სოფლის მეურნეობის სამინისტროში აცხადებენ, რომ ოპტიმიზაციის პროცესი ახლაც მიმდინარეობს.

 

 

ერთ-ერთი ვინც, ხარჯების ოპტიმიზაციის პროცესში ყველაზე მეტი დაზოგა, თავდაცვის სამინისტროა. უწყების ინფორმაციით, მათ ხარჯების შეკვეცა 32 მილიონი ლარით შეძლეს. მიუხედავად იმისა, რომ 2017 წელს სამინისტროს ბიუჯეტი გაიზარდა, თანხები სახელფასო მიმართულებით შემცირებულია.

 

 

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, რეორგანიზაციის შედეგად თავდაცვის უწყება დატოვა 2250-მდე ადამიანმა, რომელთაგანაც სამოქალაქო ოფისიდან 400 შტატგარეშე თანამშრომელი იყო, 1350 კი შტატიანი. შეიარაღებული ძალებიდან გათავისუფლდა 217 - ოფიცერი და 123 - სერჟანტი.

 

 

უწყების ცნობით, აქედან 209 ოფიცერმა პირადი განცხადების საფუძველზე დატოვა შეიარაღებული ძალები. მათზე გასაცემი კომპენსაციის მთლიანმა თანხამ 5 მილიონ 197 ათას 500 ლარი შეადგინა.

 

 

4-დან 5-მილიონამდე დაზოგა განათლების სამინისტრომ. როგორც მინისტრი განმარტავს, სამინისტრო ხელფასების შემცირების მიმართულებით არ წასულა და უფრო კადრების ოპტიმიაზაცია მოადინა. ალექსანდრე ჯეჯელავა ამბობს, რომ ოპტიმიზაციის პროცესში დაახლოებით 400-მდე თანამშრომელი გათავისუფლდა. სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტში მთლიანობაში დაფინანსება გაზრდილია, თუმცა, 2 მილიონით შემცირებულია შრომის ანაზღაურების მუხლი.

 

 

"ერთდაერთი, რასაც ხარჯების ოპტიმიზაცია არ ეხებოდა, იყო კვლევითი დაწესებულებები და სკოლები. დანარჩენი ყველა უწყებას შეეხო ოპტიმიზაცია. თვითონ სამინისტროს ბიუჯეტი 10%-ზე მეტით არის შემცირებული, ადმინისტრაციული ხარჯებიც და სახელფასო ხარჯებიც. ზოგგან შემცირებულია თანამშრომლების რაოდენობა. ხელფასების შმეცირების გზით არ წავსულვართ, შევეცადეთ, ნაკლები ადამიანით შეგვესრულებინა იგივე სამუშაო.

 

 

რესურსცენტრებში შევამცირეთ იურისტები და აუდიტები და დავამტეთ განათლების სპეციალისტები. ჯამური რაოდენობა, რა თქმა უნდა, შემცირებულია.

 


პროფორიენტაციის სამსახურის კოორდინატორები, რომლებიც მანდატურის სამსახურზე იყო მიმაგრებული, პრაქტიკულად გავაუქმეთ და შევეცადეთ, გადაგვენაწილებინა მათ საქმიანობა დეპარტამენტებზე. ვცდილობთ, რომ პროფესიული განათლების დეპარტამენტებმა და სხვა დეპარტამენტებმა ეს ფუნქცია თავის თავზე იკისრონ",- განაცხადა ჯეჯელავამ.

 

 

მხოლოდ მილიონ 360 ათასი ლარით შეამცირა თანხები ინფრასტრუქტურის სამინისტრომ. როგორც "ბიზნესკონტრაქტთან" მინისტრის მოადგილე კახაბერ გულედანი განმარტავს,სამსახურიდან 14 ადამიანი გათავისუფლდა. უწყებაში დამატებითი ოპტიმიზაცია ამ ეტაპზე არ იგეგმება.

 

 

„დაზოგილი თანხიდან 360 ათასი ლარის ეკონომია განხორციელდა სახელფასო ფონდში, დანარჩენი შეეხო სხვა მუხლებს- ეს არის მივლინება, რემონტი და სხვა. რაც შეეხება ოპტიმიზაციას, 14 მუშაკს შეუწყდა ხელშეკრულება, რომლებმაც მიირეს კანონით გათვალისწინებული კომპენსაცია",- განაცხადა კახა გულედანმა.

 

 

ხარჯების ოპტიმიზაციის მიმართულებით ნაბიჯები გადაიდგა გარემოს დაცვის სამინისტროშიც. როგორც მინისტრმა გიგლა აგულაშვილმა „ბიზნესკონტრაქტს" განუმარტა, უწყებამ დაახლოებით2,5 მილიონი ლარის დაზოგვა შეძლო.

 

 

"ხარჯები დაახლოებით 10%-ის ფარგლებში შემცირდა. გარკვეული ვაკანსიები აღარ ავითვისეთ და ამის ფონზე ცალკეული ხარჯები შემცირდა, ოღონდ ეს იმ სერვისების საზიანოდ არ მომხდარა, რომელსაც სამინისტრო ახორციელებს. ჩვენი ამოცანა ამ შემთხვევაში ბუნებრივია იყო, რომ ძირითადად ისეთი ტიპის ხარჯები შეგვემცირებინა, რომელიც უფრო მეტი კაპიტალდაბანდებისთვის გამოიყენება ხოლმე",- აცხადებს მინისტრი.

 

 

მისივე თქმით, ხარჯების შემცირება გასული წლის ბოლოს, ბიუჯეტის ფორმირების პროცესში დასრულდა.

 

 

რაც შეეხება სხვა უწყებებს, ამ საკითხზე ინფორმაცია „ბიზნესკონტრაქტმა" შინაგან საქმეთა სამინისტროსა და ეკონომიკის სამინისტროსგანაც მოითხოვა, თუმცა, ამ დრომდე ინფორმაცია არ მიუღია.

 

 

ხარჯების გარკვეული ოპტიმიზაცია მოხდა დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის გაუქმებით, რომელიც საგარეო საქმეთა სამინისტროს შეუერთდა. დიასპორის სამინისტროს ბიუჯეტი დამოუკიდებლად მილიონ 200 ათასი იყო, ახლა უწყების ბიუჯეტი ცალკე მოცემული არ არის.

 

 

ხარჯების ოპტიმიზაცია გასული წლის ბოლოს საქართველოს მთავრობამ დააანონსა. ითქვა, რომ ყველა უწყებას ხარჯები 10-10-%-ით უნდა შეემცირებინა. როგორც მთავრობის ერთ-ერთ სხდომაზე გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა, ადმინისტრაციული ხარჯების შემცირების უმარავი რესურსი არსებობს და არ არის საჭირო მეათეხარისხოვან კონფერენციებში ნახევარი სამინისტროს დასწრება. ბიუჯეტიდან სამინისტროებისთვის გამოყოფილი თანხებიდან ირკვევა, რომ შრომის ანაზღაუების მიმართულებით რიგ შემთხვევებში ხარჯები შემცირებულია, თუმცა, არა 10%-ით, როგორც ეს დაანონსებული იყო.

 

 

გასული წლის ბოლოს ასევე დაანონსდა, საინვესტიციო სააგენტოს გაუქმება და დაზღვევის ზედამხედველობის სამსახურის რეფორმა, რომლის მიხედვითაც, უწყებას ბიუჯეტი აღარ დააფინანსებდა. მიუხედავად ამისა, 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში ორივე მიმართულებით თანხები კვლავ გათვალისიწნებულია.

 

 

 



რა გავლენა იქონია საცხოვრებელი უძრავი ქონების შეძენით დაინტერესებული პირების გადაწყვეტილებასა და ქცევაზე პანდემიამ

რა გავლენა იქონია საცხოვრებელი უძრავი ქონების შეძენით დაინტერესებული პირების გადაწყვეტილებასა და ქცევაზე პანდემიამ
access_time2020-06-03 09:50:46
 უძრავი ქონების სერვისებისა და მარკეტინგული საკონსულტაციო კომპანია „არეა ჯგუფი“ კვლევას აქვეყნებს „უძრავი ქონების მომხმარებელთა მოლოდინებისა და ქცევის შესახებ COVID 19-ის გავრცელებამდე და მის შემდგომ“, რომლის მიხედვითაც მომხმარებლების 78%-ისთვის პანდემია შემაფერხებელი ფაქტორი აღმოჩნდა.   რაოდენობრივი კვლევა ჩატარდა უძრავი ქონების შეძენით...

მსოფლიოს უმდიდრესი ფეხბურთელი, რომელსაც 1 ბინა აქვს და კარიერა "ხეტაფეში" დაასრულა

მსოფლიოს უმდიდრესი ფეხბურთელი, რომელსაც 1 ბინა აქვს და კარიერა
access_time2020-06-02 21:30:26
სათაურის წაკითხვისა და ფოტოს ნახვის შემდეგ ურთიერთსაწინააღმდეგო განცდა დაგეუფლებოდათ - რადგან, როცა "უმდიდრეს ფეხბურთელს" წავიკითხავთ, თავში, პირველ რიგში, კრიშტიანო რონალდო და ლიონელ მესი ამოტივტივდებიან, რომლებიც წლიურად 100 მილიონ ევროზე მეტს შოულობენ.   თუმცა ფეხბურთელთა შორის ყველაზე მდიდარი ვარსკვლავებთან შედარებით ნაკლებად ცნობილი ფრანგი ფეხბურთელია, რომელმაც 2019 წელს "ხეტაფე" დატოვა და თავისუფალი აგენტი გახდა. მისი სახელი მეტიო ფლამინი...

ჯანდაცვის სამინისტრო ბიზნესის გახსნას აფერხებს - სახელმწიფო უწყებაში კომუნიკაციის პრობლემაა

ჯანდაცვის სამინისტრო ბიზნესის გახსნას აფერხებს - სახელმწიფო უწყებაში კომუნიკაციის პრობლემაა
access_time2020-06-03 10:50:07
„ვერ გავხსენი ობიექტი იმიტომ, რომ კეთილსინდისიერად ველოდები და მივყვები იმ ინსტრუქციებს, რაც იყო დაანონსებული“,- ამის შესახებ „კომერსანტს“ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ყოფილმა ხელმძღვანელმა მაია სიდამონიძემ განუცხადა. როგორც ირკვევა სასტუმრო/რესტორან „ტერასას“ მფლობელი ბიუროკრატიული პრობლემების გამო რესტორნის გარე სივრცეს ვერ ხსნის. სიდამონიძის თქმით, ამის მიზეზი არის ის, რომ ჯანდაცვის სამინისტროს შესაბამისი პირები შემოწმებაზე ამ დრომდე არ მისულან. ტურიზმის ეროვნული...

2 ივნისი - ქართული ლარი და თურქული ლირა გამყარებას განაგრძობს

2 ივნისი - ქართული ლარი და თურქული ლირა გამყარებას განაგრძობს
access_time2020-06-02 19:00:51
კორონავირუსის უარყოფითი ეფექტი რეგიონში ყველაზე მკვეთრად ქართული ლარის კურსზე აისახა, მარტის თვეში, ლარი რეკორდულად 22%-ით გაუფასურდა. წლის განმავლობაში, ქართული ლარი აშშ დოლართან მიმართებაში - 12%-ით გაუფასურდა. შედარებისთვის, დაახლოებით 16%-ით არის შემცირებული თურქული ლირა, სომხური დრამი და აზერბაიჯანული მანათი კი 2%-ის ქვემოთ მერყეობს.   ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული 2 ივნისის ვაჭრობის შედეგად, ქართული ლარის კურსი 4 თეთრით გამყარდა და ერთი აშშ...

„საზოგადოებრივი მაუწყებლის ბიუჯეტის მოცულობა თითქმის ქუთაისის ბიუჯეტია“ - ლევან კობერიძე

„საზოგადოებრივი მაუწყებლის ბიუჯეტის მოცულობა  თითქმის ქუთაისის ბიუჯეტია“ - ლევან კობერიძე
access_time2020-06-02 18:40:45
„მაღალი ბიუჯეტი და დაბალი რეიტინგი - ფრაქცია „დამოუკიდებელი დეპუტატების“ წევრმა, ლევან კობერიძემ დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე საზოგადოებრივი მაუწყებლის 2019 წლის ანგარიში განიხილა. როგორც კობერიძემ კომიტეტის სხდომაზე აღნიშნა, მაღალი ბიუჯეტის პირობებში საზოგადოებრივ მაუწყებელს დაბალი რეიტინგი აქვს. საზოგადოებრივი მაუწყებლის ბიუჯეტი - 69 მილიონი ლარი ქუთაისის ბიუჯეტზე მეტია. რეიტინგებში საზოგადოებრივი...


მსგავსი სიახლეები

up