ვინ იყო ტრამპი და ვინ არის ბაიდენი?

ვინ იყო ტრამპი და ვინ არის ბაიდენი?

access_time2021-01-20 19:00:11

შეერთებულ შტატებში ტრამპის ეპოქა დასრულდა და 2024 წლამდე ოვალური კაბინეტი ჯო ბაიდენმა გადაიბარა. ბაიდენის მემკვიდრეობა საკმაოდ მძიმეა. იმ მასშტაბის ეკონომიკური კრიზი რომელიც ამერიკაში მძვინვარებს, ბოლოს ¾ საუკუნის წინ შორეულ 1946 წელს დაფიქსირდა.


ვინ იყო ტრამპი და ვინ არის ბაიდენი? დონალდ ტრამპი გარდა იმისა, რომ ერთადერთი პრეზიდენტია, რომელსაც წარმომადგენლობითმა პალატამ (კონგრესმა) იმპიჩმენტი ორჯერ გამოუცხადა, ისტორიაში სხვა გარემოებებითაც შევა, მათ სორის კაპიტოლიმუზე განხორციელებული შტურმითა და იმითაც, რომ პირველადი შედეგების გამოცხადებამდე, მისი გაპრეზიდენტების არავის სჯეროდა.


პოლიტიკაში გამოუცდელმა მილიარდერმა ბიზნესმენმა პრეზეიდენტობის სურვილი 2015 წლის ივნისში გამოთქვა, რესპუბლიკური პარტიის პრაიმერში ჩაერთო და ბევრი ადამიანის გასაოცრად გაიმარჯვა კიდეც. 2016 წლის ივლისში ტრამპი რესპუბლიკური პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატად ოფიციალურად დასახელდა.


დემოკრატიული პარტიის კანდიდატს ჰილარი კლინტონი წარმოადგენდა. სრულიად მსოფლიო დარწმუნებული იყო, რომ პირველი აფროამაერიკელი პრეზიდენტის შემდეგ შეერთებულ შტატებს პირველი ქალი პრეზიდენტიც ეყოლებოდა. მის სასარგებლოდ მუშაობდა მთელი მედია, კლლინტონის მხარეზე იყო მთელი ჰოლივუდი, ავტორიტეტული კვლევითი ორგანიზაციები მისი გარდაუვალი გამარჯვების შესახებ იტყობინებოდნენ. ზოგი წყაროს ცნობით სახელმწიფოების პირველ პირებს, მილოცვის ტექსტი უკვე წინასწარ ჰქონდათ გამზადებული. 8 ნოემბრის არჩევნებმა ყველაფერი თავდაყირა დააყენა და მოზარება, რომ „შავი პიარიც“ პიარია კიდევ ერთხელ დაადასტურა. მართალია კლინტონმა თითქმის 3 მლნ ხმით მეტი მიიღო, მაგრამ რადგან აშშ-ში კოლეგიის ხმები ითვლება, რომელიც თავის მხრივ ცალკეულ შტატებზე და მათი მოსახლეობის რაოდენობაზეა დამოკიდებული ტრამპმა საბოლოოდ 304:227 გაიმარჯვა.


ტრამპის უმთავრეს საარჩევნო სლოგანს “Make America Great Again” – “გავხადოთ ამერიკა ისევ დიდებული“ წარმოადგენდა. ის აქტიურად უჭერდა მხარს მიგრანტთა ნაკადის შემცირებას, მექსიკის საზღვარზე კედლის აშენებას აანონსებდა, თანაც მექსიკის ბიუჯეტიდან, ამას გარდა ბიზნესსა და მოსახლეობას გადასახადების მკვეთრ შემცირებას, დამატებითი სამუშაო ადგილების შექმნასა და ეკონომიკური ზრდის ტემპის დაჩქარებას პირდებოდა.


ეკონომიკურ ნაწილის წარმატებების აღიარება ოპონენტებსაც მოუწიათ. პანდემიამდელ პერიოდში უმუშევრობის დონე 4.7%-დან 3.5%-მდე შემცირდა და 50 წლიანი რეკორდი მოხსნა. 2017 წლის იანვრიდან, 2020 წლის იანვრამდე დასქმებელ ამერიკელთა რაოდენობა 6.8 მლნ-ით 145.6 მლნ-დან 152.4 მლნ-მდე გაიზარდა. ობამას მმართველობის უკანასკნელ წელს ამერიკაში ეკონომიკური ზრდის ტემპი 1.7%-მდე დაეცა, ტრამპის დროს ჯერ 2.3%-მდე გაიზარდა, შემდეგ 3%-მდე, თუმცა 2019 წელს ისევ 2.2%-მდე შემცირდა.


ეკონომიკური ბუმი ძირითად საფონდო ბირჟებზეც აისახა. Dow Joneses-ის ინდექსი ტრამპის მმართველობის პერიოდში პირველად გადასცდა ჯერ 20 000-იან შემდეგ 30 000-იან ნიშნულს. 1.5-ჯერ 3700-მდე გაიზარდა S&P 500-ის ინდექსიც, რაც შეეხება Nasdaq-ს, რომელზეც ძირითადად ტექნოლოგიური კომპანიების აქციებია განთავსებული ყველაზე დიდი 135%-იანი ზრდა აჩვენა და 5550-დან 13 000-ს მიაღია.


ტექნოლოგიური კომპანიების გიგანტები ტრამპის დროს გახდნენ ტრილიონერები. Apple-ის ღირებულება $500 მლრდ-დან $2.115 ტრლნ-მდე გაიზარდა, Amazon-ის $400 მლნ-დან $1.556 ტრლნ-მდე, Microsoft-ის $480 მლრდ-დან $1.605 ტრლნ-მდე, Alphabet-ის (Google) $540 მლრდ-დან $1.735 ტრლნ-მდე. ცამეტნიშნა კაპიტალიზაციას ვერ მიაღწია, მაგრამ $370 მლრდ-დან $715 მლრდ-მდე გაიზარდა Facebook-ის ღირებულება, Tesla-სი კი $49 მლრდ-დან $783 მლრდ-მდე.

ტრამპის დროს გაჩნდა ცნება - ცენტიმილიარდერი, ადამიანი რომლის ქონებაც $100 მლრდ-ს აღემატება. დღეს ასეთი სულ 4 ადამიანია და მათ შორის სამი ამერიკელი: ჯეფ ბეზოსი, ილონ მასკი და ბილ გეითსი. დროებით ამ სტატუს მარკ ცუკერბერგიც ატარებდა.


ეკონომიკური ზრდის დაჩქარების ერთ-ერთ, მაგრამ არა ერთადერთ მიზეზს საგადასახადო რეფორმა წარმოადგენდა. კორპორაციული მოგების გადასახადი 35-დან 21 პროცენტამდე შემცირდა, ხოლო იმ კომპანიებისთვის რომლებმაც წარმოება აშშ-ში დააბრუნეს 15.5%-მდე. საშემოსავლო გადასახადზე პროგრესული დაბეგვრის მეთოდი შენარჩუნდა, თუმცა დაწესდა ზედა ზღვარი - 39.6%.


ჯერ კიდევ არჩვენებამდე ვრცელდებოდა ხმები იმის შესახებ, რომ პუტინს ტრამპზე კომპრომატები გააჩნდა. შემდეგ გამოძიება იმის შესახებ ჩაერია თუ არა მოსკოვი არჩევნებში ტრამპის სასარგებლოდ წლები გაგრძელდა. განაჩენმა მოწინააღმდეგეების იმედგაცრუება გამოიწვია.


ტრამპის პრორუსულობის შიშები საქართველოშიც არსებობდა. სინამდვილეში, საქართველომ და ასევე უკრაინამ სწორედ ტრამპის მმართველობის დროს შეიძინა მსოფლიოსი საუკეთესოდ აღიარებული ტანკსაწინააღმდეგო „ჯაველინები“ რომლის მოყიდვასაც არათუ ობამა ბუშიც კი ერიდებოდა. ჯაველინს სხვა ანალოგებთან შედარებით რამდენიმე მნიშვნელოვანი უპირატესობა გააჩნია: მსუბუქია და მისი გამოყენება ქვეითსაც შეუზლია. გასროლის შემდეგ ჭკვიანი რაკეტა სამიზნეს თავად პოულობს, მსროლელს კი ამ დროს პოზიციის შეცვლისთვის საკმარისი დრო რჩება, რათა საპასუხო ცეცხლმა თავად არ შეიწიროს. ჯაველინის ეფექტიანობა 98%-ს აჭარბებს და არ არსებობს ტანკი რომლის ჯავშანიც მას გადაურჩება. ჯაველინებს ჰაერსაწინააღმდეგო „სტინგერები“ მოჰყვა, რომელიც მართალია თავის კლასში ისეთივე უნიკალური ვერ არის როგორც ჯაველინი, მაგრამ ქართული არმიისთვის მნიშვნელოვანი შენაძენია. ავღანეთის ომში 340 საბჭოთა საფრენი აპარატი სწორედ სტინგერის მსხვერპლი გახდა. მოწყობილობის მობილურობა და ეფექტიანობა მაღალია. ერთადერთ ნაკლად ის შეიძლება ჩავუთვალოთ, რომ მოქმედების რადიუსი მხოლოდ 8 კილომეტრია, სიმაღლე კი 3.8 კმ. ბომბდამშენს რა თქმა უნდა, უფრო მეტ სიმაღლეზეც შეუძლია ფრენა, მაგრამ ასეთ შემთხვევაში მისი მხრიდან სამიზნის განადგურების ალბათობა მცირდება.

საქართველოს მხარდამჭერ კიდევ ერთ, მართალია უფრო სიმბოლურ, მაგრამ მაინც მნიშვნელოვან აქტს, ტრამპის მიერ ხელმოწერილი ის გადაწყვეტილება წარმოადგენდა, რომლის ძალითაც, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების ე.წ. დამოუკიდებლობის მცნობ სახელმწიფოებს დაფინანსება შეუწყდათ. ვენესუელა, ნიკრაგუა და სირია ვაშინგტონის დახმარებას ვერც იქამდე იღებდნენ, სამაგიეროდ ამერიკული დაფინანსების მიღმა დარჩა ჯუჯა სახელმწიფო ნაურუ.


ტრამპის პირველი იმპიჩმენტის ფორმალური საფუძველი უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან სატელეფონო საუბარი გახდა. ტრამპი უკრაინელ კოლეგას ჯო ბაიდენის შვილით დაიტერესებას სთხოვდა. წარმომადგენლობით პალატას 5 წლით ადრე, რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიისა და აღმოსავლეთ უკრაინის გამო ობამასთვის პასუხი არ მოუთხოვია. საქმე იმაშია, რომ 1994 წელს ტერიტორიული მთლიანობის გარანტიის სანაცვლოდ უკრაინამ ბირთვული შეიარაღება დათმო. გარანტიას კი რუსეთთან ერთად კიდევ ორი სახელმწიფო დიდი ბრიტანეთი და შეერთებული შტატები იძლეოდა. 20 წლის შემდეგ სამიდან ერთი -რუსეთი თავად გახდა აგრესორი. ბირატანეთმა და შეერთებლმა შტატებმა კი ოკუპანტის შეჩერება ვერ შეძლეს.



ტრამპი დაპირისპირებული რჩებოდა ევროპასთანაც. დაპირისპირების მიზეზს სავაჭრო ტარიფები, რეგულაციები, ნატოს წევრი სახელმწიფოების თავდაცვისთვის გამოყოფილი ხარჯები და რუსულ გაზზე დამოკიდებულება წარმოადგენდა.


1949 წელს ნატო საბჭოთა კავშირის შესაძლოა აგრესიისგან თავის დასაცავად შეიქმნა. მთელი აღმოსავლეთ ევროპა უკვე ოკუპირებული იყო. ომისგან გაღატაკებულ დასავლეთ ევროპასაც აღარ ჰქონდა თავდაცვის საკმარისი რესურსი. დღეს ვითარება აბსოლუტურად შეცვლილია და ნატოს წევრ ზოგიერ სახელმწიფოში, მაგალითად ლუქსემბურგსა და ნორვეგიაში შემოსავალი ერთ სულ მოსახლეზე უფრო მაღალია ვიდრე შეერთებულ შტატებში, ამის მიუხედავად მთავრობებს თავდაცვაზე მშპ-ს 2%-ის დახარჯვა მაინც არ სურთ.


შეერთებულ შტატებში ობამას 8 წლიანი მმართველობის პერიოდში თავდაცვის ხარჯები 4.9%-დან 3.3%-მდე შემცირდა. 2019 წელს ის მცირედით 3.4%-მდე გაიზარდა. მდგომარეობა დიდად არ შეცვლილა ნატოს წევს სხვა ევროპულ სახელმწიფოებში. საბერძნეთი რომელიც 2%-იან პირობას ისედაც აკმაყოფილებდა ხარჯი 0.1%-ით 2,6%-მდე გაზარდა. ანალოგიურად 0.1%-ით, 2.1%-მდე გაზარდა ხარჯი ესტონეთმა. ზღვარი შეინარჩუნეს ლიეტვუამ, ლატვიამ და პოლონეთმაც. საფრანგეთი 1.9%-ზე გაჩერდა. ბრიტანეთმა თავდაცვის დაფინანსება 1.9%-დან 1.7%-მდე შეამცირა, გერმანიამ 1.1%-დან ხარჯი 1.3%-მდე გაზარდა. ბელგიასა და ლუქსემბურგში თავდაცვაზე გამოყოფილი დაფინანსება დღესაც 1%-ზე ნაკლებია.


ტრამპი პრაქტიკულად ერთადერთი იყო, ვინც რუსეთ-გერმანიის ერთობლივ პროექტს „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ს უპირისპიდებოდა და რომ არა ის აღნიშნული პროექტი უკვე დიდი ხნის დასრულებული იქნებოდა, რაც ევროპის რუსეთის გაზზე დამოკიდებულებას კიდევ უფრო გაზრდიდა. პროექტს უკრაინა, პოლონეთი და ბალტიის სახელმწიფოებიც უპირისპირდებოდნენ, მაგრამ მატი წინააღმდეგობა არასაკმარისი არმოჩნდა.„ჩრდილოეთის ნაკადი 1“-ის მშენებლობა 2012 წელს, ობამას მმართველობის დროს დასრულდა. ბალტიის ზღვაზე გამავალი, 122 სმ-ის დიამეტრისა და 1222 კმ სიგრძის მქონე მილსადენი, გერმანიას წლიურად 55 მლრდ კუბუტ მეტრ გაზს აწვდის. „ჩრდილოეთის ნაკდი 2“ მისი ტყუპისცალი უნდა ყოფილიყო, რაც არამხოლოდ გაზრდიდა ევროპაში რუსული გაზის ჯამურ ექსპორტს, უკრაინას სატრანზიტო ფუნქციასაც დაუკარგავდა. ტრამპის პრეზიდენტობის დროს პროექტში ჩართული კომპანიები სანქციების ქვეშ მოექცნენ. თავად რუსეთს მისი დასრულების ტექნიკური საშუალება არ გააჩნია, რის გამოც ვადებმა განუსაზღვრელი დროით გადაიწია. გაზსადენის მიმართ სკეპტიკური განცხადებები ბოლო პერიოდში თავად გერმანიაშიც გაკეთდა.


რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული თუ გამკაცრებული სანქციების მიუხედავად ტრამპი მთავარ მოწინაარმდეგედ ჩინეთს განიხილავდა. ეკონომიკის ზომებსა და პეკინის ამბიციებს თუ შევხედავთ ეს არც უნდა გაგვიკვირდეს. 2017 წელს, როდესაც ტრამპი ოვალურ კაბინეტში შევიდა, აშშ-ის მშპ $19.5 ტრლნ-ს შეადგენდა, ჩინეთის $12.3 ტრლნ-ს, ხოლო რუსეთის - $1.6 ტრლნ-ს. 2019 წელს ეს რიცხვები შესაბამისად 21.4, 14.3 და 1.7  ტრლნ აშშ დოლარამდე გაიზარდა. პროცენტულად ყველაზე დიდი ზრდა ჩინეთს ჰქონდა. მიუხედავად იმისა, რომ რუსეთი თავდაცავაზე მშპ-ის 3.9%-ს ხარჯავს, ხოლო ჩინეთი, მის ნახევარს, დოლარებში ეს პროპორცია ჩინეთის სასრგებლოდ იცვლება $260 მლრდ, $65 მლრდ-ს საპირისპიროდ. ჩინეთმა პირობის დარღვევით პრაქტიკულად დაასრულა ჰონგ-კონგის ფართო ავტონომია, ემუქრება ტაივანს, ტერიტორიული პრეტენზიები გააჩნია სამხრეთჩინეთისა და აღმოსავლეთ ჩინეთის ზღვებში არსებულ კუნძულებზე. სავაჭრო ომი და Huawei-ის წინააღმდეგ აგორებულ კამპანიას ეკონომიკურზე მეტი პოლიტიკური სარჩული გააჩნდა.

ტრამპის დროს აშშ-სა და ირანის ურთიერთობები რამდენჯერმე უკიდურესად დაიძაბა. ტრამპმა თეირანი 2015 წლის შეთანხმების დარღვევაში დაადანაშაულა, რომლის მიხედვითაც ირანს ურანი მხოლოდ ელექტროსადგურისთვის საჭირო სიმძლავრემდე უნდა გაემდიდრებინა. ვაშინგტონში იმასაც აცხადებნენ, რომ ბუნებრივი გაზით მდიდარი ქვეყნისთვის ატომური ელექტროსადგურის საჭიროება საერთოდ არ არსებობდა. ირანს შემსუბუქებული სანქციები აღუდგა და კიდევ უფრო დაუმძიმდა. დაძაბულობამ პიკს 2020 წლის 3 იანვრის შემდეგ მიაღწია, როდესაც ბაღდადის აეროპორტში ამერიკულმა ძალებმა ირანელი გენერალი ყასემ სოლეიმანი მოკლეს. მას ტერორისტული აქტების მოწყობასა და ასეულობით ემერიკელის მკვლელობაში ედებოდა ბრალი.


ტრამპის სურვილი, რომ მექსიკის მთელ საზღვართან, 3145 კმ-ს სიგრძეზე კედელი აშენებულიყო სურვილად დარჩა. $18 მლრდ-ს მაგივრად, საზღვრის გარჯვეული მონაკვეთებისთვის მხოლოდ $3.6 მლრდ გამოიყო და ისიც ბოლომდე ვერ დასრულდა. ბაიდენის განცხადებით უკვე აშენებულ კედელს ის არ დაანგრევს, თუმცა მშენებლობას შეაჩერებს.


მიგრანტებისადმი მუქარაც მხოლოდ ნაწილობრივ შესრულდა. გარკვეული სახელმწიფოებისთვის ვიზების გაცემის პროცედურა გართულდა. გამკაცრდა მწვანე ბარათის გათამაშების წესებიც.


იმ გადაწყვეტილებებს რომლებიც კონგრესის ბარიერს ლახავდა, გარანტირებული აღსრულება მაინც არ ეწერა და მას სასამართლო ბლოკავდა, თუმცა იყო რამდენიმე გამონაკლისიც, როდესაც უზენაესი სასამართლო ტრანსგენდერსბის არმიაში სამსახურის აკრძალვას დაეთანხმა.


ტრამპის განსაკუთრებული კრიტიკა აშშ-ის მიერ პარიზის კლიმატის შეთანხმების დატოვებამ გამოიწვია. ამ ანტიეკოლოგიური გადაწყვეტილების მიუხედავად მზის პანელების, ქარის ტურბინებისა და ელექტრომობილების წარმოების ზრდის ტემპი მაინც არ შენელებულა.


ტრამპის კიდე ერთ წინასაარჩევნო დაპირებას ისარელში საელჩოს თალავივიდან იერუსალიმში გადატანა წარმოადგენდა, რაც 2018 წელს შეასრულა კიდეც.


ობამასგან განსხვავებით 2017 და 2018 წლებში სირიის დიქტატორ ბაშარ ასადის მიერ ქიმიური იარაღის გამოყენებას ვაშინგტონის მხრიდან მყისიერი რეაქცია მოჰყვა და იარაღის საწარმო ტომაჰავკებით განადგურდა. მოსახლეობის წინააღმდეგ ქიმიური იარაღი ასადმა 2014 წელსაც გამოიყენა. ობამამ მაშინ „გამოძიების შედეგების დასრულება“ არჩია.


2017 წელსვე ტრმპმა ავღანეთში ტერორისტების წინააღმდეგ 11.5 ტონიანი ბუნკერსაწინააღმდეგო ე.წ. დედა ბომბი ანუ ყველაზე მძლავრი არაბირთვული ჭურვიც გამოიყენა.


ბევრი წინააღმდეგობის მიუხედავად 2020 წელს ტრამპის მეორე ვადით არჩევის ალბათობა საკმაოდ მაღალი იყო. ყველაფერი თავდაყირა კორონავირუსმა დააყენა. ეკონომიკურმა ვარდნამ 74 წლიანი, ხოლო უმუშევრობამ 80 წლიანი რეკორდი მოხსნა. გარდა ამისა თავად კორონას 400 ტასზე მეტი ამერიკელის სიცოცხლე ემსხვეპრლა, 3 ნოემბერისთვის, მსხვერპლი 238 ათასს შეადგენდა, რაც მაინც ყველაზე მაღალი იყო მსოფლიოში. ტრამპს ვირუსის წინააღმდეგ დაგვიანებული და არასაკმარისი რეაგირების მიზეზით საყვედურობდნენ. ფედერალურ დონეზე პირბადის ტარება აშშ-ში დღემდე სავალდებულო. ზომების გამკაცრებას ბაიდენი გეგმავს.


45-ე პრეზიდენტის გარშემო სკანდალი 2021 წელსაც გაგრძელდა. 6 იანვარს ტრამპის მხარდამჭერები კაპიტოლიუმში შეიჭრნენ, რასაც 5 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. უდავოდ ძალადობრივ და კრიმინალურ ფაქტს ის ადამიანები და მედიასაშუალებებიც აპროტესტებდნენ რომლებიც რამდენიმე თვით ადრე, თვალს ხუჭავდნენ ან პოზიტიურ ჭრილში აშუქებდნენ BLM-ს ძალადობრივ აქციებს, ძეგლების მსხვრევას, მაღაზიების დარბევებსა და ქურდობებს, ავტომობილების წვას, რასაც მინიმუმ 19 ადამიანი  ემსხვერპლა.

კაპიტოლიუმში შეჭრის წახალისების გამო ტვიტერმა ტრამპი სამუდამოდ დაბლოკა, ფეისბუქმა 20 იანვრამდე, თუმცა ბლოკი 1 კვირაში მაინც ახსნა. იმავე საქმეზე ტრამპს იმპიჩმენტი წარმომადგენლობითმა პალატამ უკვე მეორედ გამოუცხადა, რასაც დემოკრატიული პარტიის ყველა წევრი და ასევე ათმა რესპუბლიკელმაც დაუჭირა მხარი. ახლა ჯერი სენატზეა, სადაც თანხმობას 2/3 ანუ 67 სენატორის თანხმობა მაინც სჭირდება. სენატში მხოლოდ 50 დემოკრატია და იმპიჩმენტის ბოლომდე მისაყვანად მინიმუმ 17 რესპუბლიკელის დათანხმება იქნება საჭირო, რაც სავარაუდოდ გაძნელდება. საპრეზიდენტო უფლებამოსილების ამოწურვის მიუხედავად იმპიჩმენტი სიმბოლური მნიშვნელობის მაინც არ იქნება და ტრამპს 2024 წლის არჩევნებსი მონაწილეობა აეკრძალება.


პრეზიდენტად არჩევამდე 4 წლით ადრე, 2012 წლის აპრილში ტრამპი საქართველოს სტუმრობდა. ბათუმში 47 სართულიანი „ტრამპ ტაუერი“ უნდა აშენებულიყო. პროექტისა და საქართელოს საინვესტიციო გარემოს შესახებ სამშობლოსი დაბრუნებულმა ტრამპმა Foxnews-თან ჩართვაშიც ისაუბრა, თუმცა საბოლოოდ პროექტი არ შედგა.


და ვინ არის ბაიდენი? ბაიდენმა ჯერ კიდევ ფიცის დადებამდე ორი რეკორდი   მოხსნა: 1) მან ყველაზე მეტი - 81 მლნ ხმა აიღო, რასაც ტრამპი დღემდე არ ეთანხმება; 2) არჩევის მომენტში ის ყველაზე ასაკიანი - 77 წლისა და 348 დღის იყო.


ბაიდენი სენატორი პირველად 49 წლის წინ 1972 წელს გახდა და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში მუშაობდა. 1991 წელს სპარსეთის ყურის ომში ჩარევას შეეწინააღმდეგა, თუმცა მხარს უჭერდა ნატოს მოქმედებებს იუგოსლავიაში და ასევე ნატოს გაფართოვებას აღმოსავლეთის მიმართულებით.


2020 წლამდე ბაიდენი შიდაპარტიულ პრაიმერში 2-ჯერ 1988 და 2008 წლებში დამარცხდა. 2009 წლიდან ვიცე-პრეზიდენტის პოსტი დაიკავა.


ბაიდენის პირველი ნაბიჯები კოვიდთან ბრძოლის გააქტიურება იქნება. მისი გეგმით პირველ 100 დღეში 100 მლნ ამერიკელი უნდა აიცრას და პირბადის ტარება სავალდებულო გახდეს.ეკონომიკური კრიზისის დასაძლევად კი კონგრესს $1.9 ტრლნ-ს გამოყოფას სთხოვს.


საგარეო ურთიერთობებში, განსაკუთრებით ევროპელ პარტნიორებთან ნაკლები სიხისტეა მოსალოდნელი.


ბაიდენის კიდევ ერთი დაპირება პარიზის კლიმატის შეთანხმებაში დაბრუნება და გლობალურ დათბობასთან ბრძოლის გააქტიურებაა.


ტრამპის მსგავსად, საქართველოში ბაიდენიცაა ნამყოფი. ის ქვეყანას ორჯერ სტუმრობდა. პირველად 2008 წლის აგვისტოში, რუსეთის ინტერვეციიდან რამდენიმე დღის შემდეგ, მეორედ 2009 წლის ივლისში ვიცე-პპრეზიდენტის რანგში. ბაიდენი ომის შემდეგ საქართველოსთვის მილიარდიანი დამხარების ერთ-ერთ ინიციატორსა და მხარდამჭერსაც წარმოადგენდა.


გიორგი ელიზბარაშვილი





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up