ვინ დათანხმდა და ვინ თქვა უარი საკონსტიტუციო კომისიის წევრობაზე?

ვინ დათანხმდა და ვინ თქვა უარი საკონსტიტუციო კომისიის წევრობაზე?

access_time2016-12-23 17:53:06

პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის პერსონალური შემადგენლობა ცოტა ხნის წინ დაამტკიცა. ხვალ კი, 73 წევრიანი კომისია პირველ სხდომას გამართავს. როგორც კობახიძის ბრიფინგამდე ამბობდნენ, შესაძლოა საკონსტუიტუციო კომისიის მუშაობაში პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე დავით უსუფაშვილიც ჩართულიყო. თუმცა პარლამენტის ამჟამინდელმა თავმჯდომარემ განმარტა, რომ კონსულტაციების შემდეგ უსუფაშვილმა შეთავაზებაზე უარი განაცხადა. კომისიის მუშაობაში არ ჩაერთვება არც პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენელი. რადგან პრეზიდენტსა და საკანონმდებლო ხელისუფლებას შორის, კომისიის საკითხზე განსხვავებული პოზიციები აქვთ.

 

როგორია სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის შემადგენლობა, „კომერსანტი“ პარლამენტის თავმჯდომარის ბრძანებას გაგაცნობთ:

„მუხლი 1. საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 107-ე მუხლის „ლ" ქვეპუნქტის, „სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის შექმნისა და სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ" საქართველოს პარლამენტის 2016 წლის 15 დეკემბერის N65-Iს დადგენილებით დამტკიცებული საკონსტიტუციო კომისიის დებულების მე-3 მუხლის პირველი პუნქტის და მე-7 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, დამტკიცდეს სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისია შემდეგი შემადგენლობით:

 

1. ირაკლი კობახიძე - საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის თავმჯდომარე.

 

2. საპარლამენტო უმრავლესობის წევრები:
ა) თამარ ჩუგოშვილი;
ბ) არჩილ თალაკვაძე;
გ) ზვიად ძიძიგური;
დ) გიორგი ვოლსკი;
ე) ილია ნაკაშიძე;
ვ) მამუკა მდინარაძე;
ზ) კახა ოქრიაშვილი;
თ)კობა ნარჩემაშვილი;
ი) სიმონ ნოზაძე;
კ) ნინო გოგუაძე;
ლ) ეკა ბესელია;
მ) ვანო ზარდიაშვილი;
ნ) დავით მათიკაშვილი;
ო) გიორგი კახიანი;
პ) ირაკლი სესიაშვილი;
ჟ) გიორგი ლილუაშვილი;
რ) სოფო კილაძე;
ს) გედი ფოფხაძე;
ტ) მანანა კობახიძე;
უ) ზაქარია ქუცნაშვილი
ფ) ზაზა გაბუნია;
ქ) სავალან მირზოევი;
ღ) ენზელ მკოიანი.

 

3. საპარლამენტო უმცირესობის წევრები:


ა) სერგი კაპანაძე;

ბ) ოთარ კახიძე;
გ) გიორგი ტუღუში;
დ) ზურაბ ჭიაბერაშვილი;
ე) ხათუნა გოგორიშვილი;
ვ) სალომე სამადაშვილი;
ზ) მამუკა ჩიქოვანი;
თ) ირაკლი აბესაძე.

 

4. ფრაქცია „საქართველოს პატრიოტების" წევრები:
ა) ირმა ინაშვილი;
ბ) ნატო ჩხეიძე.

 

5. პარლამენტის დამოუკიდებელი წევრი:
ა) სალომე ზურაბიშვილი.

 

6. ბოლო საპარლამენტო არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილე იმ პარტიების და იმ ბლოკების პირველი ნომერი პარტიების თითო წარმომადგენელი, რომელთაც ვერ გადალახეს საარჩევნო ბარიერი, მაგრამ მიიღეს ამომრჩეველთა ხმების 3% მაინც:
ა) შალვა შავგულიძე (მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება - „თავისუფალი დემოკრატები");
ბ) დიმიტრი ლორთქიფანიძე (პოლიტიკური პარტია - „დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველო");
გ) გიორგი გუგავა („საქართველოს ლეიბორისტული პარტია");
დ) ნიკა მაჭუტაძე (მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება - „მოძრაობა სახელმწიფო ხალხისთვის").

 

7. გიორგი აბაშიშვილი - საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი.
8. ანა დოლიძე - საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი.
9. თეა წულუკიანი - საქართველოს იუსტიციის მინისტრი.
10. შალვა თადუმაძე - საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანი.
11. ზაზა თავაძე - საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე.
12. ნინო გვენეტაძე - საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე.
13. დავით გაბაიძე - აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე.
14. ზურაბ პატარაძე - აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე.
15. გია გვაზავა - აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე.
16. ვახტანგ ყოლბაია - აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი.
17. უჩა ნანუაშვილი - საქართველოს სახალხო დამცველი.
18. კობა გვენეტაძე - საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი.
19. ლაშა თორდია - გენერალური აუდიტორი.
20. დავით რაქვიაშვილი - საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი.

 

21. ექსპერტები და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები:
ა) ანა ნაცვლიშვილი (საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია);
ბ) ეკა გიგაური (საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო);
გ) მიხეილ ბენიძე (სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება);
დ) ვახტანგ ნაცვლიშვილი (ღია საზოგადოება - საქართველო);
ე) ლაშა ტუღუში (საქართველოს ეროვნული პლატფორმა);
ვ) არნო სტეპანიანი (მრავალეროვანი საქართველო);
ზ) დავით ასათიანი (საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია);
თ) რატი ბრეგაძე - ექსპერტი;
ი) ვასილ გონაშვილი - ექსპერტი;
კ) ავთანდილ დემეტრაშვილი - ექსპერტი;
ლ) ვახტანგ მენაბდე - ექსპერტი;
მ) შალვა პაპუაშვილი - ექსპერტი;
ნ) ზაზა რუხაძე - ექსპერტი;
ო) მინდია უგრეხელიძე - ექსპერტი;
პ) თენგიზ შარმანაშვილი - ექსპერტი;
ჟ) ვახტანგ ძაბირაძე - ექსპერტი;
რ) ჯონი ხეცურიანი - ექსპერტი;
ს) ვახტანგ ხმალაძე - ექსპერტი.

 

მუხლი 2. სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის მდივნად დაინიშნოს თამარ ჩუგოშვილი. მუხლი 3. ბრძანება საჯაროდ გამოცხადდეს 2016 წლის 23 დეკემბერს და ძალაში შევიდეს საჯაროდ გამოცხადებისთანავე. მუხლი 4. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საჯაროდ გამოცხადებიდან 1 თვის ვადაში ქუთაისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. ქუთაისი, კუპრაძის ქ. №11)", - აღნიშნულია პარლამენტის თავმჯდომარის ბრძანებაში.

 

 



დღის Top 10 საინტერესო ამბავი

დღის Top 10 საინტერესო ამბავი
access_time2020-08-11 21:00:41
დღის Top 10 საინტერესო ამბავი: 1.Georgian Capital-ის წარუმატებელი პროექტი - „საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფი“ არა ლიკვიდურობის გამო ლონდონის საფონდო ბირჟიდან ჩაიხსნა „საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფი“ (GHG) არალიკვიდურობის გამო ლონდონის საფონდო ბირჟიდან ჩაიხსნა. კომპანიის ინფორმაციით,...

კომპანიები და მათი მფლობელები, რომელთა „გაშავებასაც“ მერია ითხოვს

კომპანიები და მათი მფლობელები, რომელთა „გაშავებასაც“ მერია ითხოვს
access_time2020-08-11 17:20:07
თბილისის მერი კახი კალაძე საჯარო გამოსვლებში პირობების ჯეროვნად შეუსრულებლობის გამო „გაშავებით“ არაერთხელ დამუქრებია ტენდერებში გამარჯვებულ სხვადასხვა კომპანიას. „ბიზნესპრესნიუსი“ დაიტერესდა, სატენდერო ხელშეკრულებების დარღვევის გამო რამდენ შემთხვევაში მოითხოვა მერიამ კომპანიის „შავ სიაში“ მოხვედრა. მერიის შესაბამისი სამსახურების მიერ მოწოდებული ინფორმაციიდან ირკვევა, რომ თბილისის მერიამ მიმწოდებლის „შავ სიაში" რეგისტრაციასთან დაკავშირებით სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს...

მსოფლიოში კორონავირუსის პირველი ვაქცინა ვლადიმერ პუტინის ქალიშვილმა გაიკეთა

მსოფლიოში კორონავირუსის პირველი ვაქცინა ვლადიმერ პუტინის ქალიშვილმა გაიკეთა
access_time2020-08-11 16:10:36
ვლადიმერ პუტინის განცხადებით რუსეთის ჯანდაცვის სამინისტრომ ადამიანებზე ორ თვიანი ტესტირების შემდეგ, მსოფლიოში პირველი კორონავირუსის ვაქცინა დაამტკიცა. რუსეთის მიერ შექმნილი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა ვლადიმერ პუტინის შვილმაც გაიკეთა. „ჩემმა ერთ-ერთმა ქალიშვილმა ვაქცინა გაიკეთა, ამ მხრივ, მან პრეპარატის შემოწმების პროცესშიც მიიღო მონაწილეობა“ - აცხადებს რუსეთის პრეზიდენტი. პირველი ვაქცინის შემდეგ პუტინის ქალიშვილს 38 გრადუსი სიცხე დაუფიქსირდა,...

ვითიბი ბანკი ავტო სესხზე განსაკუთრებულ პირობებს სთავაზობს

ვითიბი ბანკი ავტო სესხზე განსაკუთრებულ პირობებს სთავაზობს
access_time2020-08-11 11:00:27
ვითიბი ბანკი, ახალი ავტომობილის შეძენის მსურველებს, განსაკუთრებულ პირობებს სთავაზობს. შეთავაზების ფარგლებში მომხმარებელს შეუძლია ბანკის პარტნიორი ავტო სალონებიდან გამოიყვანოს ავტომობილი, ისარგებლოს სამი წელი, ხოლო შემდეგ დააბრუნოს ყიდვის დროს შეთანხმებულ ფასად. რაც მთავარია 3 წლის შემდეგ (სესხის ვადის ბოლოს) მყიდველს სამი შემოთვაზებული ვარიანტიდან შეუძლია აირჩიოს ერთ-ერთი: დარჩენილი ღირებულების ფასად, ჩააბაროს ავტომობილი ავტო სალონს, რის შედეგადაც იფარება ვალდებულება ბანკის...

რუსი ტურისტების რაოდენობა თურქეთის კურორტებზე 32%-ით გაიზარდა

რუსი ტურისტების რაოდენობა თურქეთის კურორტებზე 32%-ით გაიზარდა
access_time2020-08-11 18:00:56
1 აგვისტოდან რუსეთმა თურქეთის მიმართულებით ავიაფრენები განაახლა და დღეისთვის მოთხოვნამ 2019 წლის ანალოგიური პერიოდს უკვე გადააჭარბა. Аэрофлот-ის ყველაზე მოთხოვნად რეისზე - „მოსკოვი-სტამბოლი“, მგზავრთა ნაკადმა 85%-ს მიაღწია. ავიაკომპანია S7-ში ამბობენ, რომ ბილეთების დაჯავშნა წინმსწრები ტემპებით მიმდინარეობს და სახეზეა გადადებული მოთხოვნის ეფექტი. Aviasales-ის მონაცემებით, 24 ივლისიდან, როდესაც ავიამიმოსვლის აღდგენის შესახებ...


მსგავსი სიახლეები

up