ვინ რა ჰკითხა გიორგი გახარიას

ვინ რა ჰკითხა გიორგი გახარიას

access_time2020-05-27 18:55:44

პარლამენტში ანგარიშის წარსადგენად მისული საქართველოს პრემიერ მინისტრი გიორგი გახარია საკანონმდებლო ორგანოში დეპუტატების კითხვებს ამ დრომდე პასუხობს. „კომერსანტი“ გთავაზობთ იმ კითხვა-პასუხების ნაწილს, რომელიც საკანონმდებლო ორგანოში  დაისვა და მთავრობის მეთაურის მიერ  პასუხებიც გაეცა.


ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის რომან კაკულია:


კითხვა: - რატომ ვერ მოხერხდა, რომ დღეს თქვენ ამ მოხსენების ფონზე გქონოდათ წარმოდგენილი ბიუჯეტი


- ძალიან ბევრმა ადამიანმა, Stopcov ფონდში ძალიან ბევრი თანხა ჩადო და კარგი იქნება თუ გვეცოდინება პრინციპი ზუსტად როგორ დაიხარჯება ეს ფული. საერთო თანხა ჩაიწერება თუ იქნება რაღაც კონკრეტული მიმართულებები?


-მესამე შეკითხვა შეეხებოდა ზოგადად მმართველობის თემას. „ბევრი შეკითხვა მოდის ასეთი -გასაგებია თანხა გასაგებია ადრესატი, მაგრამ მისვლის პროცედურებში არის ძალიან ბევრი ხარვეზი. მესმის რომ აქ ადამიანური რესურსის პრობლემაა, ყველა ამ თანხის მიმტანი სხვადასხვა ინსტიტუციაში და იოლი ნამდვილად არ არის, მაგრამ ამის მონიტორინგი სისტემა როგორი გაქვთ? თქვენ თუ ხედავთ ამ გამოწვევებს და როგორ გეგმავთ მოვაგვაროთ კონკრეტული თემა?



პასუხი: გიორგი გახარია:


„ბიუჯეტის წარდგენის პარლამენტის რეგლამენტის მიერ განსაზღვრული კონკრეტული თარიღები არსებობს. მთავრობას ბიუჯეტის წარდგენა შეუძლია 5 ივნისამდე, ჩვენ ამ ვადას არ გადავაცილებთ. რაც შეეხება ბიუჯეტის პარამეტრებს უკვე ერთხელ ვთქვი და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ პანდემიამდე ნაერთი ბიუჯეტი - ჩვენ გვქონდა 13,7 მლრდ რომელიც შემცირდა 11,9 მლრდ- მდე და არის 1,8 მილიარდი. მოგეხსენებათ, რომ ჩვენი ხარჯები არის 350 მილიონი, ეს არის კონკრეტულად ჯანდაცვის პირდაპირი ხარჯები ვირუსთან ბრძოლის, ტესტი, აღჭურვილობა, მკურნალობა და კიდევ ბევრი რაღაც. 1, 3 მილიარდი ეს არის სოციალური დახმარება მოქალაქეებზე 1,7 მილიარდი ეს არის ბიზნესის დახმარება და სულ ეს არის დაახლოებით 4,3 მლრდ. მნიშვნელოვანი ციფრი რომელიც დაგაკლდათ ეს იყო ბიუჯეტის დეფიციტის მაჩვენებელი რომელიც გაზრდილია 6-დან და 8,5-მდე. ეს არის ის პარამეტრები რომელიც ჩვენ სავალუტო ფონდთან შეთანმხებული გაქვს ეს არის ბიუჯეტის ის პარამეტრები რომელიც საპროგნოზო, კირიზისული მაგრამ რომელიც გვაძლევს იმის საშუალებას, რომ ვიმოქმედოთ იმ სოციალური დახმარების და ანტიკრიზიული გეგმების ფარგლებში რომელიც უკვე წარდგენილი იყო.



სისტემა არ იყო ეს მარტივი, მაგრამ ჯანდაცვის სამინისტრო, სოციალური დახმარების სააგენტო, ისევე როგორც ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური უკვე კარგად მუშაობენ ერთმანეთთან. რეალური ფულის გაცემა ამ კვირიდან დაიწყება. ჩვენ არასოდეს არ გაგვიცია დაპირება, რომ ეს იქნებოდა ამ პირველ აპრილს ან პირველ მაისს ჩვენ ვთქვით, რომ ეს ყველაფერი იქნებოდა 20 მაისის შემდგომ როგორც ვთქვით ისევ ვამბობ. არ მინდა სპეკულაციების კორიდორი დავტოვო, ყველა ადამიანი რომელსაც ეს საჭიროება ექნება და დასაბუთებული იქნება ეს საჭიროება ამ დახმარებას მიიღებს.


რაღაც მოდელები თანამშრომლობის, ერთობლივი მუშაობის ბიზნესთან კონკრეტულ კომპანიებთან უკვე დავალაგეთ მაგრამ ასევე სახლემწიფოს მხრიდან რეზერვების შექმნის შემდეგ უკვე დამოუკიდებლად რომ ვიმოქმედოთ აქაც გარკვეული სქემები გაქვს. მინდა გითხრათ რეზერვები ჯერ კიდევ არსებობს და ჩვენ ამ მუშაობას ვაგრძელებთ. მეორე ტალღისთვის ბევრად უფრო მომზადებულები ვიქნებით. სასურსათო უზრუნველყოფის კუთხით არანაირ პრობლები არ იქნება როგორც ამ კრიზის დროს რომელიც იყო აბსოლუტურად მოულოდნელი, დაახლოებით ერთი-ორი საათი რამოდენიმე მსხვილი სუპერმარკეტის დახლებზე იყო რაღაც პატარა დეფიციტი აბსოლუტურად დაუსაბუთებელი მაგრამ იყო ასეთი შემთხვევები და ამაზე ხდებოდა სწრაფი რეაგირება და ეს დახლები ივსებოდა. უკეთესი მზაობა გვექნება ამ ნაწილში რაც შეეხება მეორე ტალღას“ ,- განმარტა გიორგი გახარიამ.


კითხვა: „ევროპული საქართველოს“ წევრი ზურაბ ჭიაბერაშვილი:


აპირებთ თუ არა გადახედოთ 520-ე დადგენილებას, რომელმაც პანდემიამდე უზარმაზარი ზარალი მიაყენა ჯანდაცვის სისტემის ფინანსურ მდგრადობას? 


პასუხი,გიორგი გახარია:„520-ე დადგენილების გადახედვაზე საუბარი დღეს არ არის, 520-ე დადგენილებაში შეიძლება გარკვეული რაღაც ცვლილებები შევიდეს.520-ე დადგენილება არის რთული, მაგრამ უკიდურესად საჭირო დადგენილება იმისთვის. რომ ჯანდაცვის სისტემა ქვეყანაში იყოს უფრო დაბალანსებული და სტაბილური მდგრადი გრძელვადიანი გამოწვევების წინაშე. ამიტომ 520-ე დადგენილების გადახედვაზე საუბარი დღეს არ არის, 520-ე დადგენილებაში შეიძლება გარკვეული რაღაც ცვლილებები შევიდეს ეს არის და ეს. რაც შეეხება ჯანდაცვის სისტემის დახმარებას, მოგახსენებთ, კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ დეველოპმენტის და მშენებლობის სექტორის დახმარებით შემდგომ შემდეგი სექტორალური ანტიკრიზისული გეგმა იქნება ჯანდაცვის სისტემის მიმართულებით.


მთავრობის და ხელისუფლების ძირითად ამოცანა გახლავთ ის, რომ ეს სამი-ოთხი თვე გამოვიყენოთ იმისთვის, რომ მაქსიმალურად მოვამზადოთ ჯანდაცვის და სოციალური სისტემა, იმ შემთხვევაში თუ მეორე ტალღა იქნება ჩვენ შევძლოთ აი ამ შეზღუდვების გარეშე ვმართოთ პროცესი. იმ შემთხვევაში თუ ჩვენ გვექნება გარკვეული რაოდენობა ინფიცირებულების ჯანდაცვის სისტემა უნდა იყოს მზად ორი რაღაცისთვის პირველი სწრაფად გამოავლინოს ინფიცირების კერა და ამისთვის იქნება შემქნილი ეს ლაბორატორიების ქსელი და გამოვლენის შემდგომ სწრაფად უმკურნალოს და ნორმალურ ცხოვრებას დაუბრუნოს ეს ადამიანები. ეს არის ის ერთადერთი შესაძლებლობა რომლისთვისაც უნდა ვიყოთ მზად, რომ მეორე ტალღის შემთხვევაში მსგავსი ეკონომიკური მკაცრი და მძიმე შეზღუდვები არ დაგვჭირდეს“, — განაცხადა გიორგი გახარიამ.


კითხვა: „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, რომან გოცირიძე:

რატომ არის StopCov ფონდი გაუმჭვირვალე, რაში ხარჯავთ ჩარიცხულ თანხას? 

დაასახელეთ მსოფლიოში ერთი ქვეყანა მაინც გარდა საქართველოსი, რომელმაც კორონავირუსის პანდემიის პერიოდში საკუთარ მოქალაქეებს არ გაუწია არც ერთი თეთრი ფულადი დახმარება“


პასუხი,გიორგი გახარია:  „არ დავასახელებ, არ მაინტერესებს საერთოდ სხვა ქვეყნები და არ ვედრები არავის, ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი არის, რა შეუძლია და რას აკეთებს საქართველოს მთავრობა დღეს თავისი მოქალაქეებისთვის.


ერთ რამეს გეტყვით, რომ 26 მაისიდან დაიწყება კომპენსაციის კონკრეტული გაცემა. რა სფერო იქნება ამ გაცემის პირველ ეტაპზე. 40 434 შშმ პირების და ბავშვებისთვის განსაზღვრულ კომპენსაციას მიიღებს 1 ივნისამდე. 194 529 პირი – ეს იქნება ადამიანები, ვისაც 65 000-დან 100 000-მდე ქულა აქვს, 224 644 ოჯახი – ეს არის 100 000 ქულამდე და მრავალშვილიანი ოჯახები, 58 000 თვითდასამებული პირი, რომელიც უკვე იდენტიციფირებულია. ეს არის ის, რაც ახლა უკვე გაკეთა, ეს პროცესი გრძელდება. ამ პროცესის მდგრადობა რომ იყოს მნიშვნელოვანი, ეს განაცხადბი მიიღება, ამიტომ არის ამის გეგმა ექვსთვიანი და არ არის, ერთთვიანი, ორთვიანი. ვისაც ობიექტური შეფასების უნარი აქვს, ის იტყვის, რომ მთავრობას ერთჯერადად რომ მიეცა 1200 ლარი, შეიძლება ამაზე უფრო მეტი პიარული ეფექტი და პოზიტივი აეკრიფა, მაგრამ ჩვენ ხომ ეს არ გავაკეთეთ, გავაკეთეტ 6-თვიანი, 200-200 ლარი მხოლოდ იმისთვის, რომ ამ დამხარებაში მეტი მდგრადობა ყოფილიყო“,- განაცხადა გახარიამ.


მთავრობის მეთაურის განმარტებით, ეს სახსრები იმ სფეროში იქნება გამოყენებული, სადაც ამის მეტი საჭიროებაა და გარდა ამისა დამატებითი სახსრებიც იქნება მოძიებული.


„არ მიყვარს ამაზე საუბარი. თქვენი ხელისუფლების დროს ადამიანი მილიარდებს რომ ხარჯავდა და თქვენ რომ იწერდით, მერე გამოდიოდით და ამბობდით, რომ პატრულს ამდენი მანქანა ჰყავს, ამას ჩავაცვით, ამას დავახურეთ და ახლა თქვენ მოდიხართ და მორალს მიკითხავთ მე?! კიდევ ერთ რამეს გეტყვით, რეალურად დღეს მიმდინარე საკასო ხარჯების ნაწილში, საქართველოს მთავრობამ იზრუნა იმაზე, რომ ჩვენ პრობლემა არ გვაქვს და ეს გადმორიცხული თანხა, ყველა ადამიანის კეთილი ნება იყო და ამ კეთილ ნებას ჩვენ გამოვიყენებთ. აქ რამდენიმე კარგი წინადადება მოვისმინე, თქვენგანაც სხვათა შორის, რასაც ასევე გამოვიყენებ. ოღონდ მერე თქვენ შეიძლება რაღაც დისკომფორტი შეგექმნათ, რაღაცას დაარქმევთ ამას, პოლიტიკურ მოტივაციას ან რაღაცას, მაგრამ რამდენიმე თქვენგანმა თქვა, რომ ყველას დაეხმარეთო. მივხედავთ ჩვენ ყველას და ამ სახსრებსაც გამოვიყენებთ იქ, სადაც ამის საჭიროება იქნება და სხვა სახსრებსაც მოვიძიებთ, ამის პრობლემა ნუ გაქვთ,“- განაცხადა გიორგი გახარიამ.







„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up