ვინ რამდენად გვაძლევს დენს

ვინ რამდენად გვაძლევს დენს

access_time2021-10-10 11:30:57

საქართველოს ელექტროენერგიით უზრუნველყოფას წლიურად 12,1 მილიარდი კვტ/სთ სჭირდებაამ ოდენობას ქვეყანაში არსებული გენერაციის ობიექტები ვერ გამოიმუშავებენ და დეფიციტის დასაფარად იმპორტი ხდება საჭირომოხმარების ზრდასთან ერთადყოველწლიურად სულ უფრო მეტი ელექტროენერგიის შემოტანა გვიწევს და შესაბამისადმეტ ფულს ვიხდითიმპორტისთვის გადახდილი თანხის დიდი ნაწილი რუსეთში ირიცხებარომელიც 2021 წელს ელექტროენერგიის მთავარი მომწოდებელი გახდა.

შარშან იმპორტირებულ ელექტროენერგიაში (1.61 მლნ.კვტ/სთ) საქართველომ $59 მილიონი გადაიხადა, რაც მძიმე ტვირთია ქვეყნის ეკონომიკისთვის. ამ თანხის 38% რუსეთში წავიდა. წელს 8 თვეში ქვეყანას უკვე 1.7 მილიარდი კვტ/სთ ელექტროენერგიის ყიდვა დასჭირდა და აქედან თითქმის 60% რუსეთიდან შემოვიდა. რუსეთიდან იმპორტმა ბოლო ხუთი წლის მაქსიმუმს მიაღწია, რაც საკმაოდ დიდი რისკია ქვეყნის ენერგეტიკული უსაფრთხოებისთვის.

2017 წლიდან საქართველოსთვის ელექტროენერგიის მთავარი მომწოდებელი აზერბაიჯანი იყო, თუმცა 2021 წელს სურათი რადიკალურად შეიცვალა. აზერბაიჯანის წილი, რუსული იმპორტის ზრდის გამო, მთლიან იმპორტში 30%-მდე შემცირდა. თურქეთის წილი 10%-მდეა.

რატომ გვაქვს დენის დეფიციტი

ელექტროენერგიის მოხმარება, ჩვეულებრივ, პიკს ზამთრის სეზონზე აღწევს, მაშინ როდესაც ჰესების მიერ გამომუშავებული ენერგია შედარებით მცირეა. მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად ამ პერიოდში ადგილობრივი თბოსადგურების მიერ გამომუშავებული ენერგია არ არის საკმარისი, რაც იმპორტის კრიტიკულ ზრდას განაპირობებს.

ელექტროენერგიის მოხმარების ზრდა 2015 წლიდან დაიწყო. 2016 წელს იმპორტმა 479 მილიონი კვტ.სთ შეადგინა, ხოლო 2019 წელს უკვე 1,630 მილიარდ კვტ.სთ-ს მიაღწია. ელექტროენერგიის მოხმარების მატებას უმეტესად ეკონომიკის ზრდა განაპირობებს. თუმცა, როგორც ოფიციალური მონაცემები აჩვენებს, ამ წლებში ქვეყანაში საგრძნობი ეკონომიკური ზრდა არ ყოფილა. მოხმარების ზრდა მნიშვნელოვანწილად კრიპტოვალუტის წარმოებამ განაპირობა. კრიპტოვალუტის სერვერების მიერ ელექტროენერგიის მზარდი მოხმარება განსაკუთრებით აფხაზეთის ტერიტორიაზე ფიქსირდება (2020 წელს აფხაზეთმა 2,55 მილიონი კვტ. ელექტროენერგია მოიხმარა, რაც დაახლოებით თბილისის მოხმარების ტოლია). ამ ფაქტორების გავლენით, ელექტროენერგიის დეფიციტი 2020 წელს +5.3%-ით გაიზარდა და 1.46 მილიარდი კვტ.სთ შეადგინა. ქვეყანა წმინდა ექსპორტიორიდან ელექტროენერგიის იმპორტიორად გადაიქცა. შარშან ქვეყნის ელექტრომოხმარებაში იმპორტის წილმა 13% შეადგინა. მიმდინარე წლის ბოლოსთვის ეს მაჩვენებელი კიდევ უფრო მეტი იქნება.

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი პროგნოზირებს, რომ 2021-2025 წლებში მოხმარება შესაძლოა, საშუალოდ 5.1%-ით გაიზარდოს. გენერაციის 4.8%-ით ზრდის პირობებში, ელექტროენერგიის დეფიციტი 7.5%-ით გაიზრდება და 2025 წელს 1.9 მილიარდ კვტ.სთ-ს მიაღწევს.

შემცირებული წარმოება და კლებადი ექსპორტი


2020 წელს ქვეყანაში წარმოებული 6.8 მილიარდი კვტ.სთ-დან (2019 წელთან შედარებით 4.64%-ით ნაკლები) 80%-ზე ცოტა მეტი ჰესებმა აწარმოეს. დანარჩენს კი ბუნებრივ გაზზე მომუშავე თბოელექტროსადგურები (28%-ს ზამთარში და 1%-ზე ნაკლებს ზაფხულში) და უმნიშვნელო მოცულობით გორის ქარის სადგური გამოიმუშავებენ.

2006-2010 წლებში ექსპორტის მოცულობა ყოველწლიურად იზრდებოდა. მომდევნო წლებში, გაზრდილი შიდა მოხმარების გამო, ექსპორტი შემცირდა. 2017 წელს საქართველოდან 0.686 მილიარდი კვტ.სთ ელექტროენერგიის ექსპორტი განხორციელდა, 2018 წელს – 0.589 მილიარდი კვტ.სთ. ექსპორტი ხორციელდება ზაფხულის თვეებში წყალუხვობის სეზონზე, უმეტესად – თურქეთში.

ეკონომიკის სამინისტროს სცენარის მიხედვით, საქართველო ენერგეტიკაში არსებული პრობლემების გამწვავებას მხოლოდ ახალი ჰესების შექმნის შემთხვევაში დააღწევს თავს. ამისთვის, პირველ რიგში, დიდი კაშხლიანი ჰესების აშენებაა საჭირო. აღნიშნული სცენარის მიხედვით, 2022 წლისთვის ჯამური დადგმული სიმძლავრე არსებული 4247 მგვტ-დან 5014 მგვტ-მდე უნდა გაიზარდოს, 2024 წლისთვის – 5984 მგვტ-მდე, ხოლო 2030 წლისთვის 7945 მგვტ-ს უნდა მიაღწიოს.

ეს სცენარი 433 მეგავატის სიმძლავრის ნამახვანჰესის სისტემაში ჩართვის შემთხვევაში შეიძლებოდა განვითარებულიყო. ბოლო მოვლენებიდან ცხადი გახდა, რომ ნამახვანჰესის ექსპლუატაციაში გაშვება 2023 წლისთვის ვერ მოხდება, როგორც ეს ეკონომიკის სამინისტროს ჰქონდა დაგეგმილი.

ამ პროექტის ჩაშლა უარყოფითი სიგნალი იქნება უცხოელი ინვესტორებისთვის და ენერგეტიკის სექტორში ისედაც კლებადი ინვესტიციების კიდევ უფრო შემცირებას  გამოიწვევს.

ვინ ჩადებს ინვესტიციას ნამახვანის პროექტის ჩაშლის შემდეგეს ფაქტი ინვესტორისთვის ნიშნავსრომ კარგი პროექტი რომც მოამზადოსშეიძლება გაუგებარი მიზეზებით ჩაეშალოსინვესტიციის მოზიდვა პრობლემა გახდებაარა მარტო დიდი ჰესებისთვისარამედ მცირე პროექტებისთვისაცინვესტორისთვის საქართველოში საქმიანობის დაწყებაარსებული რეგულაციების პირობებშიისედაც პრობლემურია და მას კორუფციისკენ უბიძგებსშექმნილი სიტუაციიდან გამომდინარეიმპორტის ზრდა გარდაუვალი გახდებარაც ელექტროენერგიას გააძვირებსმოკლევადიან პერიოდში შეიძლება ტარიფი არ გაიზარდოსმაგრამ 5-6 წელიწადში ეს აუცილებლად მოხდება”, – ამბობს ISET- ის კვლევითი ინსტიტუტის მკვლევარი ლევან ფავლენიშვილი

ადვილი მისახვედრია, რომ როდესაც ქვეყანაში გენერაციის განვითარება ჩამორჩება მოხმარების ზრდას, იმპორტზე დამოკიდებულება მატულობს, ელექტროენერგია ძვირდება და ჩვენც მომავალში უფრო მეტის გადახდა მოგვიწევს. 



წყარო: business feed





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up