ვინ გახდა მილიონერი კრიპტოვალუტებით?

ვინ გახდა მილიონერი კრიპტოვალუტებით?

access_time2017-09-17 12:00:17

მსოფლიოში მოქმედი ყველა კრიპტოვალუტის საერთო კაპიტალიზაცია 150 მლრდ. დოლარს შეადგენს, მათ შორის ნახევარი ბიტკოინზე მოდის.

 

უკვე გამოჩდნენ პირველი მილიონერები, რომლებიც ციფრული ფულით გამდიდრდნენ და მათი რაოდენობის ზრდა მხოლოდ დროის საკითხია. ეს კი იწვევს რეგულატორების და ცენტრალური ბანკების უკმაყოფილებას  - მათთვის პრობლემას წარმოადგნეს ის, რომ კრიპტოვალუტები და მათი მომხმარებლები ვერ კონტროლდებიან ვერც საბანკო და ვერც საგადასახადო ადმინისტრირების გზით.

 

ივლისში ერთ-ერთი კრიპტოვალუტის - ეთერიუმის კურსი ინტენსიური ნახევარწლიანი ზრდის შემდეგ რამდენიმე დღეში  400-დან 200 დოლარამე დაეცა,  თუმცა მანამდე ბევრმა მრავალმილიონიანი მოგება მიიღო.

 

ივნისში  Ethereum-ის სისტემაში დარეგისტრირებულმა მომხმარებელმა კოდით 0x00A651D43B6e209F5Ada45A35F92EFC0De3A5184  გამოაქვეყნა სოციალურ ქსელებში პოსტი ინდონეზიურ ენაზე, სადაც ეწერა, რომ მან ეთერიუმით რამდენიმე თვეში 413%-იანი მოგება  მიიღო. მან ასევე განაცხადა, რომ მისი წარმატების დანახვა შეუძლია ნებისმიერ ადამიანს, თუმცა მას ურჩევნია დარჩეს ანონიმი. არავინ არაფერი არ იცის ამ ადამიანის შესახებ - მისი უზარმაზარი კოდის გარდა.

 

ეთერიუმის კურსის ვარდნის შემდეგ, ასობით პროცენტზე საუბარი უკვე არაა, თუმცა ის მაინც იღებს მოგებას - ინდონეზიურ ენაზე მოსაუბრე ანონიმის კაპიტალი გაიზარდა 150-დან 180 მლნ. დოლარამდე უკვე დასუსტებული ეთერიუმის პირობებში.

 

ასეთი ისტორიები კი ძალიან ბევრია, როგორც მინიმუმ, რამდენიმე ათეული.

 

ანალიტიკოსები სვამენ კითხვას - არის თუ არა უკვე ვინმე, ვინც იშოვა კრიპტოვალუტით მილიარდი?  - და თვითონვე პასუხობენ - ალბათ არის და თუ არა - აუცილებლად გამოჩნდება უახლოეს მომავალში.

 

ამ დროისთვის ცნობილია, რამდენიმე მილიარდერი, რომლებიც აქტიურად ახდენდა ინვესტირებას ვირტუალურ ვალუტებში  და ამით სერიოზული მოგებაც კი მიიღო. მაგალითად, ჰეჯ-ფონდის Fortress Investment Group-ის ყოფილი მენეჯერი მაიკლ ნოვოგრაცი, რომელმაც აგვისტოში განაცხადა, რომ  თავისი კაპიტალის 10% ბიტკოინსა და ეთერიუმში ჩადო.

 

ნოვოგრაცი არ აკონკრეტებს თავისი კაპიტალის მოცულობას,  თუმცა,  ცნობილია, რომ მან ჰეჯ-ფონდისგან კომპენსაციის სახით250 მლნ. დოლარი მიიღო. მან ეთერიუმის შესყიდვა 2015 წელს დაიწყო და ამ მიზნით შეხვდა პლატფორმის  მთავარ შემქნელს ვიტალი ბუტერინს, რა დროსაც მან შეძლო გამოცდილი ინვესტორის დარწმუბება თავისი პროექტის პერსპექტიულობაში.

 

კიდევ ერთი კანდიდატი კრიპტოვალუტების მილიარდერობაზე არის ჩარლი შრემი, რომელმაც 2011 წელს, ჯერ კიდევ სტუდენტობის  ხანაში, იყიდა 500 ბიტკოინი - იმ დროს 1 ბიტკოინი  მხოლოდ 3 დოლარი ღირდა. იმ პერიოდში დაიწყო კრიპტოვალუტის კურსის ზრდა, ამიტომაც შრემმა გადაწყვიტა გაერისკა - ის  ათასობით რაოდენობის  ბიტკოინებს ყიდულობდა, შემდეგ შექმნა ბირჟა BitInstant,  რომელსაც ამერიკაში ბიტკოინებით ვაჭრობის 70 000 წერტილი ეკუთვნის, ძირითადად მსხვილი სუპერმარკეტების ტერიტორიებზე, მაგალითად, Walmart-ში. 2015 წლისთვის ჩარლი შრემის ქონება ა 45 მლნ. დოლარით გაიზრადა.

 

ტყუპები კემერონ და ტაილერ ვინკლკოსები მრავალი წლის განმავლობაში, უშედეგოდ ედავებოდნენ მარკ ცუკერბერგს Facebook-ის ავტორობას, ასევე ითვლებიან მოწინავე მოთამაშეებად კრიპტოვალუტების ბაზარზე. 2013 წელს მათ შექმნეს ფონდი Winklevoss Capital და დადეს ფსონი ბიტკოინებზე. იმ დროს, მათ უკვე გააჩნდათ სერიოზული კაპიტალი - 100 000 ბიტკოინი.  თუ მათ მარაგები გაყიდული არ აქვთ, ბიტკონში მათ მიერ დაბანდებული ინვესტიციების მოცულობამ უნდა მიაღწიოს 400 მლნ. დოლარს.

 

ჩრდილოეთ ამერიკის ფარგლებს გარეთ - თავიანთი გმირები ყავთ - ჩინელმა იოფუ გოუმ ბიტკოიების ბაზარზე 2010 წელს დაიწყო მუშაობა, მაშინ როდესაც ეს იყო ახალი და უჩვეულო. იმ დროს მისი მიზანი არა გამდიდრება, არამედ სტუდენტური ხარჯების დაფინანსება იყო. თუმცა როდესაც ბიტკოინი გაძვირდა, გოუ გადავიდა სამრეწველო მოცულობებზე და შექმნა ინკუბატორი CoinApex.

 

ასე რომ, თანდათანობით, ვირტუალური ვალუტები ხდება დიდი მოგების წყარო, როგორც კრიპტოვალუტების სათავეში მდგომი ენთუზიასტებისთვის, ასევე პროფესიონალი ინვესტორებისთვის - მათ ბიტკოინში, ეთერიუმში და სხვა არატრადიციულ ფულად ერთეულებში მომავლის ძალა და პერსპექტივა დაინახეს.

 

სწრაფი გამდიდრების საშუალება ახარებს ინვესტორებს, თუმცა სახელმწიფოსგან კრიპტოვალუტების ბაზრის სრული უკონტროლობის  და გაუმჭირვალობის გამო, ეს ფაქტი სერიოზულად აშინებს რეგულატორებს და ცენტრალურ  ბანკებს. პირველ რიგში,  კრიპტოვალუტების მეშვეობით, ადვილად შეიძლება საეჭვო ოპერაციების განხორციელება. ვირტუალური ფული უკვე დღეს აქტიურად გამოიყენება ნარკოტიკებით და იარაღით ვაჭრობაში, ტრეფიკინგსა და ფულის გათეთრაბაში. ფინანსურ ზედამხედველებს განსაკუთრებით აღელვებს ის ფაქტი, რომ ვირტუალური ვალუტები გამოჩნდა ზუსტად იმ დროს, როდესაც მსოფლიო  მასშტაბით ქვეყნების მთავრობებმა დაიწყეს სერიოზული ბრძოლა ფულის გათეთრების წინააღმდეგ.

 

მეორე პრობლემა მდომარეობს იმაში, რომ ბიტკოინების კონტროლი  საგადასახადო ორგანოიების მიერ  თითქმის შეუძლებელია - იდუმალი ინდონეზიელი ინვესტორი 0x00A651D43B6e209F5Ada45A35F92EFC0De3A5184  არის ამის ერთ-ერთი, თუმცა ძალიან საგულისხმო  მაგალითი. არსებობს ანგარიში, რომელზეც მშვიდად დევს ასობით მილიონი დოლარი, მაგრამ შეუძლებელია გარკვევა - ვინ არის ამ უზარმაზარი სიმდიდრის პატრონი.

 

თანაც ეს პრობლემები ეხება მხოლოდ კერძო პირებს. და რა მოხდება ხვალ რომ ბიტკოინებით ან ეტერიუმებით ვაჭრობა დაიწყონ სახელმწიფოებმა, მათ შორის, საერთაშორისო სანქციების ქვეშ მყოფებმა?

 

კრიპტოვალუტების ბაზრის განვითარება შეიცავს კიდევ ერთ სერიოზულ რისკს - ფინანსური საპნის ბუშტის შექმნის საფრთხეს. გარკვეული ზღვარის მიღწევის შემთხვევაში, ასეთი ბუშტის გასკდომას შეუძლია სერიოზულად დააზიანოს მსოფლიო ეკონომიკა. კრიპტოვალუტების ბაზარზე კრიზისის ალბათობა კი არც თუ ისეთი დაბალია, როგორც  ეს ერთი შეხედვით ჩანს.

 

ჰონკონგური ბანკის Union Bancaire Privee მთავარი ეკონომისტის მარკ მაკფარლენდის აზრით, „როდესაც ტაქსისტები 1 თვეში ხდებიან მილიონრები - აქ რაღაცა საეჭვო ხდება“.

 

ამ ბაზარზე აკრძალვები არ მუშოაბს - ფინანსური ნაკადები მაინც მოძებნის ალტერნატიულ გზებს. შესაბამისად, უახლოეს პერიოდში კრიპტოვალუტებზე კაპიტალის დაგროვება კვლავაც შესაძლებელი იქნება, კანონების შესაბამისად ან მათი გვერდის ავლით.

 

lenta.ru



StopCoV ფონდში ჩარიცხული თანხა 23 793 096 ლარიდან 124 543 899 ლარამდე გაიზარდა

StopCoV ფონდში ჩარიცხული თანხა 23 793 096 ლარიდან 124 543 899 ლარამდე გაიზარდა
access_time2020-04-09 00:50:17
StopCoV ფონდში ჩარიცხული თანხის მაჩვენებელი 124 543 899 ლარამდე გაიზარდა. მონაცემები საქართველოს მთავრობის...

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს „გრანთ თორნთონის“ სტიპენდია გადაეცათ

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს „გრანთ თორნთონის“ სტიპენდია გადაეცათ
access_time2020-04-08 21:20:49
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის  3 სტუდენტი კომპანია „გრანთ თორნთონის“ სტიპენდიანტი გახდა.  ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის სტუდენტები თამარ ათოშვილი, ანა ბუხრაშვილი და ელენე ცეცხლაძე სპეციალურ სტიპენდიას 2019-2020 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში მიიღებენ.   როგორც „გრანთ თორნთონის“ მმართველმა პარტიორმა ვახტანგ ცაბაძემ განაცხადა,  კომერციული სექტორის ჩართულობა და სტიპენდიების დაწესება სახელმწიფო უნივერსიტეტებში,...

ლიბერთი ბანკის მმართველ გუნდში ცვლილებებია

ლიბერთი ბანკის მმართველ გუნდში ცვლილებებია
access_time2020-04-08 19:50:52
თბილისი, 8 აპრილი, 2020 - დღეს, ლიბერთი ბანკის მმართველ გუნდს, გენერალური დირექტორის მოადგილის, ფინანსური დირექტორის პოზიციაზე, დავით წიკლაური შეუერთდა. დღემდე, ამ პოზიციას ლევან ლეკიშვილი იკავებდა.   დავით წიკლაურს საბანკო სექტორში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს, როგორც საქართველოში ასევე საქართველოს საზღვრებს გარეთ. მას არაერთი პოზიცია ეკავა ქვეყნის წამყვან ბანკებში თიბისი ბანკის გენერალური დირექტორის მოადგილის, კორპორაციული საბანკო საქმიანობის მიმართულებით...

მსოფლიოს მსხვილი რესტორნების ქსელები კრიზისის გადასალახად პროდუქტების მაღაზიებად იქცნენ

მსოფლიოს მსხვილი რესტორნების ქსელები კრიზისის გადასალახად პროდუქტების მაღაზიებად იქცნენ
access_time2020-04-08 20:00:05
კორონავირუსის პანდემიამ რესტორნების ბიზნესს უმძიმესი დარტყმა მიაყენა. ყველაზე მაღალშემოსავლიანი დაწესებულებები უპრეცედენტო ვარდნის წინაშე აღმოჩნდენ, რამაც თანამშრომლების შემცირება გამოიწვია. გადარჩენის ინსტიქტმა რესტორნები აიძულა შემოსავლის ტემპის შესანარჩუნებლად ახალი გზები მოეძებნათ. ზოგი პროდუქტების მაღაზიად იქცა და ზოგი ფერმერების დახლის ფუნქციას ითავსებს,  სადაც მომხმარებელს ახალ პროდუქტის შეძენა და მისი სახლში მომზადება...

8 აპრილი - ქართული ლარი, თურქული ლირა და სომხური დრამი გაუფასურდა

8 აპრილი - ქართული ლარი, თურქული ლირა და სომხური დრამი გაუფასურდა
access_time2020-04-08 19:00:07
კორონავირუსის უარყოფითი ეფექტი რეგიონში ყველაზე მკვეთრად ქართული ლარის კურსზე აისახა, მარტის დასაწყისიდან ლარის მნიშვნელოვანი გაუფასურება დაიწყო და წლის დასაწყისთან შედარებით, დაახლოებით 22%-ით გაუფასურდა. Bloomberg-ის სავაჭრო სისტემაშიც ბოლო პერიოდის განმავლობაში ლარი ძირითადად მკვეთრად უფასურდებოდა, რეგიონის ვალუტის კურსები კი ან მცირედით და ეტაპობრივად უფასურდება, ან მყარდება. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული 8 აპრილის ვაჭრობის შედეგად, ქართული ლარის კურსი მცირედით...


მსგავსი სიახლეები

up