ვინ რამდენ პროცენტში გვაძლევს სესხს - საქართველო და მევალეები

ვინ რამდენ პროცენტში გვაძლევს სესხს - საქართველო და მევალეები

access_time2021-09-01 15:10:00

2021 წლის ივლისის მდგომარეობით, საქართველოს სახელმწიფო საგარეო ვალი 8,002 მლრდ დოლარს შეადგენს, საიდანაც მთავრობის საგარეო ვალდებულებები 7,521 მლრდ დოლარია, საქართველოს ეროვნული ბანკის - 481,496 მლნ დოლარი.


საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სტატისტიკის მიხედვით, სახელმწიფოს ყველაზე მსხვილი კრედიტორები არიან: აზიის განვითარების ბანკი (ADB); მსოფლიო ბანკის განვითარების საერთაშორისო ასოციაცია (IDA) და რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკი (IBRD). ამასთან, საქართველოს მევალეები არიან სხვა ორმხრივი კრედიტორებიც, მათ შორის, ამერიკა, გერმანია, რუსეთი, ყაზახეთი, ჩინეთი და ა.შ.


„ბიზნესპრესნიუსი“ დაინტერესდა, თუ რა პროცენტში აქვს ქვეყანას ვალი აღებული ამა თუ იმ კრედიტორისგან.


ფინანსთა სამინისტროს ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული სახელმწიფო ვალის დოკუმენტის მიხედვით, (2021 წლის 31 მაისის მდგომარეობით) საქართველოს ყველაზე ძვირი უჯდება გერმანიისგან (KFW) აღებული 8,859 მლნ დოლარის ვალის მომსახურება, საპროცენტო განაკვეთი სესხის ამ მოცულობაზე 6,68%-ს შეადგენს. საერთო ჯამში, საანგარიშო პერიოდში საქართველოს KFW-სგან აღებული აქვს 733,721 მლნ დოლარის ვალი 11 ტრანშად. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი შეადგენს 0,25%-ს, მაქსიმალური კი 6,68%-ს.



რაც შეეხება სხვა ორმხივ კრედიტორებისგან აღებული ვალების საპროცენტო განაკვეთებს, ასე გამოყურება:


ნიდერლანდები - 4,20%, 5,10% (სესხი რამდენიმე ტრანშად)
აზერბაიჯანი - 4%
რუსეთი - 4%
ყაზახეთი - 4%
თურქმენეთი - 4%
თურქეთი - 3,13%
ირანი - 3%
სომხეთი - 3%
უზბეკეთი - 3%
უკრაინა - 3%
ჩინეთი - უპროცენტო - 0%
იაპონია - 0,01%-დან 2,30%-მდე (სესხი რამდენიმე ტრანშად)
ქუვეითი - 2,50%; 3% (სესხი რამდენიმე ტრანშად)
აშშ - 1,5%-დან 2,50%-მდე (სესხი რამდენიმე ტრანშად)
საფრანგეთი - 0,17%-დან 1,41%-მდე (სესხი რამდენიმე ტრანშად)


განსხვავებით ქვეყნებისგან, როგორც წესი, დაბალია მრავალმხრივი კრედიტორებისგან აღებულ ვალზე საპროცენტო განაკვეთი. ასეა საქართველოს შემთხვევაშიც. ყველაზე ძვირად 2,15%-ად საქართველოს ვალი აღებული აქვს მსოფლიო ბანკის, განვითარების საერთაშორისო ასოციაციისგან (IDA). თუმცა მხოლოდ ნაწილი, IDA-სგან აღებული ვალის ნაწილზე საპროცენტო განაკვეთი 2%-ს შეადგენს, ნაწილზე კი 0,75%-ს.


სხვა მრავალმხრივი კრედიტორებისგან აღებულ სესხზე საპროცენტო განაკვეთები კი ასეთია:


განვითარების საერთაშორისო ასოციაცია (WB - IBRD) - 0,57%-დან 1,39%-მდე (სესხი რამდენიმე ტრანშად)
სოფლის მეურნეობის განვითარების საერთაშორისო ფონდი (IFAD) - 0,71%-დან 2%-მდე (სესხი რამდენიმე ტრანშად)
საერთაშორისო სავალუტო ფონდი (IMF EFF,MOF) - 1,05%
ევროგაერთიანება (EU) - 0,13%-დან 1,25%-მდე (სესხი რამდენიმე ტრანშად)
აზიის განვითარების ბანკი (ADB) - 0%-დან 0,97%-მდე
აზიის ინფრასტრუქტურის განვითარების ბანკი (AIIB) - 0,30%-დან 1,68%-მდე (სესხი რამდენიმე ტრანშად)
ევროსაბჭოს განვითარების ბანკი (CEB) - 0%-დან 0,39%-მდე (სესხი რამდენიმე ტრანშად)
ევროპის საინვესტიციო ბანკი (EIB) - 0,33%-დან 1,93%-მდე (სესხი რამდენიმე ტრანშად)
სკანდინავიური გარემოსდაცვის საფინანსო კორპორაცია (NEFCO) - 2%


bpn.ge

თეგები:
სესხი



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up