ცნობილი სახეებიდან ვინ გაერთიანდა ხაზარაძის ლელოში

ცნობილი სახეებიდან ვინ გაერთიანდა ხაზარაძის ლელოში

access_time2019-09-12 13:16:14

ცოტა ხნის წინ, ანაკლიაში მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის საზოგადოებრივი მოძრაობა ლელოს პრეზენტაცია გაიმართა.

მამუკა ხაზარაძეს პოლიტიკურ გეგმებზე ჯერჯერობით არ უსაუბრია, თუმცა განაცხადა, რომ ქვეყანაში ერთი კაცის მმართველობა უნდა დასრულდეს.


ხაზარაძე აცხადებს, რომ საკანონმდებლო ორგანოში ადგილების მოსაპოვებლად ცნობილი პოლიტიკოსების დახმარების გარეშე აპირებენ ბრძოლას. პრეზენტაციაზე ხაზარაძემ თქვა, რომ ის და მისი მოძრაობა სხვადასხვა სფეროს 12 ლიდერს შეკრებს.


„ჩვენ, დამოუკიდებლად, ახალი ძალებით, ყოველგვარი ცნობილი სახეების გარეშე, არავისთან ვითანამშრომლებთ, ამ ეტაპზე, როცა მოვხვდებით პარლამენტში, გამარჯვებულნი, იქ გადავწყვეტთ, რომელიც ჩვენი საზოგადოებისთვის იქნება მნიშვნელოვანი. ჩვენი მოძრაობა მიმართულია ხვალინდელ პერსპექტივაზე, და ვერანაირი წინააღმდეგობა შეუშლის ხელს”,- განაცხადა ხაზარაძემ.



ბადრი ჯაფარიძის განცხადებით, მათი პოლიტიკური პარტია ოქტომბერში დაფუძნდება და მასში ახალი სახეებიც იქნებიან. დამფუძნებლები ჯერჯერობით არ აკონკრეტებენ, ვინ გაერთიანდება ცნობილი სახეებიდან პოლიტიკურ პარტიაში.


მოძრაობის პრეზენტაციაზე საზოგადოებას ბევრი ცნობილი სახე არ უნახავს. პრეზენტაციას ესწრებოდა საიას ყოფილი თავმჯდომარე ანა ნაცვლიშვილი, რომელიც მოძრაობის სპიკერი იქნება.


მოძრაობას ასევე შეუერთდა იურისტი კახა კოჟორიძე, რომელიც ასევე საიას ყოფილი თავმჯდომარეა და გიორგი მარგველაშვილის მრჩევლად პრეზიდენტის ადმინისტრაციაშიც მუშაობდა.


ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ხაზარაძის მოძრაობას თემურ ჭყონიაც უერთდებოდა, თუმცა ინფორმაცია ამ ეტაპზე არ დადასტურდა. ჭყონია ანაკლიაში ლელოს პრეზენტაციაზე არ იმყოფებოდა.


newsreport.ge






2020 წლიდან ამოქმედდება საპილოტე პროექტი, რომელიც ქუჩაში მანქანების გაჩერებას, ადგილზე შემოწმებას და ნორმების შეუსაბამობის შემთხვევაში, მათ დაჯარიმებას ითვალისწინებს

 2020 წლიდან ამოქმედდება საპილოტე პროექტი, რომელიც ქუჩაში მანქანების გაჩერებას, ადგილზე შემოწმებას და ნორმების შეუსაბამობის შემთხვევაში, მათ დაჯარიმებას ითვალისწინებს
access_time2019-09-19 19:00:57
ტექინსპექტირება, რომელიც თავდაპირველად ჰაერის დაბინძურების მიზეზით დაიწყო, ფაქტია, ამ მხრივ უშედეგო აღმოჩნდა. თითქმის ყველა საზოგადოებრივი ტრანსპორტი, ასევე მსუბუქი ავტომობილების ნაწილი დღესაც ისეთ შავ კვამლს უშვებს,რომ შეიძლება 200-300 მეტრზე ვერაფერი გაარჩიოთ. რადიო „ფორტუნამ“ ამ თემაზე ვრცელი სტატია გააკეთა, სადაც სპეციალისტები ტექინსპექტირების რეფორმის ჩავარდნაზე პირდაპირ საუბრობენ. ცოტა ხნის წინ კი ცნობილი გახდა, რომ გარემოს დაცვის სამინისტროში კონცეფციაზე მუშაობენ,...

გია ვოლსკი - კომპანია, რომელიც „ანაკლიის კონსორციუმმა“ ამერიკული კონტი ჯგუფის ნაცვლად წარმოადგინა, ფაქტობრივად, რუსული კომპანიაა

გია ვოლსკი - კომპანია, რომელიც „ანაკლიის კონსორციუმმა“ ამერიკული კონტი ჯგუფის ნაცვლად წარმოადგინა, ფაქტობრივად, რუსული კომპანიაა
access_time2019-09-19 17:15:52
ხაზარაძეს უნდა, რომ ორი კურდღელი ერთი გასროლით მოკლას. მე ვფიქრობ, ეს შეუძლებელია, მაგრამ, ამავე დროს ძალიან ცუდად ახასიათებს თავად ახალ შექმნილ პარტიას, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა გია ვოლსკიმ ჟურნალისტებს განუცხადა. ვოლსკის თქმით, კომპანია, რომელიც „ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა“ ამერიკული კონტი ჯგუფის ნაცვლად წარადგინა, ფაქტობრივად, რუსული კომპანიაა. “ხაზარაძე ასახელებს კომპანიას, რომელიც ფაქტობრივად, რუსული...

აკაკი ზოიძე- „ადამიანებს უნდა ვაჩვენოთ, რომ სწორ და ეფექტიან ნაბიჯებს ვდგამთ, რომელიც მათ გაჭირვებას შეამსუბუქებს, ზოგიერთი მათგანისთვის ცხოვრება აუტანელი ტვირთია“

აკაკი ზოიძე- „ადამიანებს უნდა ვაჩვენოთ, რომ სწორ და ეფექტიან ნაბიჯებს ვდგამთ, რომელიც მათ გაჭირვებას შეამსუბუქებს, ზოგიერთი მათგანისთვის ცხოვრება აუტანელი ტვირთია“
access_time2019-09-19 15:20:57
„ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის“ (NDI) კვლევის შედეგების მიხედვით, გამოკითხულთა 49 პროცენტი ფიქრობს, რომ ქვეყანა არასწორი მიმართულებით ვითარდება, 63 პროცენტი ფიქრობს, რომ საქართველოს ეკონომიკური მდგომარეობა ცუდია. გამოკითხულთა 84 პროცენტი პასუხისმგებლობას ხელისუფლებას და მთავრობას აკისრებს.   საზოგადოებრივი აზრის კვლევა, რომელიც 13-29 ივლისს ჩატარდა, ნათლად აჩვენებს იმ მძიმე სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარებას,  რომელიც დღეს ქვეყანაშია შექმნილი....

ნათია თურნავა არ ადასტურებს გავრცელებულ ინფორმაციას სამთავრობო ცვლილებების შესახებ

ნათია თურნავა არ ადასტურებს გავრცელებულ ინფორმაციას სამთავრობო ცვლილებების შესახებ
access_time2019-09-19 15:00:53
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ნათია თურნავას განცხადებით, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროდან ენერგეტიკის ცალკე სამინისტროდ გამოყოფის საკითხი მთავრობაში არ განიხილება. „არ გიდასტურებთ ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროდან ენერგეტიკის ცალკე სამინისტროდ გამოყოფის შესახებ, მთავრობაში მსგავსი ცვლილება არ განიხილება, ჩვენ ვართ მცირე მთავრობის კონცეფციის ერთგულები, - განაცხადა ნათია თურნავამ ჟურნალისტის მიერ...

თინა ტურძილაძე: „ჩვენი სისტემის პირობებში, სადაც არა გვაქვს ჯენერიკების სწორი სტრატეგია, ფასრეგულაციით დაწყება სწორი არ არის“

თინა ტურძილაძე: „ჩვენი სისტემის პირობებში, სადაც  არა გვაქვს ჯენერიკების სწორი სტრატეგია, ფასრეგულაციით დაწყება სწორი არ არის“
access_time2019-09-19 16:15:58
ჯანდაცვის კონსულტანტი თინა ტურძილაძე რამდენიმე დღის წინ, ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებას ეხმაურება, რომლის მიხედვითაც შესაძლოა სახელმწიფომ მედიკამენტების ფასები ნაწილობრივ დარეგულიროს. როგორც ტურიძილაძე განმარტავს,მედიკამენტების ფასის რეგულირება ფასის შეკავების მექანიზმია, რომელიც როგორც წესი, ფარმაცევტული დანახარჯის შესამცირებლად და მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობის გასაზრდელად გამოიყენება. საერთაშორისო პრაქტიკამ აჩვენა, რომ დამოუკიდებლად ეს ინსტრუმენტი ეფექტური...


მსგავსი სიახლეები

up