ვინ ლობირებს საქართველოში ჩინურ კომპანია “სინოჰიდროს”?!

ვინ ლობირებს საქართველოში ჩინურ კომპანია “სინოჰიდროს”?!

access_time2020-05-28 10:30:26

დაუსრულებელ პროექტში უშედეგოდ გადაყრილი 400 მილიონამდე ლარი და არცერთი პასუხისგებაში მიცემული პირი, რომლებმაც ხალხის კუთვნილი კოლოსალური თანხა გაფლანგეს.


ვინ ლობირებს ოცნების ხელისუფლებაში ჩინურ კომპანია სინოჰიდროს?!


ეს კითხვა უკვე 3 წელია არსებობს. მიზეზი კი სამტრედია – გრიგოლეთის 54 კილომეტრიანი მაგისტრალია, რომელიც ჯერ კიდევ 2017 წელს უნდა დასრულებულიყო. ოპოზიცია და მესამე სექტორი კონკრეტულ ფაქტებზე დაყრდნობით ვარაუდობს, რომ ხელისუფლება საეჭვო რეპუტაციის მქონე კომპანიასთან კორუფციულ გარიგებაშია შესული. პირველად ეს ეჭვი მაშინ გაჩნდა, როცა უკრაინულმა კომპანიამ ტენდერის პირველი ლოტი მოიგო და 80 მილიონი ისე მიითვისა, რომ სამუშაოები არ შეუსრულებია.



“საქართველომ 80 მილიონი ლარი სამუდამოდ დაკარგა. ეს ფული იმიტომ ვერ დაიბრუნეს, რომ უკრაინის ერთ-ერთ ბანკთან საგარანტიო ხელშეკრულება გააფორმეს, ბანკი მშვენივრად ფუნქციონირებს, თუმცა საქართველოს არაფერს არ აძლევს”- აცხადებს “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი რომან გოცირიძე.


მეორედ, სახელმწიფოს კუთვნილი 27 მილიონი, იგივე გზის მშენებლობაზე იტალიურმა კომპანიამ მიითვისა, ტენდერით გათვალისწინებული ვალდებულებები არც მას შეუსრულებია. თუმცა საქართველოს მთავრობას არცერთ შემთხვევაში არ მიუმართავს საარბიტრაჟო სასამართლოსთვის, რომ მიყენებული ზიანის ანაზღაურება მოეთხოვა. უფრო მეტიც, ბოლოს საგზაო დეპარტამენტმა ტენდერი მოაგებინა ჩინურ “სინოჰიდროს”, რომელიც მსოფლიოში ცნობილია თავისი კორუფციული წარსულით. საქართველოს ხელისუფლების რჩეული კომპანია მსოფლიო ბანკმა 2013 წელს არაკეთილსინდისიერი გარიგებების გამო დააჯარიმა, აფრიკის ბანკმა შავ სიაში შეიყვანა, მალაიზიაში კი სინოჰიდროს კორუფციის მონუმენტიც უწოდეს. ამის მიუხედავად საქართველოს ხელისუფლებამ სამტრედია-გრიგოლეთის გზის მშენებლობა მაინც საეჭვო წარსულის მქონე ჩინურ კომპანიას მიანდო და 253 მილიონი მისცა.


წყარო: newposts.ge




თეგები:
სინოჰიდრო



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up