ვინ ფლობს 10 ყველაზე მსხვილ ინვესტორ კომპანიას საქართველოში?

ვინ ფლობს 10 ყველაზე მსხვილ ინვესტორ კომპანიას საქართველოში?

access_time2020-12-23 14:40:34

საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 2020 წლის მე-3 კვარტალში წინასწარი მონაცემებით, 302.6 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 2019 წლის მე-3 კვარტალის დაზუსტებულ მონაცემებზე 23.6 პროცენტით ნაკლებია, ხოლო 2020 წლის მე-2 კვარტალის წინასწარ მონაცემებს 25.2 პროცენტით აღემატება.


“ბიზნესპრესნიუსმა“ სტატისტიკის ეროვნული სამსახურისგან გამოითხოვა, ინფორმაცია იმ 10 საწარმოზე, სადაც საანგარიშო პერიოდში ყველაზე მსხვილი უცხოური ინვესტიცია განხორციელდა. აღსანიშნავია, რომ ამ 10-დან - 3 სააქციო საზოგადოებად არის რეგისტრირებული და შესაბამისად, რეესტრში მათი მფლობელების შესახებ არ არის ინფორმაცია მითითებული. ეს კომპანიებია - სს RMG Copper-ი, სს ბიჯეო ჯგუფი და სს საქართველოს კაპიტალი. რაც შეეხება დანარჩენ 7 კომპანიას, გთავაზობთ, ინფორმაციას მათი და მათი მფლობელების შესახებ:


  • აიდიეს ბორჯომი საქართველო (აიდიეს ბორჯომი ბევერიჯიზ კომპანის საქართველოს ფილიალი) – 100%-იანი წილის მფლობელი IDS Borjomi Beverages Co.;
  • შპს მაგთიკომი - 51%-იანი წილი - „ინტერნეიშენელ ტელსელ სელულარს“, 49%-იანი კი „ტელსელ უაიერლეს კომპანის“ საკუთრებაშია;
  • შპს RMG Gold - 96.21%-ს შპს „მაინინგ ინვესთმენთს“, 3.79%-ს კი - RMG Copper- იკავებს. თავის მხრივ, „მაინინგ ინვესთმენთის“ 100%-იან წილს კი კვიპროსზე რეგისტრირებული „ფემთილონ ჰოლდინგს ლიმითიდი“ ფლობს;
  • შპს ჰაიდელბერგცემენტ ჯორჯია - 100%-იან წილი ჰოლანდიაში რეგისტრირებულ „კავკასუსცემენტ ჰოლდინგს“ ეკუთვნის;
  • შპს ტოიოტა კავკასია - 100%-იან წილს იაპონიაში რეგისტრირებული „ტოიოტა ცუშო კორპორეიშენი“ ფლობს;
  • შპს ენკა რინიუებლზ - 10%-იან წილს - "ქლინ ენერჯი გრუპ ეი. ეს.", ხოლო 90%-იან წილს Enka Insaat ve Sanayi A.S. ფლობს. პირველი ნორვეგიაში, ხოლო მეორე კომპანია თურქეთშია რეგისტრირებული;
  • შპს საქართველოს ტურიზმის განვითარების ფონდი - 100%-იან წილს პანამაში რეგისტრირებული FRANKSTON INTERNATIONAL-ი ფლობს.



აღსანიშნავია, რომ ეს ჩამონათვალი რეიტინგის მიხედვით არ არის დალაგებული.


bpn.ge



თეგები:
ინვესტორი



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up