ვინ მიაწვდის ელექტროენერგიას  ზაფხულიდან მოსახლეობას - „მთავრობა უნივერსალურ კომპანიას დაასახელებს“

ვინ მიაწვდის ელექტროენერგიას ზაფხულიდან მოსახლეობას - „მთავრობა უნივერსალურ კომპანიას დაასახელებს“

access_time2021-01-09 15:23:44

„ზაფხულიდან ფუნქციონირებას დაიწყებს ენერგეტიკული ბირჟა, როგორც ეს ევროპული მოდელით არის წარმოდგენილი. ამასთან, „თელასს“ და „ენერგოპროს“ გამოეყოფა ელექტროენერგიის მიწოდების ნაწილი და ისინი იქნებიან მხოლოდ ქსელის მფლობელები“,- ამის შესახებ რადიო „პალიტრასა“ და „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „საქმე“ სემეკის თავმჯდომარე დავით ნარმანიამ განაცხადა.

აღნიშნული ცვლილება უკვე 2021 წლის 1-ლი ივლისიდან ამოქმედდება, თუმცა, როგორც ნარმანია აცხადებს, მოსახლეობა, მომხმარებლები მიმწოდებლის ცვლილებით რაიმე უხერხულობას არ იგრძნობენ.

„გამომდინარე იქიდან, რომ 2019 წელს ამოქმედდა ახალი კანონი, უნდა მოხდეს კომპანიების გაყოფა. ერთი და იგივე კომპანია ვეღარ იქნება ქსელის მეპატრონეც და ელექტროენერგიის მიმწოდებელიც. ეს ნორმა ძალაში 2021 წლის 1-ლი იანვრიდან უნდა შესულიყო, თუმცა, იქიდან გამომდინარე რომ ეს რეფორმა ძალიან მრავალკომპონენტიანია, თავად კომპანიებმაც გამოთქვეს ეჭვები, რომ ეს ყველაფერი შეიძლება 1-ელ იანვრამდე ვერ მოგვესწრო. მათ გაყოფასთან დაკავშირებით, ერთი ნაწილი უკვე მივიღეთ დეკემბერში, შემდგომი ნაბიჯი კი არის რომ - მთავრობამ უნდა დაასახელოს უნივერსალური მიმწოდებელი ელექტროენერგიისა, ეს იქნება კერძო თუ სახელმწიფო ენერგეტიკული კომპანია, უნდა შემოვიდეს მარეგულირებელ კომისიაში, უნდა გავცეთ მასზე ლიცენზია, შემდეგ ამ კომპანიამ უნდა მოგვმართოს საფასურის დადგენის მოთხოვნით, სემეკმა უნდა დაუდგინოს ეს საფასური და მხოლოდ ამის შემდეგ შევა ეს მოდელი ძალაში. შესაბამისად, მოხდა 6 თვით ამ რეფორმის გადავადება. 6 თვეში ასევე ძალაში შედის ენერგეტიკული ბირჟა. ეს ორი პროცესი ერთმანეთს დაემთხვევა და ზაფხულიდან გვექნება ახალი მოდელი. შედეგად, თუ დღეს მოქალაქეებს, მცირე და საშუალო ბიზნესს ელექტროენერგიას „თელასი“ და ენერგო პრო“ აწვდის, ზაფხულიდან მიმწოდებელი იქნება სხვა თუმცა, ამას მომხმარებლები ვერ იგრძნობენ.

„ახალი მოდელი იქნება საბაზრო მექანიზმი, მაგრამ ბაზარზე გასვლა ერთბაშად არ მოხდება. ენერგეტიკული ბირჟა, რომელიც დაფუძნდა სახელმწიფოს მხრიდან, იქნება პლატფორმა, სადაც ენერგიის ყიდვა/გაყიდვა მოხდება. მცირე, დიდი ჰესები, ქარის ელექტროსადგური, იმპორტორები და ა.შ. დარეგისტრირდებიან ამ ბირჟაზე და შესთავაზებენ საკუთარ ენერგიას მომხმარებლებს, მომხმარებლებიც თავის მხრივ ასევე დარეგისტრირდებიან ელექტრონულ პლატფორმაზე და იყიდიან ელექტროენერგიას, შეიძლება მოხდეს ენერგიის წინა დღით ყიდვა, საათობრივად და ა.შ. თუმცა, ზაფხულიდან, 1-ლი ივლისიდან, ბირჟაზე გავლენ ყველაზე მსხვილი მიმწოდებლები. ასეთი არის დაახლოებით, 30 კომპანია. 1 წლის შემდეგ უკვე დაბალი შედარებით ძაბვის ორგანიზაციები გავლენ ბირჟაზე და ა.შ.

რაც შეეხება მოსახლეობას და მცირე და საშუალო ბიზნესს, მათ მოემსახურება სწორედ ის უნივერსალური კომპანია, რომელსაც დაასახელებს მთავრობა და რომელზეც სემეკ-მა უნდა გასცეს ლიცენზია. შედეგად მოსახლეობაც, მცირე და საშუალო ბიზნესიც დაზღვეული იქნება და ყოველთვის იქნება დადგენილი ტარიფის ელექტროენერგიით უზრუნველყოფილი,“-განაცხადა ნარმანიამ.



Bpn.ge





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up