ვინ იღებს პასუხისმგებლობას ჰოსპიტალური სექტორის შეცდომებზე

ვინ იღებს პასუხისმგებლობას ჰოსპიტალური სექტორის შეცდომებზე

access_time2021-08-27 13:00:11

არასამთავრობოები აცხადებენ, რომ პანდემიის მართვისას ჯანდაცვის სექტორს, მედიკოსებიდან დაწყებული, მაღალი თანამდებობის პირების ჩათვლით, არაერთი შეცდომა აქვთ დაშვებული, რის გამოც ქვეყანაში პაციენტების მაღალი სიკვდილიანობაა. ორგანიზაცია ,,გახსოვდეს ჰიპოკრატეს“ დირექტორი, ექიმი მარინა ბერაძე მედიკოსების შეცდომებზე საუბრობს და ამბობს, რომ უნდა დაისვას ყველა იმ პირთა პასუხისმგებლობის საკითხი, რომელთა არაეფექტური საქმიანობის გამო ქვეყანაში პანდემია უმართავი გახდა.


,,ჩვენი დიდი პრობლემაა საკანონმდებლო ბაზა, ვინაიდან არ არსებობს კანონი სამედიცინო პერსონალის პროფესიული პასუხისმგებლობის შესახებ, არსად ასე არ არის. ვერ დამისახელებთ ვერც ერთ ნორმალურ ქვეყანას, რომ ექიმის პროფესიული პასუხისმგებლობა კანონმდებლობით არ იყოს განსაზღვრული. სამედიცინო პერსონალის პასუხისმგებლობის დაზღვევა უნდა არსებობდეს. არავინ არის დაზღვეული სამედიცინო შეცდომისგან და როცა ზიანი მიადგება პაციენტს, მაშინ კლინიკა იღებს გადაწყვეტილებას მის შემდგომ რეაბილიტაციაზე. საკოორდინაციო საბჭო სწორედ კვალიფიციური ექიმებისგან უნდა იყოს დაკომპლექტებული და მათი რეკომენდაციების თუ ჩივილების საფუძველზე იღებდნენ გადაწყვეტილებას. ამდენი ადამიანი გვეღუპება ყოველდღიურად და საკოორდინაციო საბჭო ამ დროს გარემოებებისადმი სრულიად არაადეკვატურ გადაწყვეტილებას იღებს შეზღუდვებზე, ხოლო მკურნალობაზე აგებს თუ არა ვინმე პასუხს, ამაზე დღემდე არავინ საუბრობს“, - აცხადებს ბერაძე ,,კომერსანტთან“ საუბარში.


მისი თქმით, პანდემიის მართვის პროცესში სწორი იქნებოდა საზღვარგარეთ მყოფი ქართველი ექიმების ჩართვა და მათი რაღაც დონეზე მონაწილეობა.


,,საქართველოს ამდენი მოქალაქის დაღუპვა როგორ შეიძლება?! შეცდომას ვუშვებთ, ვერ ვერევით პრობლემას და თუ საჭირო გახდა, ევროპის წამყვან ქვეყნებში მოღვაწე ქართველმა ექიმებმაც უნდა მიიღონ ამ პროცესში რაღაც დონეზე მონაწილეობა. ამისთვის მათ კარგი გამოცდილება აქვთ დაგროვილი. საველე ჰოსპიტალი მარტო საწოლფონდი არ არის, მთელი სამედიცინო ინფრასტრუქტურაა. გაცილებით უკეთესად იკურნებოდა კოვიდი გავრცელების საწყის ეტაპზე, ვინც მიასწრებდა, ჯანმრთელი უბრუნდებოდა ოჯახს, ახლა ყველგან სინანული ისმის იმის გამო, რომ ოჯახის წევრს ჰოსპიტალიზაცია დასჭირდა, ფიქრობენ, რომ იქ არასწორი მკურნალობაა და ამ ეჭვს საკმაოდ მყარი საფუძველი აქვს“, - აცხადებს მარინა ბერაძე.



მისი ინფორმაციით, პაციენტების მკურნალობისას სერიოზული შეცდომებია დაშვებული ჟანგბადის ბალონების გამოყენებისას, ასევე მკურნალობის დროს გამოყენებულ სხვა მეთოდებზეც, მაგრამ იმის გამო, რომ სისტემა გაუმჭვირვალედ მუშაობს და არც მონიტორინგის შესაძლებლობაა, ასეთი ფაქტების დადასტურება თითქმის შეუძლებელია.


,,უამრავი შემთხვევაა, როცა არასწორად არის გამოყენებული ჟანგბადის პროცედურა და დიდწილად ამან გამოიწვია ამდენი ლეტალური შედეგის დადგომა. როცა ამაზე ხმამაღლა ვსაუბრობ, ითხოვენ მტკიცებულებას, რასაც ვერ წარვადგენ, რადგან არ კეთდება არანაირი დასკვნა, მონიტორინგი არ ხორციელდება. ელემენტარულად, ისიც კი არ ვიცით, რომელი გაიდლაინით სარგებლობენ და როგორ სრულდება მოთხოვნილი სტანდარტი. ზოგადი თეზისებით ხელმძღვანელობენ, როცა მკურნალობა უნდა იყოს ინდივიდუალური, მით უმეტეს, კოვიდის შემთხვევაში. 2 წელია მიმდინარეობს პანდემია და ყველამ ისწავლა პროცესის მართვა, საქართველოს გარდა. ძალიან კარგი ექიმები გვყავს, მაგრამ მთელი სისტემა კომერციალიზებულია. კერძო კლინიკები ფულის კეთებაზე არიან დაგეშილები, ექიმი განიხილება, როგორც ,,ჯარისკაცი“, რომელიც მიიღებს ბრძანებას და მზად არის სიცოცხლე გასწიროს მის შესასრულებლად. სად არიან ,,მხედართმთავრები“, ვინ აგებს პასუხს ამდენი ადამიანის გარდაცვალებაზე?! პანაშვიდებს, კუბოებს ვერ აუდის ქვეყანა, აქამდეც მივიდა საქმე“, - აცხადებს მარინა ბერაძე.


ცნობისთვის, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, 25 აგვისტოს საქართველოში 79 კოვიდინფიცირებული პაციენტი გარდაიცვალა.


დადებითობის მაჩვენებელმა ბოლო 14 დღდღეში 10,77% შეადგინა.


მარი ჩიტაია




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up